Dakaray Posted June 17, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 17, 2012 მოციქული პავლე შესანიშნავად გადმოგვცემს სულიწმიდის სიტყვას. 1. კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წინწილი. 2. წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა, ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ. 3. მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არა მაქვს, არას მარგია. 4. სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს; 5. არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს; 6. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; 7. ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს. 8. სიყვარული არასოდეს არ გადავა, თუმცაღა წინასწარმეტყველებანი განქარდებიან, ენები დადუმდებიან და უქმი გახდება ცოდნა. თქვენ რას იტყვით ძვირფასო თანაფორუმელებო სიყვარულის გარეშე შესაძლებელია კი ქრისტიანს პრეტენზია ქონდეს ქრისტიანობაზე? შესაძლებელია ცალი ხელით პირჯვარს იწერდე და მეორეთი ძმას ახრჩობდე? გვიყვარს კი ნამდვილად ჩვენი მტრები ისე როგორც ჩვენმა უფალმა მოგვიწოდა? თუ ეს ყველაფერი მოჩვენებითია? თუ მხოლოდ სიტყვით გვიყვარს და გულით შორს ვართ უფლისგან, როგორ ფიქრობთ რას ნიშნავს გიყვარდეს? რას ნიშნავს სრულყოფილი სიყვარული? შეძლებთ კი გიყვარდეთ ყველა განურჩევლად? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted June 17, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 17, 2012 თქვენ რას იტყვით ძვირფასო თანაფორუმელებო სიყვარულის გარეშე შესაძლებელია კი ქრისტიანს პრეტენზია ქონდეს ქრისტიანობაზე? არა. შესაძლებელია ცალი ხელით პირჯვარს იწერდე და მეორეთი ძმას ახრჩობდე?არა. გვიყვარს კი ნამდვილად ჩვენი მტრები ისე როგორც ჩვენმა უფალმა მოგვიწოდა?შენ თუ გიყვარს? რას ნიშნავს სრულყოფილი სიყვარული?უანგარო სიყვარულს ყველას მიმართ, რასის, სქესის, აღმსარებლობის, განათლები თუ წარმომავლობის განურჩევლად. შეძლებთ კი გიყვარდეთ ყველა განურჩევლად?ეგ მხოლოდ ნამდვილ ქრისტიანებს შეუძლიათ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Dakaray Posted June 17, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 17, 2012 აზრი შენ თუ გიყვარს? მე არ მიყვარს და ამაზე ვწუხვარ, ვერ შევძელი ყველას სიყვარული და ეს კიდევ უფრო მარწმუნებს იმაში, რომ ღმერთი სრულყოფილია ადამიანი კი უძლური და ცოდვისაკენ მიდრეკილი, მე ვფიქრობ, რომ ადამიანს არ შეუძლია დამოუკიდებლად უყვარდეს სრულყოფილი სიყვარულით, ასეთი სიყვარული მას ღმერთმა უნდა შეაძლებინოს. რაღაც გარდატეხა უნდა მოხდეს ადამიანის ცნობიერებაში, რაღაც აფეთქების მსგავსი რომელიც გამოცვლის მას. მოდით ვაღიაროთ ადამიანი არსით ბოროტისკენ უფროა მიდრეკილი ვიდრე სიკეთის ქმნისკენ, ასეთია ადამიანის ცოდვილი ბუნება, ამ ბუნების მძლეველია სიყვარული. ყველამ ყველაფერი ვიცით, ყველას ყველაფერი გაგვიგია, მაგრამ არ ვასრულებთ, იმედია თავის მწყალობელი ბუნებით გაითვალისწინებს ღმერთი ჩვენს სისუსტეებს და დაგვეხმარება რომ შევძლოთ მტრების სიყვარულიც კი, დაგვეხმარება რომ დავლოცოთ ჩვენი მაწყევრები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted June 17, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 17, 2012 Dakaray მასეთი, ანუ სრულყოფილი სიყვარული შესაძლებელია. მსოფლიოში ერთადერთი რელიგია არსებობს, რომლის წარმომადგენლებსაც მასეთი, სრულყოფილი სიყვარული აქვთ სხვებისადმი. ესენი იეჰოვას მოწმეები არიან. იესოს ტყუილად არ უთქვამს ეს სიტყვები: "მაშ, იყავით სრულყოფილები, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი".ის გარდატეხა, რაც შენ ახსენე მეგობარო, სწორად და კარგად ახსენე. მაგ გარდატეხას ადამიანში სამყაროს შემოქმედი ახდენს. მის გარეშე, როგორც შენ თქვი, ნამდვილად შეუძლებელია სრულყოფილი სიყვარულის ქონა და გამოვლენა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Dakaray Posted June 17, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 17, 2012 აზრი მასეთი, სრულყოფილი სიყვარული აქვთ სხვებისადმი. ესენი იეჰოვას მოწმეები არიან. თქვენ იეჰოვას მოწმე ხართ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted June 17, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 17, 2012 კი, ეხლახანს გავხდი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Dakaray Posted June 18, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 18, 2012 აზრიკი, ეხლახანს გავხდი. თქვენს პოსტებს გადავხედე და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მართლმადიდებლებისადმი სიყვარულით არ გამოირჩევით, სიმართლე რომ ვთქვათ არც ისინი გეფერებიან მაგრამ როდესაც ამას წერთ: მსოფლიოში ერთადერთი რელიგია არსებობს, რომლის წარმომადგენლებსაც მასეთი, სრულყოფილი სიყვარული აქვთ სხვებისადმი. ესენი იეჰოვას მოწმეები არიან. რამდენად მოდის შესაბამისობაში თქვენს პოსტებთან? შეძლებთ კი მართლმადიდებლის შეყვარებას ისე, როგორც იმის ვინც თქვენს ძმად იწოდება? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted June 18, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 18, 2012 კი, ეხლახანს გავხდი. გოლოცავთ თქვენც და მთელ ფორუმსაც Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted June 18, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 18, 2012 mama მადლობ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted June 19, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 19, 2012 კი, ეხლახანს გავხდი.არადა რა კარგი ქრისტიანი დადგებოდა შენგან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted June 19, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 19, 2012 არადა რა კარგი ქრისტიანი დადგებოდა შენგან. იაღოველებიც ქრისტიანები არიან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted June 19, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 19, 2012 mama მაგდენი ალბათ არ იცის რომ იეჰოვას მოწმეები ქრისტიანები ვართ, თან ნამდვილი ქრისტიანები, ისეთი კი არა, მარტო რომ ქვიათ და საქმით კი ღვთის საგმობი ცხოვრებით რომ ცხოვრობენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted June 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 20, 2012 (edited) აზრიDAKARAYs bolo kitxvas ratom arideb tavs?? Edited June 20, 2012 by mama Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted June 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 20, 2012 mama მაგდენი ალბათ არ იცის რომ იეჰოვას მოწმეები ქრისტიანები ვართ, თან ნამდვილი ქრისტიანები, ისეთი კი არა, მარტო რომ ქვიათ და საქმით კი ღვთის საგმობი ცხოვრებით რომ ცხოვრობენ.ადამიანი რომელიც ღმერთს გმობს იმას ქრისტიანი როგორ შეიძლება ეწოდოს? და რანაირად გამოდიხარ ქრისტიანი თუ ქრისტეს სისხლს და ხორცს არ ეზიარები , თუ ეზიარები ? კრებებზე? ქრისტიანობა ეკლესიის გარეშე ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Dakaray Posted June 21, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2012 alex ადამიანი რომელიც ღმერთს გმობს იმას ქრისტიანი როგორ შეიძლება ეწოდოს? ადამიანმა ღმერთი შეიძლება დაგმოს სიტყვით და საქმით, როგორ ფიქრობ რომელი გმობა უფრო მძიმეა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.