Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge საქართველო: ამერიკელ ინვესტორს ფულის გათეთრების ბრალდებით აპატიმრებენ


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png

მოლი კორსო

საქართველოს ხელისუფლებისა და მილიარდერი ოპოზიციონერის, ბიძინა ივანიშვილის დაპირისპირებამ 14 ივნისს ახალი ელფერი შეიძინა, როდესაც თბილისის აეროპორტში ქვეყნის დატოვების მცდელობის დროს ამერიკელი ინვესტორი და საკაბელო ტელევიზიის ერთ-ერთი თანამფლობელი ალექსანდრე რონჟესი დააკავეს, რომელიც საგამოძიებო ორგანოების ყურადღების ველში ივანიშვილის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საქმესთან დაკავშირებული გამოძიების გამო მოექცა.

ალექსანდრე რონჟესი, რომელსაც ტელეკომპანია „გლობალ ტი-ვი“-ს აქციების 17,2 % ეკუთვნის ახლაც დაკავებულია დაკითხვისთვის ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, იუწყება ქართული საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით. ის, თუ კონკრეტულად ვისთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, ჯერ-ჯერობით უცნობია.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლმა დაადასტურა, რომ ალექსანდრე რონჟესი იკითხებოდა იმის გამო, რომ ის დეკლარაციაში მითითების გარეშე ქვეყნიდან ფულის „მნიშვნელოვანი“ ოდენობის გატანის მცდელობაშია ეჭვმიტანილი.

სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით სააგენტო“ინტერპრესნიუსი“ იუწყება, რომ 8 ივნისს ალექსანდრე რონჟესმა თბილისურ კომპანია „ლიზინგ 21“-ს უძრავი ქონება 3,1 მილიონ ლარად (დაახლოებით 1,89 მილიონი დოლარი) მიყიდა.

როგორც EurasiaNet.org-ს ადვოკატმა და ივანიშვილის კოალიციის „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ კბილაშვილმა აცნობა, ალექსანდრე რონჟესისთვის არანაირი ოფიციალური ბრალდება არ წაუყენებიათ.

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, კომპანია „გლობალ ტი-ვი“-მ უფასოდ მიაწოდა თანამგზავრული ანტენები 25 ათას აბონენტს ბიძინა ივანიშვილის სახელით, რომლის ძმაც ალექსანდრე, კომპანიაში 66,8% წილის მფლობელია.

11 ივნისს თბილისის სასამართლომ წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესების დარღვევის გამო მილიარდერს 126 მილიონი ლარის (დაახლოებით 77,65 მილიონი დოლარი) ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

ივანიშვილმა ჯარიმის გადახდაზე უარი განაცხადა. რონჟესი საქართველოში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ამ თვის დასაწყისში ჩამოვიდა.

ჟურნალისტებთან გამოსვლისას ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამერიკის მოქალაქის დაკავებამ საქართველოს ხელისუფლების „რეალური სახე აჩვენა“, და თბილისს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.

ორიგინალი

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...