Jump to content
Planeta.Ge

tabula.ge: საბერძნეთი 1:0 რუსეთი


Recommended Posts

ევ­რო 2004-ის ტრი­უმ­ფა­ტორ­მა სა­ბერ­ძნე­თის ნაკ­რებ­მა ჯგუ­ფის ფა­ვო­რი­ტი რუ­სე­თი და­ა­მარ­ცხა და მე­ოთ­ხედ­ფი­ნალ­ში გა­ვი­და. პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტის ფერ­ნან­დო სან­ტუ­შის გუნ­დი 22 ივ­ნისს, გდან­სკში B ჯგუ­ფის გა­მარ­ჯვე­ბულს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა.

პირ­ველ ტა­იმ­ში ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო მო­მენ­ტი მე-40 წუთ­ზე შე­იქ­მნა: იუ­რი ჟირ­კოვ­მა ძლი­ე­რად და­არ­ტყა, მაგ­რამ ბურ­თი სა­ბერ­ძნე­თის ნაკ­რე­ბის კარს გა­დაც­და. რუ­სე­თის ნაკ­რე­ბის მცვე­ლი მარ­ჯვე­ნა ფლან­გი­დან უტევ­და.

ტა­ი­მის უკა­ნას­კნელ წუთ­ზე უხე­შად შეც­და სერ­გეი იგ­ნა­შე­ვი­ჩი, რა­საც მა­ლა­ფე­ე­ვის კარ­ში გო­ლი მოჰ­ყვა. აუ­ტის შემ­დეგ უკა­ნა­ხა­ზელ­მა უპა­ტი­ე­ბე­ლი შეც­დო­მა და­უშ­ვა, მე­ურ­ვის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი ბერ­ძნე­ბის კა­პი­ტა­ნი გი­ორ­გოს კა­რა­გუ­ნი­სი კი ძა­ლი­ან სწრა­ფად შე­იჭ­რა სა­ჯა­რი­მო­ში და უძ­ლი­ე­რე­სად და­არ­ტყა – 1:0. კა­რა­გუ­ნის­მა ქვეყ­ნის პირ­ველ გუნ­დში ჩა­ტა­რე­ბულ 120-ე მატ­ჩში მე-9 გო­ლი გა­ი­ტა­ნა.

62-ე წუთ­ზე მსაჯ­მა გო­ლის ავ­ტო­რი გა­აფ­რთხი­ლა. ფერ­ნან­დო სან­ტუ­შის გუნ­დის კა­პი­ტა­ნი სა­ჯა­რი­მო­ში შე­იჭ­რა და წა­იქ­ცა, არ­ბიტ­რმა კი ჩათ­ვა­ლა, რომ ფეხ­ბურ­თელ­მა მი­სი შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნა სცა­და. ვი­დე­ო­გა­მე­ო­რე­ბით გა­მოჩ­ნდა, რომ კა­რა­გუ­ნი­სი სერ­გეი იგ­ნა­შე­ვიჩ­თან კონ­ტაქ­ტის შემ­დეგ წა­იქ­ცა – რუ­სე­თის ნაკ­რე­ბის ცენ­ტრა­ლურ მცვე­ლის ფეხს წა­მო­ე­დო. ყვი­თე­ლი ბა­რა­თის შემ­დეგ სან­ტუშ­მა კა­პი­ტა­ნი მა­ლე­ვე შეც­ვა­ლა. ამ გაფ­რთხი­ლე­ბის გა­მო კა­რა­გუ­ნი­სი მე­ოთ­ხედ­ფი­ნალს გა­მო­ტო­ვებს.

* * *

16 ივ­ნი­სი, 2012. ევ­რო 2012 – A ჯგუ­ფი, III ტუ­რი. ვარ­შა­ვა, ეროვ­ნუ­ლი,

სა­ბერ­ძნე­თი 1:0 რუ­სე­თი

გო­ლე­ბი: 1:0 გ.კა­რა­გუ­ნი­სი (45)

სა­ბერ­ძნე­თი: მ.სი­ფა­კი­სი, ვ.ტო­რო­სი­დი­სი, ს.პა­პას­ტა­თო­პუ­ლო­სი, კ.პა­პა­დო­პუ­ლო­სი, გ.ცა­ვე­ლა­სი, კ.კა­ცუ­რა­ნი­სი, ი.მა­ნი­ა­ტი­სი, დ.სალ­პი­გი­დი­სი (ს.ნი­ნი­სი 83), გ.კა­რა­გუ­ნი­სი (კაპ) (გ.მა­კო­სი 67), გ.სა­მა­რა­სი, თ.გე­კა­სი (ხ.ჰო­ლე­ბა­სი 64)

მწვრთნე­ლი: ფერ­ნან­დო სან­ტუ­ში (პორ­ტუ­გა­ლია)

რუ­სე­თი: ვ.მა­ლა­ფე­ე­ვი, ა.ანი­უ­კო­ვი (მ.იზ­მა­ი­ლო­ვი 81), ა.ბე­რე­ზუც­კი, ს.იგ­ნა­შე­ვი­ჩი, ი.ჟირ­კო­ვი, რ.ში­რო­კო­ვი, ი.დე­ნი­სო­ვი, დ.გლუ­შა­კო­ვი (პ.პოგ­რებ­ნი­ა­კი 72), ა.ძა­გო­ე­ვი, ა.კერ­ჟა­კო­ვი (რ.პავ­ლი­უ­ჩენ­კო 46), ა.არ­შა­ვი­ნი (კაპ)

მწვრთნე­ლი: დიკ ად­ვო­კა­ა­ტი (ჰო­ლან­დია)

გაფ­რთხი­ლე­ბა: გ.კა­რა­გუ­ნი­სი, ა.ანი­უ­კო­ვი, ი.ჟირ­კო­ვი, ა.ძა­გო­ე­ვი, პ.პოგ­რებ­ნი­ა­კი

მსა­ჯე­ბი: ი.ერიკ­სო­ნი (შვე­დე­თი); ს.ვიტ­ბერ­გი (შვე­დე­თი), მ.კლა­სე­ნი­უ­სი (შვე­დე­თი)

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...