planetanews Posted June 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 16, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/news_8803-300x173.jpg18 ივნისს სპორტ-კომპლექს “არენაში” საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და “თსუ”-ს შორის მინი-ფეხბურთში ამხანაგური მატჩი გაიმართება.მატჩი საქველმოქმედო ხასიათს ატარებს და ის მიმდინარე წლის 13 თებერვალს ფალიაშვილის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილ ნიკა მახვილაძეს ეძღვნება.მახვილაძე მკერდს ქვემოთაა მოწყვეტილი, ლოგინადაა ჩავარდნილი და ეტლში ჯდომაც კი უჭირს. მას ესაჭიროება სასწრაფო სარეაბილიტაციო კურსი თურქეთში, ქალაქ სტამბოლში კლინიკა “CIBADEM”-ში, სადაც ორკვირიანი კურსი 20 000 აშშ დოლარი ჯდება.ნიკა მახვილაძეს არ ჰყავს დედმამიშვილი და 2009 წლის 21 ივლისს უბედური შემთხვევის გამო გარდაეცვალა მამა, დედა კი უმუშევარია.“მოგმართავთ კომპანიებს, თუ ინებებთ, მცირედით მაინც თქვენც დაგვეხმაროთ და ამ საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობა მიიღოთ. ეს მატჩი ტელევიზიების (რუსთავი 2, პირველი არხი, იმედი) საშუალებით გაშუქდება. ჩვენც, ჩვენი მხრიდან, კომპანიას, რომელიც დახმრების სურვილს გამოთქვამს, ტელევიზიების საშუალებით მადლობას გადავუხდით ან მათი სურვილისამებრ, მაისურებზე, რომელიც ამ მატში მონაწილე ფეხბურთელებს ეცმევათ, ლოგოს გავაკეთებთ. ღონისძიებაში გვერდში გვიდგას კომპანია “ნატახტარიც”. გთხოვთ, თქვენც მცირედით მაინც დაგვეხმაროთ”, – აცხადებს ნიკა მახვილაძის დედა ხათუნა გუშარაშვილი. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts