planetanews Posted June 17, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 17, 2012 http://rustavi2.com/news_photos/06_12/61072.jpg სამართალდამცველებმა პოლიციელის მოსყიდვის ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის უფროსმა შოთა უტიაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, სამინისტროში შევიდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ მოხდა პოლიციის თანამშრომლის მოსყიდვა.მოსყიდულ პოლიციელს, კასპის რაიონის იგოეთის პოლიციის განყოფილების ოპერატიულ თანამშრომელს ლაშა კურტანიძეს დაევალა თავისი კოლეგების ფარული ჩაწერა. კურტანიძის მიმართ მტკიცებულებების შეგროვების მიზნით, განხორციელდა შეხვედრების სიმულირება, რომლის შედეგად დადასტურდა ფარული ჩანაწერების მოპოვებისა და გადაცემის ფაქტი. გამოძიების პროცესში კურტანიძეს წარედგინა მის წინაღმდეგ მოპოვებული მტკიცებულებები, მან აღიარა დანაშაული და გამოთქვა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილ. იგი ჩერთო გამოძიების პროცესში და მოახდინა დამკვეთის, ზაზა ჭელიძის ფარული ჩაწერა. მოგვიანებით კურტანიძემ დაარღვია შეთანახმების პირობები, გააფრთხილა ჭელიძე და მიიმალა. ამჟამად ჭელიძე დაკავებულია, კურტანიძე კი ძებნაშია. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts