planetanews Posted June 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 16, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/wyali1-300x168.jpgსოფელ არბოს მკვიდრი ოლღა ყაულაშვილი უკვე 4 წელიწადია სოფელში, საირიგაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვს. სარწყავი წყალი, რომელიც არბოს მოსახლეობისთბის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, 2008 წლის აგვისტოდან სოფელს აღარ მიეწოდება. მას შემდეგ რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ ცხინვალიდან გამომავალი ყველა სარწყავი არხი გადაკეტა, საქართველოს მთავრობამ კონფლიქტის ზონის მოსაზღვრე სოფლების მოსახლეობას, ალტერნატიული გზებით სარწყავი წყლის მიწოდების პირობა მისცა. მას შემდეგ 4 წელიწადი გავიდა, მაგრამ სოფელს წყალი ჯერაც არ მიუღია.იმის გამო, რომ სარწყავი წყალი მიწოდების აღდგენაზე ოლღა ყაულაშვილმა, ვერც ადგილობრივი და ვერც ცენტრალური ხელისუფლებისაგან, რეალური დაპირება ვერ მიიღო, სოფლის უმთავრესი პრობლემა ევროკავშირის მონიტორებს გააცნო.ოლღა ყაულაშვილი: „ევროკავშირის მანქანებს წინ გადავუდექი და ვუთხარი თუ რამის მოგვარება შეგიძლიათ მოაგვარეთ რუსეთთან, თუ არადა ამოვიდეს ის რუსეთი. რა აზრი აქვს, ერთხელ მომკლავს თუ შიმშილით მოვკვდები. არა გვაქვს წყალი. მივმართეთ ყველას, მაგრამ მაინც არაფერი გამოდის. არადა წყალი თუ არ გვექნა, რა გავაკეთოთ, ოთხი წელიწადია, მხოლოდ დაპირებებია, მეტი არაფერი.“სარწყავი წყლის პრობლემა სოფლის ყველა მკვიდრს აქვს. თუმცა მედიასთან საუბარს მოსახლეობა ერიდება. მიზეზი კი შესაძლოა ისაა, რომ სოფელში ჟურნალისტებს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები, ფეხდაფეხ დაყვებიან. მაგალითად, როგორც დღეს ჩვენს შემთხვევაში მოხდა. არბოს მკვიდრი, გოჩა გვიმრაძე ჯერ სოფელში მეცხრე არხის ჯგუფის მისვლის მოტივით დაინტერესდა, შემდეგ კი არბოს დატოვება მოითხოვა.არბოს გამგებელი ზურაბ ბოლაშვილი კი პირობას დებს, რომ აგვისტოს ბოლოსათვის სოფელი სარწყავ წყალს მიიღებს. გავრცელებული ხმები, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები მოსახლეობას აშინებენ, ბოლაშვილმა ისევე უარყო, როგორც საინფორმაციო სააგენტო ინფო-9-ის ჯგუფზე თავდასხმის ფაქტი. ორი დღის წინ აღნიშნულმა სააგენტომ, ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც მათ გადამღებ ჯგუფს, გამგეობის შენობაში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენეს.ზურაბ ბოლაშვილი: „გაკეთდება აუზი. ამ აუზიდან წყალი აიქაჩება დაახლოებით 1,5 კილომეტრზე. წამში უნდა მივიღოთ თითქმის, 2 კუბური მეტრი წყალი. გუშინ დამთავრდა ტენდერი. გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია. აგვისტოში მოსახლეობა წყალს მიიღებს. ამის პირობას ვიძლევი. იმ ჟურნალისტებს რაც შეხება, ეგენი პროვოკაციაზე იყვნენ მოსულნი. მაჩვენეთ თუ ვინ შეეხო და ვინ დაარტყა.“გამგებლის დაპირების მიუხედავად მოსახლეობა, სარწყავი წყლის მიღებას ეჭვობს. პირად საუბარში არბოელები ამბობე, რომ 4 წლის განმავლობაში უამრავი დაპირება მიიღეს, მაგრამ გაკეთებული საქმე არ უნახავთ.ნოდარ სხირტლაძეopinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts