Jump to content
Planeta.Ge

გაჭრის თუ არა რუსეთი ბრძოლით გზას საქართველოს გავლით გიუმრის სამხედრო ბაზისკენ


Recommended Posts

Dakaray

გეთანხმები რათქმაუნდა ..

მგონი ბრძოლისუნარიანობაც აღარ გვაქვს და ვინ უნდა შეებრძოლოს?

მახსოვს 2008-ში როგორ დაშლიგინობდნენ რუსები ტანკებით მთელი საქართველოს ტერრიტორიაზე,,

ესენი კი გაიქცნენ თავქუდმოგლეჯილები, ავიღოთ მაგალითად სენაკის ბაზა.. :)

ამის თქმით , მე ქართულ არმიას შეურაცYყოფას არ ვაყენებ, დიდი პატივისცემა ყველა ჯარისკაცს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

laci

 

 

მე ქართულ არმიას შეურაცYყოფას არ ვაყენებ, დიდი პატივისცემა ყველა ჯარისკაცს...

 

თქვენგან განსხვავებით მე ყველა ჯარისკაცს არ და ვერ ვცემ პატივს და თუ რატომ მოგახსენებთ, ცხინვალის ერთ ერთ ქუჩაზე 2 კვირის განმავლობაში დღისით ძაღლები გლეჯდნენ და ჭამდნენ დაღუპული ქართველი ჯარისკაცების გვამებს ღამით რუსის ტანკები ტკეპნდნენ ასფალტში, აი ამ თანამებრძოლების გვამების ძაღლების საჯიჯგნად მიმგდებ ჯარისკაცებს მე პატივს არ ვცემ, მე პატივს არ ვცემ ისეთ ჯარისკაცს მოხუცს რომ გამოასწრო სირბილით და დადევნებულ ტყვიას რომ მოხუცი შეატოვა, მე იმ ჯარისკაცს ვერ ვცემ პატივს სოფლის ქალიშვილები რომ სატყნავად დაუყარა არყით აქოთებულ რუსის სალაგებს და თავად ტყეში დურთა თავი საკუთარი უკანალის გადასარჩენად, აი ასეთ "არმიას" მე პატივს ვერ ვცემ, მე პატივს ძველ ავღანელებს ვცემ, რომელთა კავშირის წევრიც ვარ და აფხაზეთის ომის მონაწილე თეთრი არწივისა და ავაზას ბიჭებს, გვბომბავდნენ რა გვექნაო და იქ აფხაზეთში კამფეტებს კი არ ისროდნენ რომ პირტიტველა ბიჭები საკუთარი სიცოცხლის ფასაც 4 წელი ებრძოდნენ ურჩხულს სახელად რუსეთს. გამოდის მერე ეს აგნოსტიკოს მისტიკოს მწვალებელი და მე სამხედრო მებრძოლ ოფიცერს ყმაწვილს მიწოდებს ევაკუაციით მაკვირვებს და ბრძოლას მასწავლის ჭკუას მარიგებს რა მოვიწონო და რა არ მოვიწონო, მე მიხსნის სამშობლოს სიყვარულს არც ერთი ბრძოლის ველი რომელსაც საკუთარი ფეხით არ დამიტოვებია, როგორ გავიტინგიცო თავი და ჩემი სხეულის ფოტოები აქ როგორ ავტვირთო რომ კარგად შეხედოს ვის ეპატრიოტებ–ეკეკლუცება თმა არ ექნება თავზე მაგას იმდენი რამდენი ჭრილობაც მე მაქვს მტერთან ბრძოლაში მიღებული. ჩავისვარეთ ამ ბრძოლაში და მორჩა აღარ უნდა ამას ეხლა გაპრავებ გამოპრავება და ნავარჯიშებ მუსკულებიან სუპერჯარისკაცებზე ლეგენდების თხზვა, წაგებულ ომში გმირები არ არსებობენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Dakaray

 

ეგეთი ლაჩრები არ მიგულისხმია რათქმაუნდა, ვინც ჩემი ქვეყნისათვის თავდაუზოგავად იბრძოდა

იმათ ვცემ პატივს,,

ურფუნჯუსი წინააღმდეგობაშია ყველასთან, არ მიკვირს...:)

ჩავისვარეთ ამ ბრძოლაში და მორჩა აღარ უნდა ამას ეხლა გაპრავებ გამოპრავება და ნავარჯიშებ მუსკულებიან სუპერჯარისკაცებზე ლეგენდების თხზვა, წაგებულ ომში გმირები არ არსებობენ.

კი ჩავისვარეთ, მაგრამ გმირები მაინც გვყავს .

..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

laci

 

 

მაგრამ გმირები მაინც გვყავს .

 

რა თქმა უნდა გვყავს, მაგრამ გააჩნია თქვენ გმირს ვის ეძახით, ჩემთვის და ჩემნაირებისთვის სერჟანტი ძებისაშვილი რომელმაც ხერხემლისმალაში ტყვიაგაჩრილმა ცოცხალმკვდარმა იმაზე იზრუნა, რომ ჯერ საკუთარი ჯარისკაცების, მოსახლეობისა და შეიარაღაების უსაფრთხოება უზრუნველყო და მერე საკუთარი სიცოცხლის უსაფრთხოება გმირია, ხოლო ის ოფიცრები და სხვათაშორის მრავალნი არიან და მრავლის დასახელება შემიძლია ვინც "პიპინიასავით საკუთარ ცხენს გამოასწრო" არც სამხედრო მოსამსახურედ გამოდგება, არც ქართველად, არც მამაკაცად და მხოლოდ დაცინვისა და გინების ღირსი კი არა, დილა საღამოს რტყმევაში უნდა ამოხადო სული, ღალატი სხვა კი არაფერია, აი ასეთი მოღალატე კურდღლებით ყავს გაძეძგილი დღესაც კი სააკიანს ბრიგადები და ვეტერანებს ძაღლებს უქსევს, ჩაგრავს და აბუჩად იგდებს. ეგ კურდღლები მოუხნავენ ისევ იმ ლამაზ ცოლს, ეგ სასისკებით გამაძღარი კოკა კოლაზე გაზრდილი კურდღლები.

Edited by Dakaray
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან ბევრი და შეიძლება ითქვას რომ უმეტესობა ლაჩარია ჯარში, მაგრამ ყველაზე ერთიანად ლაჩრის წოდება მაინც არ ივარგებს. ჯარი ასახავს იმ რეალობას რაც საზოგადოებაშია, თქვენ გგონიათ რომ ჯარს გარეთ მეთი ვაჟკაცია ვიდრე ჯარში?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mama

 

 

მაგრამ ყველაზე ერთიანად ლაჩრის წოდება მაინც არ ივარგებს

 

ყველაზე არ მიწოდებია ლაჩარი და ვერც ვუწოდებდი, სამშობლოსათვის თავგანწირულ გმირებს ჭკუათმყოფელი ადამიანი ლაჩარს არ უწოდებს და ვინც საწოდებელია და უჩემოდაც იწოდება ლაჩრად ეგ ისედაც ყველამ იცის, ეს უბრალოთ აქ იმ იუზერმა დახატა საგანგაშო ტრაგიკული ისტორია და საკუთარი ფანტაზიით შეთხზული ამბავი ჩემს წარმოდგენებად გაასაღა თორემ კაი მთქმელს კაი გამგონი ჭირდება, დემაგოგობ თქო ტყუილად კი არ ვწერდი, მე არ მეშლება სად ვის და რა ვუწოდო და ყველაფერს ყოველთვის საკუთარ სახელს ვარქმევ, აგვისტოში ჩვენი ე.წ არმია მოიქცა ლაჩრულად ხოლო ის ერთეულები ვინც გმირობა გამოიჩინა უჩემოდაც გმირები არიან და ჩემი ხოტბის შესხმის გარეშეც გმირები არიან, ზოგადად კი ეს სამოქალაქო პირების ტერმინია გმირი თორემ სამხედრო მოსამსახურესთვის გმირი არ არსებობს, არსებობს მოვალეობის შემსრულებელი ჯარისკაცი და არსებობს მოღალატე, აი საკუთარი მოვალეობის შემსრულებელ ჯარისკაცებს ხალხი გმირებს ეძახის, ზემოთ რომ ძებისაშვილი ვახსენე გმირად, გმირი ეგ თქვენთვის არის თორემ ჩემთვის კარგი ჯარისკაცია, საკუთარი მოვალეობის შემსრულებელი კარგი და ღირსეული ჯარისკაცი, გმირობა კი ომის თავიდან არიდებაა, აი ყველაზე დიდი გმირობა თუ გნებავთ აი ეს არის.

