Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

აზრი

 

შეძლებთ კი მართლმადიდებლის შეყვარებას ისე, როგორც იმის ვინც თქვენს ძმად იწოდება?

Dakaray

 

რათქმაუნდა. 

 

პირადად მე შენც, ბუდისტიც, მართლმადიდებელიც და ჩემი მუსლიმი მეზობელი ერთნაირად მიყვარხართ, ისევე როგორც ჩემი სულიერი ძმა ეთიოპიაში. 

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა ადამიანი მიყვარს რადგან ყველა ღვთის შვილები არიან. ის რაც მე მძულს (თუნდაც მართლმადიდებლობაში) არის არა თვითონ ადამიანები არამედ მათი უღვთო საქციელი და ღვთის მგმობი სწავლებები რომელსაც ეკლესია ისე უსაღებს ადამიანებს თითქოსდა ღვთისას ასწავლიდნენ. 

უფრო მეტსაც გეტყვი. მართლმადიდებლებისადმი ჩემს სიყვარულს მათდამი სიბრალული უფრო აღვივებს იმიტომ რომ დაკარგული ცხვრებივით არიან და ბევრი მათგანი თავიანთ "მანაოებს" ისე მეამიტურად უჯერებენ ზგჯერ პირი მრჩება ხოლმე ღია. მრევკის ამ სისუსტით კი, ხელს ითბობს სამღვდელოება. 

ამ ყველაფრის გამო კი უფრო მებრალებიან და იფრო მიყვარდებიან მართლმადიდებლები. 

ასე რომ მათდამი სიყვარული მაქვს მაგრმ ნათი ცრუ სწავლებებისადმი კი სიძულვილი. როცა ჩემ პოსტებს წაიკითხავ ხოლმე, ეს ორი ერთმანეთშიარ აგერიოს ხოლმე. 

 

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცრუ სწავლებებისადმი კი სიძულვილი.

არაა სიძულვილი კარგი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

არაა სიძულვილი კარგი

 

lasha_alo

 

sami kitxva makvs shentan:

 

1. eg sheni piradi azria tu vinmem gitxra?

 

2. ratom ggonia rom gvtis mgmobi da cru kristianuli scavkebebi araa sadzulveli?

 

3. Ratom araa scoru usamartloba mdzuldes?!

 

 

shen rogorc chans nametani mckralad xar qristianul scavlebebtan da ar icnob ras ascavlis qristianoba, torem cru da gvtismgmobel scavlebebze mase ar itkodi.

 

axla ki ert bibliur muxls dagicitireb axali agtkmidan rom ifikro rac masshi ceria:

 

"შენ სიმართლე შეიყვარე და უკანონობა შეიძულე. ამიტომაც გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა, დიდი სიხარულის ზეთით შენს მოზიარეებზე მეტად".

Edited by აზრი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

რათქმაუნდა. პირადად მე შენც, ბუდისტიც, მართლმადიდებელიც და ჩემი მუსლიმი მეზობელი ერთნაირად მიყვარხართ, ისევე როგორც ჩემი სულიერი ძმა ეთიოპიაში.

 

ძალიან, კარგი მიხარია ეს რომ ასეა, ჭეშმარიტ ქრისტიანს მტრის სიყვარულიც უნდა შეეძლოს და მაწყევრის ლოცვაც.

 

 

ის რაც მე მძულს (თუნდაც მართლმადიდებლობაში) არის არა თვითონ ადამიანები არამედ მათი უღვთო საქციელი და ღვთის მგმობი სწავლებები რომელსაც ეკლესია ისე უსაღებს ადამიანებს თითქოსდა ღვთისას ასწავლიდნენ.

 

ეგ მეც მძულს, მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ თავად, მაგრამ უსამართლობას, უღვთობასა და მწვალებლობას, ვერც მე ვერ შევეგუები ჩემს ეკლესიაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Dakaray

 

კარგია რომ მორწმუნე ხარ. ალბათ ღვთის სიყვარულით ბევრ რამეს აიტან და ბევრ რამესაც გააკეთებ. თუმცა, ერთი ნამდვილად მიკვირს მართლმადიდებლების რომ არ გამოდიხართ გარეთ (მათე 10:5-7) და სამეფოს სასიხარულო ცნობას არ ქადაგებთ. (მათე 24:14). სხვათაშორის, სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ხალხებისთვის ქადაგება, მოყვასისადმი სიყვარულის უდიდესი მაჩვენებელია.

Edited by აზრი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

 

თუმცა, ერთი ნამდვილად მიკვირს მართლმადიდებლების რომ არ გამოდიხართ გარეთ (მათე 10:5-7) და სამეფოს სასიხარულო ცნობას არ ქადაგებთ. (მათე 24:14).

 

ღია ცის ქვეშ ეწყობა ხოლმე ქადაგებები, მსვლელობები, საქველმოქმედო აქციები, საიდუმლოთა აღსრულებები და ა.შ ტაძარში კი თავად უფალი იესო ქადაგებდა და არ მგონია ეხლა ამით რაიმე დაეშავებინოს.

 

 

სხვათაშორის, სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ხალხებისთვის ქადაგება, მოყვასისადმი სიყვარულის უდიდესი მაჩვენებელია.

 

იქადაგება ამ ცნობის შესახებაც, უფლის ცხვარი კი ისმენს მის ხმას, ის კი ვინც უფლისა არ არის არ ესმის მისი ხმა. სხვა მამის ხმა ესმის და სხვა მამის ხმას მისდევს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Dakaray

 

წელიწადში ერთხელ რომ გამოვა აღლუმივით მრევლი, დროშებითა და ჯვრებით ხელში, მაგას ქადაგება არ ქვია. ქადაგება იცი რას ქვია? აი იამს, რასაც პირველი საუკუნის ქრისტიანები აკეთებდნენ, როცა ორ-ორად დადიოდნენ კარდაკარ, ქუჩებში და თავშეყრის ადგილებზე და ღვთის სამეფოს მოახლოებას რომ ქადაგებდნენ.

 

ასე დღეს არა თუ მართლმადიდებლობა, არამედ არცერთი რელიგიის წარმომადგენლები არი იქცევიან, გარდა ერთდაერთი ჭეშმარიტი ქრისტიანებისა, რომელიც ცნობილნი არიან სახელწოდებით იეჰოვას მოწმეები. მხოლოდ იეჰოვას მოწმეები დავდივართ კარდაკარ და სახალხო თავშეყრის ადგულებზე ყოველდღე და ღვთის სამეფოს სასიხარულო ცნობას ვუქადაგებთ ყველას. ამით კი იესო ქრისტეს მიერ დავალებულ საქმეს ვასრულებთ. (მათე 28:18-20, 24:14).

 

მგონი უნდა გიღირდეს ამ საკითხებზე ჩაფიქრება. რას იტყვი მეგობარო?

 

ალბათ იცი ჩვენგან, თუ რას მოიტანს ღვთის სამეფო. კაცობრიობამ უნდა იცოდეს, რადგან მხოლოდ ორი გზა არსებობს, რომელიც შეიძლება ადმაიანმა აირჩიოს:

 

სიცოცხლე ან სიკვდილი. სიცოცხლეა მათთის ვინც ღვთის მოწვევას ღებულობს. ღმერთი თავის მორჩილ ადამიანებს დ ე დ ა მ ი წ ა ზ ე მარადიული ცხოვრებით დააჯილდოებს. ჩვენი ბაგით, დღეს ღმერთი კაცობრიობას ამცნობს იმას, რასაც მალე გააკეთებს. ეს არაა სახუმარო საკითხი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მხოლოდ იეჰოვას მოწმეები დავდივართ კარდაკარ და სახალხო თავშეყრის ადგულებზე ყოველდღე და ღვთის სამეფოს სასიხარულო ცნობას ვუქადაგებთ ყველას.

ისინი როგორი სიხარულით გხვდებიან ეგეც დაგეწერა ბარემ :brr: :brr: :brr:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

 

წელიწადში ერთხელ რომ გამოვა აღლუმივით მრევლი, დროშებითა და ჯვრებით ხელში, მაგას ქადაგება არ ქვია.

 

ქადაგება უფლის სიტყვის გავრცელებას ქვია, წელიწადში ერთხელ და რამოდენიმეჯერ საეკლესიო დროშებითა და ჯვართა გამობრძანებით სიარულს კი მსვლელობა. ღია ცის ქვეშ ეწყობა ერთიც და მეორეც. ასევე აღესრულება ნათლობის საიდუმლოც.

 

 

ქადაგება იცი რას ქვია? აი იამს, რასაც პირველი საუკუნის ქრისტიანები აკეთებდნენ, როცა ორ-ორად დადიოდნენ კარდაკარ, ქუჩებში და თავშეყრის ადგილებზე და ღვთის სამეფოს მოახლოებას რომ ქადაგებდნენ.

 

კი ეს მისიონერული ქადაგებაა და ამის საჭიროება იყო პირველ საუკუნეებში, ვინაიდან ქრისტიანობას როგორც რელიგიას გავრცელება ჭირდებოდა რომის იმპერიასა და საბერძნეთში აგრეთვე სხვადასხვა წარმართულ ქვეყნებში, დღეს კარდაკარ ქადაგების საჭიროება ქრისტიანულ ქვეყნებში აღარ არსებობს, იმიტომ რომ ერთხელ ნაქადაგები მიიღეს და უბყრიათ ის სიტყვა რაც მოისმინეს. კარდაკარ ქადაგება და მისიოონერული საქმიანობა უფრო მუსლიმანურ ქვეყნებშია საჭირო, ჭეშმარიტების შესატანად, მაგრამ თქვენ ამ მისიისაგან რაღატომღაც თავს იკავებთ.

 

 

ასე დღეს არა თუ მართლმადიდებლობა, არამედ არცერთი რელიგიის წარმომადგენლები არი იქცევიან

 

ქრისტიანულ ქვეყნებში ქრისტიანობის ხელახლა კარდაკარ ქადაგება არის აბსურდი, საამისოდ არსებობს ტაძრები, სურვილი ვისაც აქვს მიბრძანდეს და მოისმინოს, ისევე როგორც ქრისტესთან მიდიოდა ხალხი სიტყვის მოსასმენად.

 

 

გარდა ერთდაერთი ჭეშმარიტი ქრისტიანებისა

 

ეს რას ნიშნავს რომ სხვა დანარჩენები ცდომილებაში არიან? ამ ფორუმზე ერთი რელიგიური კონფესიის აღმატებულობაზე საუბარი სხვა დანარჩენებთან მიმართებაში სხვების დაკნინებით არ ისჯება?

 

 

მხოლოდ იეჰოვას მოწმეები დავდივართ კარდაკარ და სახალხო თავშეყრის ადგულებზე ყოველდღე და ღვთის სამეფოს სასიხარულო ცნობას ვუქადაგებთ ყველას. ამით კი იესო ქრისტეს მიერ დავალებულ საქმეს ვასრულებთ. (მათე 28:18-20, 24:14).

 

წარმატებებს გისურვებთ, აბა თქვენ იცით, შედეგები არ გამომაპაროთ.

 

 

მგონი უნდა გიღირდეს ამ საკითხებზე ჩაფიქრება. რას იტყვი მეგობარო?

 

რაზე უნდა ღირდეს ჩაფიქრება? კარს მომდგარმა იეჰოვას მოწმემ უნდა მასწავლოს მე ქრისტიან კაცს საკუთარი მოძღვრება? ღვთის სიტყვის სწავლა თუ მსურს ზედმეტი მასწავლებლები არ მჭირდება, ბიბლია მაქვს გადავფურცლავ კითხვაც ვიცი და აზროვნებაც უმაღლეს დონეზე შემიძლია.

 

 

ალბათ იცი ჩვენგან, თუ რას მოიტანს ღვთის სამეფო. კაცობრიობამ უნდა იცოდეს, რადგან მხოლოდ ორი გზა არსებობს, რომელიც შეიძლება ადმაიანმა აირჩიოს:

 

საერთოდ არ მიყვარს ვინმე ან რამე არჩევანის წინაშე როდესაც მაყენებს, მე თავად გადავწყვეტ სიკვდილს ავირჩევ თუ სიცოცხლეს, იქნებ მე სიკვდილს ვირჩევ? რა უფლება არ მაქვს სიკვდილი ავირჩიო? რატომ უნდა მეძახონ 24 საათი "ჩემი ხსნის მსურველებმა" რომ არასწორი არჩევანი გავაკეთე და თავად მართლები არიან?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისინი როგორი სიხარულით გხვდებიან ეგეც დაგეწერა ბარემ :brr: :brr: :brr:

mama

 

ყველა არ გვხვდება დიდი სიხარულით და ამას არც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. იცი რატომ? იმიტომ რომ არც პირველ საუკუნეში მცხოვრებ ქრისტეს მოციქულებს ხვდებოდნენ დიდი სიხარულით როცა კარდაკარ ქადაგებდნენ სამეფოს შესახებ. მათაც დევნიდნენ, ლანძღავდნენ, დასცინოდნენ და ა.შ. მაგრამ ბოლოს ვინ აღმოჩნდა ცუდ მდგომარეობაში, ისტორიულმა ფაქტებმა დაგვანახვა. ასე რომ ღრიჭინი და მასხარაობა ჩვენ არაფერს გვაკლებს. პირიქით, ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ღია ცის ქვეშ ეწყობა ერთიც და მეორეც. ასევე აღესრულება ნათლობის საიდუმლოც.
Dakaray

 

ხოდა მაგას გიხსნი ჩემო კარგო რომ ქადაგება სხვა რამეა. აღლუმების მოწყობა წელიწადში თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობით და ნათლობის ღია ცისქვეშ მოწყობა, ქადაგება არაა. ქადაგება როგორ ხდებოდა პირველ საუკუნეში იცი? არ იცი ალბათ თორემ სირცხვილით იმას აღარ დაწერდი რაც აქ დაწერე. :) წაიკითხე სახარებები და ნახე რას ნიშნავდა სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგება, როცა იესო თავის მოწაფეებს ორ-ორად აგზავნიდა სახლებში და კარზე დაკაკუნებით ცალცალკე რომ ესაუბრებოდნენ მოწაფეები მობინადრეებს. კარდაკარ ქადაგება თქვენს რელიგიას ისტორიაში არ ახსოვს. არ იცის უბრალოდ, იმიტომ რომ თქვენ არ ხართ ღვთის ნების შემსრულებლები და იესო ქრისტეს მიერ დაკისრებული ქადაგების დავალების შემსრულებლები. თქვენი საქმეა დიდი და ძვირადღირებული ტაძრების შენება, ბიზნესის წამოწევა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველ წელს 25 000 0000 (მილიონი) ლარის ჩაჯიბება, ჯიპებში მოჯდომა და დიდი და ოქროს ჯვრით ბლატაობა. მაგას არ ქვია ქრისტიანობა ჩემო კარგო, მაგას ქვია ქრისტეს გზიდან განდგომა და ღვთის მტრისთვის მსახურება. აი ესაა სიმართლე რომლის გამოც მივატოვე თქვენი მართლმადიდებლობა და დღეს ბდნიერი ვარ.

 

 

 

ქადაგებაა და ამის საჭიროება იყო პირველ საუკუნეებში,
ეგ ტყუილები ჩემთან არ გასდით ხოლმე ჩემს ყოფილ თანამორწმონე მართლმადიდებლებს. იმიტომ რომ კარგად ვიცი მართლმადიდებლების ზღაპრები ჩემო კარგო. გადაშალეთ სახარება და გაეცანით რას ასწავლის ქრისტე! მათეს სახარების 24-ე თავი წაიკითხეთ და ნახავთ რომ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება დღეს უფრო საჭიროა ვიდრე ოდესმე და დღეს იმიტომაც ვქადაგებთ მას მთელს მსოფლიოში. (მათე 24:14). თქვენ ვიცი რომ ვერ გამოხვალთ გარეთ და ვერ უქადაგებთ ხალხს. ამას ღვთის ხალხი ვაკეთებთ. :)

 

წარმატებებს გისურვებთ, აბა თქვენ იცით, შედეგები არ გამომაპაროთ.

არაა საჭირო ცინიზმი. :)

 

 

 

რაზე უნდა ღირდეს ჩაფიქრება?

იმაზე რაც დაგიწერე.

 

არს მომდგარმა იეჰოვას მოწმემ უნდა მასწავლოს მე ქრისტიან კაცს საკუთარი მოძღვრება?

აი ეგ სიამაყეა რომ ვერ დგებით ჭეშმარიტებაში. :)

 

 

იქნებ მე სიკვდილს ვირჩევ?

ჩვენ არავის ვეცილებით სიკვდილის არჩევაში. ჩვენ სიცოცხლეს ვირჩევთ და ამისთვის მოვუწოდებთ ყველას, იცი რატომ? აი იმიტომ: "ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს".

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

მივატოვე თქვენი მართლმადიდებლობა და დღეს ბდნიერი ვარ.

 

ჰო და

 

 

წარმატებებს გისურვებთ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბოლოს ვინ აღმოჩნდა ცუდ მდგომარეობაში, ისტორიულმა ფაქტებმა დაგვანახვა.

ვინ აღმოჩნდა ცუდ მდგომარეობაში?? და რა ფაქტებზე საუბრობთ??

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mama

 

პოსტში წერია ვინც აღმოჩნდა ცუდ მდგომარეობაში. არ კითხულობ პოსტებს? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პოსტში წერია ვინც აღმოჩნდა ცუდ მდგომარეობაში.

მართლმადიდებლებს გულისხმობთ თუ ვის??

კარგი იქნებოდა უკეთ განგემარტათ

 

არ კითხულობ პოსტებს?

ეს უბრალოდ საფირმო სიტყვებია თუ კონტრშეტევის კარგი იარაღი?? :grr:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...