planetanews Posted June 12, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2012 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/afp_logo.jpgორშაბათს, ქართულმა სასამართლომ ოპოზიციის მილიარდერი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის დარღვევისთვის 90 მილიონი დოლარით (72 მილიონი ევრო) დააჯარიმა. ეს ივანიშვილის წინააღმდეგ უზარმაზარი ჯარიმების სერიაში ასეთი ბოლო ფაქტი იყო.თბილისის საქალაქო სასამართლოს სპიკერმა განაცხადა, რომ მილიარდერი პოლიტიკური დივიდენდების დაგროვებას ცდილობს, რადგან მისი კოალიცია შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების დროს სააკაშვილის მმართველი გუნდის განდევნას გეგმავს.„ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი საარჩევნო და პოლიტიკური მიზნებისთვის არალეგალური შემოწირულობები გაიღო“, – განუცხადა ჟურნალისტებს სპიკერმა მირანდა ერემაძემ.სასამართლოს დადგენილებით, ივანიშვილი პოტენციური ამომრჩევლებისთვის სატელევიზიო სატელიტური თეფშების უკანონო დისტრიბუციას ახორციელებდა და ასევე საკუთარი კომპანიების მეშვეობით უკანონოდ დაბალ ფასში უზრუნველყოფდა სატრანსპორტო საშუალებებით მომსახურებას კოალიცია „ქართული ოცნებისთვის“.„ბიძინა ივანიშვილი ქართული კანონმდებლობის დამრღვევად არის მიჩნეული“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.თუმცა მილიარდერის პრესსპიკერის თქმით, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სახელმწიფოს მხრიდან ივანიშვილის დისკრედიტაციის მცდელობის ნაწილია, კერძოდ მიმართული იქითკენ, რომ მოახლოებულ არჩევნებში მისი გამარჯვების შანსები შემცირდეს.„ეს ყველაფერი მიზნად ისახავს „ქართული ოცნების“ წარმატებული საარჩევნო კამპანიის ჩაშლას. ხელისუფლება შეშინებულია და აგონიაშია“, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ AFP-სთან საუბრისას.ივანიშვილი, ყველაზე მდიდარი ადამიანი ამ პატარა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, რომლის ქონებაც 6,4 მილიარდ დოლარს შეადგენს, სავარაუდოდ გაასაჩივრებს სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას.პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევისთვის ივანიშვილის კომპანიები 3 მილიონ დოლარზე მეტით მარტშიც დააჯარიმეს.კვირას, ათასობით ადამიანი დაესწრო საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქში, ქუთაისში გამართულ ივანიშვილის აქციას, რომელიც გასულ თვეში თბილისში ჩატარებულ მსგავს შეკრებას მოჰყვა, რომელსაც ათობით ათასი ადამიანი ესწრებოდა.„ჩვენ ვერავინ შეგვაჩერებს, ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია!“ – უთხრა ივანიშვილმა კვირას, გულუხვად ორგანიზებულ მიტინგზე შეკრებილ მხარდამჭერებს სცენიდან, რომელიც ტყვიაგაუმტარი შუშით იყო დაცული. აქციაზე ის დაჯავშნული ლიმუზინით მივიდა.მანამდე კარჩაკეტილი ბიზნესმენის გადაწყვეტილებამ გამოწვევა გაეგზავნა სააკაშვილისთვის, ქვეყნის ოპოზიცია გააცოცხლა. თუმცა, საზოგადოებრივი კვლევების თანახმად, მისი ალიანსი მმართველ გუნდს ჩამორჩება.მან მთელი რიგი პოპულისტური დაპირებები გასცა უმუშევრობის შემცირებასთან, პენსიების ზრდასთან, სოციალური დაცვის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით და სააკაშვილი ამ კავკასიური ქვეყნის გაღატაკებაში დაადანაშაულა.სააკაშვილის მოკავშირეები კი მაგნატს, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა, იმაში სდებენ ბრალს, რომ ის საქართველოს მტრების საყრდენია მოსკოვში, რომელსაც 2008 წელს თბილისთან ხანმოკლე ომი ჰქონდა.შარშან, პოლიტიკაში გამოჩენისთანავე ივანიშვილს მოქალაქეობასთან დაკავშირებული კანონდარღვევის გამო ქართული პასპორტი ჩამოართვეს.მას შემდეგ, კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმადაც ევროკავშირის მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის, კენჭისყრის უფლება აქვთ; როგორც ჩანს ეს ნაბიჯი მიმართული იყო იქითკენ, რომ მაგნატმა, რომელსაც საფრანგეთის პასპორტი აქვს, არჩევნებში მონაწილეობა შეძლოს.ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts