planetanews Posted June 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 16, 2012 საქართველოში თავისუფალ მედიაზე ზეწოლის ფაქტებიდან არაერთის პოვნა და დახასიათება შეიძლება. ფაქტია, რომ ჩვენში ხელისუფლება განსაკუთრებით მტრობს იმ მედიასაშუალებებს, რომელთა კონტროლიც არ ძალუძთ.როცა ვარდოსნებისა და მედიის ურთიერთობას ვიხსენებ, პირველი რიგში, ტელეკომპანია იბერია მახსენდება, რომელიც ძალის გამოყენებით დახურა მაშინდელმა ძალოვანმა მინისტრებმა.შემდეგ ტელეკომპანია მზე, მას იმედის დარბევა მოყვა, რომელიც 2007 წლისთვის ერთადერთი ტელევიზია იყო, რომელიც ნაცპარტიის კონტროლს მიღმა აღმოჩნდა.ბოლოს ალია ჰოლდინგის წინააღმდეგ განხორციელებული რეკეტით დავასრულებდი. თუმცა არა, შეუძლებელია გამოვტოვოთ ფოტოგრაფების საქმე, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკის მთავარი “ნიუსი” გახდა.საქმეს ის არის,რომ თავისუფალი მედიის მიმართ ზეწოლა და სრული კონტროლის დამყარების სურვილი, მთავრობის ელიტარული წრეებიდან მოდის. სწორედ ამიტომ მისი შეჩერება, ან წინააღმდეგობის გაწევა ძალიან ძნელია.ნებისმიერი ოპოზიციური მოძრაობისთვის, თუ მას სურს რომ მოიცვას საზოგადოება მასშტაბურად, აუცილებელი რომ პოტენციურ ელექტორატს მიეწოდებოდეს ობიექტური ინფორმაცია. ეს აქტუალობა იქიდანაა გამოწვეული რომ საქართველოში არსებობს ცნება “სახელისუფლებო ტელეარხები”. http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/06/282890_448949465129075_221150124_n.jpgსწორედ ამიტომ, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლისთანავე, ამხილა რა სატელევიზიო მედია ხელისუფლებასთან მკვეთრ ალიანსში, განაცხადა რომ მას ქონდა სურვილი შექმნილიყო დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალებები, რომლებიც იქნებოდნენ სრულიად მიუკერძოებლები და საზოგადოებას მიაწოდებდნენ ობიექტურ ინფორმაციას.სწორედ ასე დაფუძნდა ტელეკომპანია “მეცხრე არხი” და საინფორმაციო სააგენტო “ინფო9.”ორივე საინფორმაციო საშუალების დაარსებას ხელისუფლების მხრიდან აგრესიული ქმედებები მოყვა, მათ არ მისცეს ‘მეცხრე არხს” ციფრული სიგნალის გამოყენების უფლება, მართალია ეს კანონმდებლობით არანაირ დარღვევასთას არ უკავშირდებოდა, მაგრამ ალბათ სააკაშვილს ასე სურდა.ყოველდღე ვრცელდება კადრები, თუ როგორ უშლიან ხელს “ინფო9-ს” ჟურნალისტებს, მეტიც, უკვე მათ წინააღმდეგ აღარც ფიზიკური ზეწოლის ფაქტებზე ამბობენ უარს მავანნი.შეფერხებით მიმდინარეობს GLOBAL TV-ს ანტენების დაყენებაც, რომლის საშუალებითაც, მოსახლეობას შეღავათიან ფასად შეუძლია ინფორმაციის მიღება.საქმე იქამდე მივიდა, რომ ბოლო კვირაში თბილისში სამარშრუტო ტაქსებში რადიოს მოსმენაც აკრძალეს. დიახ, შეიძლება ეს სასაცილოდ გეჩვენებათ, მაგრამ რადიოს მოსმენის გამო ხალხი სამსახურიდა გაუშვეს.იზღუდება ინტერნეტ პროვაიდერების მიერ საინფორმაციო ნაკადების გავრცელებაც.შეიძლება დავასკვნათ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ხელისუფლება პანიკურ შიშში ვარდება და ცდილობს, შეზღუდოს ყველანაირი ინფორმაცია, გარდა საკუთარი პარტიული არხებისა. ერთი სიტყვით, სტატიის სათაური ალბათ უკვე მტკიცებით ფორმაში უნდა დავწეროთ, რადგან ხელისუფლება მართლაც ზღუდავს ქვეყანაში საინფორმაციო ნაკადებს. ეს ყველაფერი ორუელის “1984″-ს მაგონებს, სადაც ყველაფერი 1 ადამიანის მიერ იწერება ანუ დიდი ძმა ზრუნავს ჩვენზე.თუმცა მე მინდა მათ ვუთხრა, მიუხედავად ყველა მცდელობისა, ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი, რომ სიმართლით დავუპირისპირდეთ სიცრუესა და სიყალბეს, ვიბრძოლოთ ღირსეულად და ამ ბრძოლაში გავიმარჯვოთ! View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts