planetanews Posted June 17, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 17, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/ilia-II-298x300.jpgსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, ბაგრატის ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერება მოითხოვა. უწმინდესმა საკვირაო ქადაგებაში განაცხადა, რომ ბევრი რამ არასწორედ კეთდება და ამის მიზეზი ისაა, რომ რესტავრაციის პროცესი თვითნებურად და საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად მიმდინარეობს.“ამიტომ გავეცი ბრძანება, დროებით შეწყდეს სარესტავრაციო საქმიანობა ბაგრატის ტაძარში, ვიდრე არ გავერკვევით დეტალურად, რა უნდა გაკეთდეს და როგორ უნდა გაკეთდეს. ბაგრატის ტაძარი მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ისტორიული და კულტურული ძეგლია და მას ასე უბრალოდ ხელი არ უნდა მოვკიდოთ. ეს უნდა იცოდეს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემაც და ბაგრატის ტაძარში უნდა შეწყდეს სარესტავრაციო სამუშაოები, ვიდრე არ იქნება გარკვეული ყოველი დეტალი. არ უნდა მოხდეს ისე, რომ ბაგრატის ტაძარი “იუნესკოს” ყურადღებიდან იქნას ამოღებული. იმედია, ყველაფერი კარგად დამთავრდება და ჩვენ მივიღებთ ისეთ ტაძარს, როგორიც ჩვენთვისაა საჭირო”, – ბრძანა უწმინდესმა. უწმინდესისა და უნეტარესის განმარტებით, ტაძრები არსებობს წირვა-ლოცვისთვის და არა მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი ისტორიული და კულტურული ძეგლი იყოს.“ტაძარში წირვა-ლოცვისას ადამიანები სულიერად უნდა აღიზარდონ. ამას მხარს ვუჭერდით ყოველთვის, მაგრამ ბოლო დროს გავრცელდა ხმა, რომ ბაგრატის ტაძარში ბევრი რამ გაკეთდა ისე, რაც მის ფასეულობას აზიანებს. ბაგრატის ტაძართან დაკავშირებულ საკითხებზე ჩემი საფრანგეთში ვიზიტისას “იუნესკოს” პრეზიდენტთან შეხვედრაზეც ვიმსჯელეთ”, – აღნიშნა პატრიარქმა.opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts