planetanews Posted June 17, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 17, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/mishaw-300x207.jpgროგორც საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, ფოთში სტუმრობისას განაცხადა, „ფოთის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ, ისე, როგორც ჩვენ მოველოდით, არ გაამართლა“.“ქალაქის მოწყობის კუთხით რაღაცეები კეთდება, მალე დასრულდება ფოთის ტაძარი, შენდება ვალერიან გუნიას სახელობის ახალი თეატრი, რომელიც ძალიან ლამაზია, მაგრამ მთავარი პრობლემა მაინც დასაქმებაა. ამ მხრივ ფოთში წარმატებაც გვქონდა და წარუმატებლობაც. წარმატება იყო ის, რომ ზოგადად ბიზნესი ფართოვდება და თუ ადრე ქალაქს ერთი და ორი გველეშაპი ეჯდა თავზე და ყველაფერი მათი იყო, ფოთელები კი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ახლა ვითარება შეიცვალა – ბევრად მეტი ბიზნესი შემოვიდა, მონოპოლია არ არის და ა.შ. მაგრამ მეორე პრობლემაა, რომ ზონამ, როგორც ჩვენ მოველოდით, ისე არ გაამართლა. საწარმოების გახსნა ნელ-ნელა მიდის, თითქმის არ მიდის, პატარ-პატარა რაღაცეები გაკეთდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი”, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილმა ფოთის წყალმომარაგებისა და გაზიფიცირების პრობლემებზეც ისაუბრა.“2008 წლამდე ფოთს სასმელი წყალი 2 დღეში ერთხელ მხოლოდ 20 საათი მიეწოდებოდა. ჩვენ დავიწყეთ წყლის პროექტის განხორციელება, რომელიც თავიდან ძალიან ცუდად “წავიდა”, რადგან ამის გამოცდილება არ გვქონდა. მაგრამ 2012 წლიდან მილები იცვლება, 2013 წელს ფოთში წყალი დღე-ღამეში 15 საათი იქნება, 2015 წელს ჩვენ გადავალთ 24 საათიან წყალმომარაგებაზე. რაც შეეხება გაზიფიკაციას – 2011 წლამდე ფოთში ბუნებრივი აირის მიწოდების თემა საერთოდ არ არსებობდა. შემდეგ დავიწყეთ ამერიკელების პროგრამის განხორციელება, რომელიც მათ მე პირადად ვთხოვე და აქ მაღალი წნევის გაზსადენი ავაშენეთ. ასე რომ, ფოთში გაზი შემოსულია, ახლა მთავარი პრობლემაა, როგორ შევიყვანოთ ისინი ოჯახებში”, – განაცხადა პრეზიდენტმა.აგრეთვე, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მის საპრეზიდენტო ვადაში, ყველა დევნილს საკუთარ ბინას დაჰპირდა.მისივე განცხადებით, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის კორპუსების აშენება გაგრძელდება. “ვიცი, რომ ამ საკითხზე ყოველთვის კამათია; იმასაც ამბობენ, რომ ვიღაცას მეორე და მესამე ბინა შეხვდა. არ ვიცი, ესეც გადასამოწმებელია, ვიღაც შეიძლება ეგეთიც გაიპაროს; საბოლოო ჯამში მე დავდივარ და ვნახე ეს ხალხი, ძალიან გაჭირვებული ხალხი, ისინიც, რომლებმაც საკუთარი პირველი ბინა მიიღეს. თუ რამე გაგვეპარა, ისიც ყველამ ერთად უნდა გადავამოწმოთ, მაგრამ ყველა დევნილი საქართველოში მიიღებს ბინას ჩემს საპრეზიდენტო ვადაში”, – განაცხადა სააკაშვილმა. opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts