planetanews Posted June 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 16, 2012 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/washington_post.jpgლონდონი – ლონდონში სააგენტო Associated Press-ის მსოფლიო სატელევიზიო ახალი ამბების განყოფილების მთავარი რედაქტორი კარო კრილი რუსეთის და დსთ-ს ქვეყნების ახალი ამბების დირექციას უხელმძღვანელებს; ის პასუხისმგებელი იქნება რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ყველა მოვლენის ტექსტურ, ფოტო- და ვიდეოგაშუქებაზე დაწყებული ბალტიის და შავი ზღვის ტერიტორიიდან წყნარ ოკეანემდე.ამ დანიშვნის შესახებ პარასკევს ევროპის ქვეყნების რედაქტორმა ნიკო პრაისმა განაცხდა.„ლონდონში მუშაობის განმავლობაში კარომ საინტერესო მასალების მომზადებისას აღქმის სიმძაფრის და დიდი სიმტკიცის დემონსტრირება მოახდინა“, – განაცხადა პრაისმა. „ამ თვისებების წყალობით ჩვენ მოვლენების არაორდინარულ გაშუქებას ვუზრუნველყოფთ ამ რეგიონში, რომელიც ყოველთვის იწვევდა ცხოველ ინტერესს და ხშირად მომზადების დროს სიმტკიცეს მოითხოვდა“.კრილი მოსკოვის ოფისში იმუშავებს და უხელმძღვანელებს ათობით ჟურნალისტს რუსეთის, უკრაინის, ბელორუსის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის და უზბეკეთის ტერიტორიაზე. მოლდავეთთან ერთად ეს ქვეყნები დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ) შედიან და არ არიან შეზღუდულები ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების კავშირის ხისტი ჩარჩოებით. დსთ 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა. კრილი გააშუქებს ასევე საქართველოს მოვლენებს, რომელმაც დსთ 2009 წელს დატოვა. კრილის ხელმძღვანელი ლონდონიდან პრაისი იქნება.„ენერგიული ხელმძღვანელის დანიშვნით, რომელიც პასუხისმგებელია სააგენტო AP-ის ყველა რეპორტაჟზე რუსეთსა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, Associated Press მოვლენებს უფრო სრულად და შეთანხმებულად გააშუქებს. ეს უნდა იყოს ტექსტური, ფოტო- და ვიდეორეპორტაჟები, რომელიც შეესაბამება ჩვენს სულ უფრო კოორდინირებულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს“, – განაცხადა ჯონ დანიშევსკიმ, Associated Press-ის ნიუ-ორკის ოფისის საერთაშორისო ახალი ამბების განყოფილების მთავარმა რედაქტორმა.41 წლის კარო კრილმა სააგენტო АР-ში მუშაობა იოჰანესბურგის ოფისში დაიწყო, სამი წლის შემდეგ კი სატელევიზიო ახალი ამბების ლონდონის განყოფილებაში გადავიდა. ამ ქალბატონმა კარიერა სწრაფად გაიკეთა და ჯერ ევროპის ქვეყნების რეგიონალური რედაქტორის მოდგილის, შემდეგ კი რედაქტორის თანამდებობაზე დაინიშნა; მუშაობდა დაგეგმვის მთავარი რედაქტორის მოადგილედ, ასევე მთავარ რედაქტორად ინფორმაციის ორგანიზების საკითხებში და ბოლოს საინფორმაციო სამსახურის დირექტორის მოადგილედ.კრილი პასუხისმგებელი იყო ვიდორეპორტაჟების მომზადებაზე კოსოვოს შეიარაღებულ კონფლიქტზე 90-იანი წლების ბოლოს, სპარსეთის ყურის მეორე ომზე, რომის პაპის იოანე პავლე მეორის გარდაცვალებაზე და 2004 წელს ინდოეთის ოკენეში მომხდარ ცუნამიზე. ლონდონის განყოფილებაში ის ხელს უწყობდა ასევე სააგენტო АР-ის ტექსტური, ფოტო- და ვიდეორეპორტაჟების გამოშვების ერთობლივი სტუდიის ჩამოყალიბებას, რომელიც იმუშავებდა ერთდროულად როგორც ევროპულ ასევე მსოფლიო აუდიტორიაზე.საინფორმაციო განყოფილებიდან ის 2010 წელს წავიდა და ოჯახთან ერთად რუსეთში გადავიდა. მისი ქმარი დენიელ სენდფორდი მოსკოვში BBC-ს კორესპონდენტია.Associated Press-ში მისვლამდე კრილი სამხრეთ აფრიკაში სახელმწიფო სამაუწყებლო კორპორაცია SABC-ში მუშაობდა. მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს – სამხრეთაფრიკული და ბრიტანული; დაამთავრა სამხრეთ აფრიკის Stellenbosch-ის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts