planetanews Posted June 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 16, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/05/saakashvili221-300x228.jpgსაქართველოს პრეზიდენტი კრემლის ფულით საქართველოში პოლიტიკური პროცესების ყიდვის მცდელობაზე საუბრობს.როგორც მიხეილ სააკაშვილმა გუშინ საღამოს, ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის გახსნაზე განაცხადა, წარმოუდგენელია, ვერ მიხვდეს ვინმე, რომ საქართველოში დიდი რაოდენობით რუსული ფული შემოდის.“ჩვენ კარგად ვიცით, რომ საქართველოში ორი რამ არ იყიდება – ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხი. აი, ეს არის მთელი სიმტკიცის მარაგი. შეგიძლია, იყიდო წარსულის რომელიმე ცნობილი სახე, რომელსაც საბანკო კრედიტი აქვს და ვერ დააბრუნა, ამიტომ აღარ იცის რა ქნას და ვინც იყიდის, ყველას მიეყიდება. შეგიძლია, იყიდო ხელოვნების რომელიმე სფეროს არც თუ ისე წარმატებული წარმომადგენელი, მაგრამ ვერც ერთ სახელმწიფო ინსტიტუტს ვერასდროს იყიდი. ჩვენ სახელმწიფო აპარატში კორუფცია არ გვაქვს და საქართველოში პოლიტიკურ კორუფციას არ დავუშვებთ. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საქართველოში ხმები, პოლიტიკური პროცესები და ამომრჩევლები ერთ მილიარდად, ათ მილიარდად ან თუნდაც ას მილიარდად იყიდებოდეს, იმიტომ, რომ საქართველოს მომავალი ბევრად მეტი ღირს, ვიდრე მათი მილიარდები და ვიდრე იმ უსინდისო ადამიანების ძალიან გაუფასურებეული ღირსება და საკუთარი თავის პატივისცემა”, – განაცხადა სააკაშვილმა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts