lasha_alo Posted June 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 20, 2012 გაზეთი "რეზონანსი" №164(7096) ახალი კოდექსი ხმის ორჯერ მიცემის საშუალებას იძლევა_ საქართველოს მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს საშუალება ექნება, რომ ორ არჩევნებზე ორ ადგილას მაინც მისცეს ხმა. მათ ამის საშუალებას ახალი ,,საარჩევნო კოდექსი“ აძლევს, რომლის პროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე დაამტკიცა. ექსპერტები და არასამთავროები რამდენიმე საკითხს საკმაოდ შემაშფოთებლად მიიჩნევენ. საია ყველაზე სადაოდ რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლების თემას მიიჩნევს. ახალი ცვლილებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეყვანილი იქნებიან ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაცია გაუქმებული იქნა იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები რეგისტრაციიდან მოხსნილი არიან, ანუ ისინი არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებენ. თუმცა საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, ამომრჩევლები ერთიან სიაში შეყავთ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ამასთან, სხვა კანონში წერია, რომ რეგისტრაციის არქონა არ შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქეების და საქართველოში მცხოვრებ პირთა კონსტიტუციური უფლებების და თავისუფლების, მათ შორის საკუთრების განკარგვის უფლების, შეზღუდვის საფუძველი გარდა საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ასეთი პირები საარჩევნო უფლებას ახორციელებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გააჩნიათ რეგისტრაციის მოწმობა. საიას წარმომადგენელი თათული თოდუა კი ამბობს, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ეს ახალი ნორმა იმას ნიშნავს, რომ სიების გადამოწმების კომისია რეგისტრაციის არმქონე პირებს ძველი მისამართის გამოყენებით აძლევს არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი თვლის, რომ საიას ეს შენიშვნა მათთვის მიუღებელია და, შესაბამისად, კანონში ეს ჩანაწერი არ შეიცვლება. კუბლაშვილის არგუმენტია, რომ ,,ამ ადამიანების კონსტიტუციური უფლება არ უნდა შეიზღუდოს“. საიას განმარტებით, ,,ასეთ შემთხვევაში, როდესაც რეგისტრაციიდან მოხსნილ ადამიანს ძველი მისამართით აძლევენ არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას, არსებობს იმის რისკიც, რომ მათ გააკეთონ ახალი მისამართით რეგისტრაცია და ამით არსებობს იმის რისკი, რომ მათ ორმაგად მისცენ ხმა“,_ ამბობს საიას წარმომადგენელი თათული თოდუა. მეორე სადავო საკითხი საერთაშორისო დამკვირვებლების თემას ეხება. მეორე მოსმენით მიღებული კანონით, საერთაშორისო დამკვირვებლები საოლქო უბნებსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც იქნებიან. "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პროექტის პირვანდელ ვარიანტში ნათქვამი იყო, რომ არა უმეტეს ორი საერთაშორისო დამკვირვებელი მხოლოდ საარჩევნო უბანზე უნდა ყოფილიყო. ეს ფაქტი პარლამენტის გუშინდელ სხდომაზე, ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძემ გააპროტესტა და დაინტერესდა, თუ რა მიზეზით არის განსაზღვრული სადამკვირვებლო არეალად მხოლოდ საარჩევნო უბანი. თუმცა, პავლე კუბლაშვილმა ლორთქიფანიძეს განუმარტა, რომ ეს დეტალი პროექტში დაზუსტდება და საერთაშორისო დამკვირვებლებს უფლება ექნებათ, მისია განახორციელონ როგორც საარჩევნო უბანზე, ისე ოლქში და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც. ასევე პრობლემად რჩება გამოუყენებელი და გაფუჭებული ბიულეტენების საკითხი. საარჩევნო უბანზე მყოფ პარტიის წარმომადგენელს აქამდე შეეძლო, რომ ბიულეტენების დათვლის პროცესს დაკვირვებოდა და სურვილის შემთხვევაში პირადად გადაეთვალა როგორც ბათილი, ასევე გამოუყენებელი და გაფუჭებული ბიულეტენები. პროექტის თანახმად კი, ახლა კომისიის თავმჯდომარე წილისყრით გამოავლენს დამკვირვებლებიდან ერთ ან ორ ადამიანს, რომლებიც დააკვირდებიან დათვლის პროცესს და სურვილის შემთხვევაში უფლება ექნებათ, პირადად ერთხელ გადათვალონ ნამდვილი ან ბათილი ბიულეტენები. ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას საია საკმაოდ შემაშფოთებლად მიიჩნევს. "გამოუყენებელი და გაფუჭებული ბიულეტენები არსად არ ფიქსირდება და აქამდე მხოლოდ დამკვირვებლებს ჰქონდათ იმის საშუალება, რომ ეს ბიულეტენები დაეთვალათ და თავისთვის მაინც ჰქონოდათ ინფორმაცია. დღეს კი ამის საშუალებაც აღარ იქნება", - ამბობს თათული თოდუა. აღსანიშნავია, რომ კამპანია "ეს შენ გეხებას" მოთხოვნა იყო, რომ გაფუჭებული და გამოუყენებლი ბიულეტენების ოფიციალური დათვლაც მომხდარიყო და ინფორმაცია ამაზეც ყოფილიყო საჯარო. მაგრამ ეს ინიციატივა არათუ არ იქნა გათვალისწინებული, არამედ უფრო გაუარესდა მდგომარეობა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted June 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 20, 2012 რაო , ვერ გავიგე ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.