planetanews Posted June 12, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2012 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/nzz.gifკარლ-ოტო ზატლერისტრასბურგი – 2008 წელს, სამხრეთ ოსეთისთვის გაჩაღებული შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ, საქართველო და რუსეთი ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლას ევროსაბჭოში სხვადასხვა საშუალებებით განაგრძობენ. თუმცა 2008 წლის შემდეგ ამ ორ მტრულად განწყობილ ქვეყნას შორის ურთიერთობები გაუმჯობესდა. სულ ცოტა ხნის წინ საქართველომ გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსი ტურისტებისთვის. მიუხედავად ამისა ჯერ ყველა პრობლემა არ მოგვარებულა.მოსკოვი და თბილისი სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლოში ერთმანეთს სამჯერ დაუპირისპირდნენ. საქართველოს სახელმწიფომ მოსკოვის წინააღმდეგ ორი სარჩელი შეიტანა. ეს უკიდურესად იშვიათი მოვლენაა. ჩვეულებრივ მომჩივან მხარეს ის მოქალაქეები წარმოადგენენ, რომლებიც საკუთარი ქვეყნის მთავრობას უჩივიან ხოლმე. ეს საქმეები რუსეთიდან ქართველების მასობრივ დეორტაციას და 2008 წლის ომის დროს ადამიანის უფლებების დარღვევას ეხება. მათგან საპირისპიროდ, ოსები და რუსი ჯარისკაცები ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის საქართველოს უჩივიან. ქართველების რუსეთიდან გამოდევნის ფაქტზე სასამართლოს დიდი პალატა ზეპირ მოსმენას ოთხშაბათს გამართავს. თბილისი რუსეთს ბრალს სდებს საქართველოში 4 რუსი სამხედროს დაპატიმრებისთვის, რევანშის მიზნით რუსეთში მცხოვრები ასობით ქართველის უკანონო დაპატიმრებისა და ქვეყნიდან გამოძევებისთვის. ამ ქმედებებით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მრავალი პარაგრაფი დაირღვა.მეორე სარჩელით თბილისი საქართველო-რუსეთის ომის დროს რუსი ჯარისკაცების, აფხაზი და უპირველეს ყოვლისა ოსი პარტიზნების მიერ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების გამო ჩივის. ისინი ქართველ სამოქალაქო პირებს სასტიკად მოეპყრნენ, მოკლეს ისინი და გაანადგურეს მათი სახლები. თავის მხრივ რუსეთი და მისი მოკავშირეები თბილისს გამოწვევას უგზავნიან: 1700 ცალკეულ საჩივარში საქართველოს სამხედროებს ბრალს სდებენ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების დევნასა და მათი სახლების განადგურებაში.განაჩენი ჯერ არცერთ საქმეზე არ გამოუტანიათ. სტრასბურგში წარმომადგენლების ომი ევროპის სასახლის კულუარებში გარკვეულ შეშფოთებას იწვევს. ასე მაგალითად, საპარლამენტო სხდომის იურიდიულ კომისიაში შეშფოთებით აკვირდებიან იმ ფაქტს, რომ წევრ ქვეყნებს საკუთარი უთანხმოებები სტრასბურგის სცენაზე გადააქვთ. ეს მხოლოდ სასამართლოში არ ხდება. 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთი და საქართველო კავკასიაში საერთაშორისო და ჰუმანიტარულ სტანდარტებზე საპარლამენტო სხდომებისას გამართულ დებატებს იმისთვის იყენებენ, რომ გააფთრებით დაესხან თავს ერთმანეთს. დროდადრო ევროსაბჭოს სცენის გამოყენებას მთიანი ყარაბახის ირგვლივ დაპირისპირებისთვის აზერბაიჯანი და სომხეთიც იყენებენ.ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts