Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ჩვენი მიხაკუა (აკაკი წერეთელი)

 

 

 

ეს სოფელი უსამართლო,

 

მასხარა და ტუტუცია,

 

იმასა სთხოვს ანგარიშსა,

 

ვისთვისაც არ მიუცია.

 

 

 

მდიდარს თვითონ ემონება,

 

საწყალს კი სთხოვს სამსახურსა,

 

ედავება, ხელიდან გლეჯს

 

ოფლით ნაშოვნ ლუკმა-პურსა.

 

 

 

მაგრამ ეს ხომ ადამს აქეთ

 

საზოგადო რამ წესია,

 

ხშირად ის მკის და ისა სჭამს,

 

ვისაც სულ არ უთესია!

 

 

 

ეჰ, ვინ დასდევს საწყალ მუშას!..

 

ფეხით სრესენ, როგორც ჭიას

 

და ფეხთა მტვერს ულოკავენ

 

გამდიდრებულს და პრანჭიას!

 

 

 

სამართალი ბეცი არის:

 

ახლოს ვერ სჭრის, შორს ვერ ხედავს,

 

მაგრამ ხალხი დაბორკილი

 

ურჩობას ვით გაუბედავს?

 

 

 

უღირსად და უსამართლოდ

 

ამაღლებულს ემონება;

 

დაჩაგრულს და შერისხულსა

 

სდევნის!.. სად აქვს მას გონება?..

 

 

 

მაგალითად გინდ ავიღოთ

 

ჩვენი მიხაკ ლორისაო!

 

პაპა-მისი მწყემსი იყო

 

თხებისა და ღორისაო!

 

 

 

მამა-მისიც ტყავებს ჰყიდდა,

 

საცოდავი ტარიელა,

 

ქუჩა-ქუჩა დადიოდა

 

ჯიბე და თავ-ცარიელა.

 

 

 

მაგრამ ნახეთ, დღეს რაღაა

 

მიხაკუა, მისი შვილი?

 

დარჩა ქვეყნის მოედანი!

 

სადღაა სხვა მიხაილი?

 

 

 

სახელმწიფო კაცს ეძებენ

 

რუსეთისთვის ამ ცუდ დროსო,

 

მისთანას, რომ ახალ რუსეთს

 

მარჯვედ ტყავი გააძროსო.

 

 

 

და მეტყავის შვილს მოადგენ,

 

სთქვეს თუ გამოცდილიაო;

 

კინტოებში გაზრდილია,

 

გაქნილ-გამოქნილიაო.

 

 

 

სასახლეში მიიწვიეს,

 

უთხრეს "უნდა გვიშველოო:

 

ძველი უნდა გაგვიახლო,

 

ახალი კი გვიძველოო!.."

 

 

 

ეს უთხრეს და პირველობა

 

მიანიჭეს მიხაკასა,

 

თითონ შორით უყურებენ

 

მის თესვას და იმის მკასა.

 

 

 

ჯარასავით დატრიალდა

 

ჩვენი კინტო მიხაკუა,

 

სასახლეში კარისკაცებს

 

ყველას ერთად .....

 

 

 

გულში ამბობს: "ამდენ ვირებს

 

რად უყრიდნენ აქ თავსაო?

 

ქვეყანას სხვას რას უზამდნენ

 

თუ არ ცუდსა და ავსაო?"

 

 

 

ზოგი გაყარ-გამოყარა,

 

ზოგს კუდს უქნევს, როგორც მელა,

 

ერთნაირად მოატყუა

 

ახალი და ძველი, ყველა.

 

 

 

სათვალთმაქცო რამ მალამო

 

ძველსაც მოსცხო, ახალსაც სცხო,

 

მაგრამ სომხური საქმე კი

 

უფრო კარგად გამოაცხო!

 

 

 

ახლებს თვალი აუხვია,

 

მოატყუა, მოაღორა,

 

ძველსაც მხარი მოუქცია,

 

კოტრიალით გააგორა!

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი დღეს რომ ვინმემ მსგავსი რამე დაწეროს, ხომ დაცინებენ, რა ღლეობებს წერსო. მაგრამ ეგ რახან აკაკიმ დაწერა, მაგარია? :) ეგეთ ღლეობებს ჩემი მეზობელი გიჟი საშკა წერს ყოველ კვირა, დაჟე უკეთესებს :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი დღეს რომ ვინმემ მსგავსი რამე დაწეროს, ხომ დაცინებენ, რა ღლეობებს წერსო. მაგრამ ეგ რახან აკაკიმ დაწერა, მაგარია? :) ეგეთ ღლეობებს ჩემი მეზობელი გიჟი საშკა წერს ყოველ კვირა, დაჟე უკეთესებს :)

:)) :)) :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...