Edited by Dakaray
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და ბოლოს ეს ჩემი ბოლო პოსტია ამ თემაში დავწერ, რომ არ ვიცი აგნოსტიკოს "სამხედრო ექსპერტებს" როგორი წარმოუდგენიათ ღირსეული არმია, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი აზრი დიდი ხნის წინ გამოთქვა ამ ხალხურ ლექსში.

 

ვაჟკაცსა უნდა უყვარდეს

თავის სამშობლო ერია,

არ შედრკეს, თუნდა ბუზივით

ეხვიოს თავზე მტერია!

 

არ გადიწყვიტოს იმედი,

არ შეიცვალოს ფერია,

თორო დაგმობს და დასწყევლის

მოძმე ერი და ბერია.

 

აი განსაკუთრებით ამ ლექსის ბოლო ორ ხაზს მიაქციეთ ყურადღება და ქართველი ხალხის აზრს ძალიან კარგად გაიგებთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან ბევრი და შეიძლება ითქვას რომ უმეტესობა ლაჩარია ჯარში, მაგრამ ყველაზე ერთიანად ლაჩრის წოდება მაინც არ ივარგებს. ჯარი ასახავს იმ რეალობას რაც საზოგადოებაშია, თქვენ გგონიათ რომ ჯარს გარეთ მეთი ვაჟკაცია ვიდრე ჯარში?

რატომ, ამაშია საქმე, რატომ, კი, ნამდვილად არსებობენ გენეტიკურად უშიშარი (ნუ გასაგებია რომ ადეკვატური შიში ყველას უნდა ჰქონდეს, ადამიანებს ვისაც საერთოდ შიში არა აქვს იმათ მკურნალობენ, მგონი დისკოვერიზე იყო ამის შესახებ გადაცემა) ადამიანები,

ასე ვთქვათ დაბადებიდან რომ მამაკაცურები არიან,

მაგრამ ძირითადად სიმამაცე გამომუშავდება, სათანადო გარემო პირობების შექმნით შესაძლოა ბუნებით მშიშარა მოზარდს გამოუმუშავო შიშის გადალახვის მექანიზმი,

ჩემს დროს ერთი ერთზე ჩხუბი და ზოგადად ჩხუბი გრეხი იყო, ვიღაცეებისთვის უნდა დაგეძახა და საქმე გაგერჩია,

ქუჩის ჩხუბი შიშის გადალახვის ყველაზე უებარი საშუალებაა ოღონდ დანაყრიობის გარეშე, ხო, ძალოვანი სპორტი, ჭიდაობა, ბოქსი, კარატე, რაც შეიძლება დედიკოს ნაკლები ჩარევა ბიჭის აღზრდაში

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგრამ ძირითადად სიმამაცე გამომუშავდება, სათანადო გარემო პირობების შექმნით შესაძლოა ბუნებით მშიშარა მოზარდს გამოუმუშავო შიშის გადალახვის მექანიზმი,

გეთანხმები აბსოლიტურად

განსაკუთრებით ამ ადგილას:

რაც შეიძლება დედიკოს ნაკლები ჩარევა ბიჭის აღზრდაში

და არანაკლები უბედურებაა ბებიები :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გეთანხმები აბსოლიტურად

განსაკუთრებით ამ ადგილას:

და არანაკლები უბედურებაა ბებიები :)

 

მამები ვერ აძლევენ შვილებს სათანადო მაგალითს, ქალი კი იმას აკეთებს რაც შეუძლია, თუმცა ქალს უნდა ესმოდეს თუკი შვილს ქმრის ან უვარგისი ქმრის გარეშე ზრდის, მან არ უნდა მოახვიოს ბიჭს ქალური მსოფლმხედველობა,

ურთულესი და ამავდროულად უმარტივეს თემაა, რაღაც სერიოზული მენტალური პრობლემა სჭირს ქართულ საზოგადოებას,

რომელიც დღეს არ დაწყებულა, ოღონდ ეს არააა გამოუსწორებელი,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მან არ უნდა მოახვიოს ბიჭს ქალური მსოფლმხედველობა,

ოთარაანთ ქვრივები აღარ არიან

ქალის გაზრდილი სახარე არ ვარგაო არ გაგიგია?

ქალურ მსოფმხედველობას თუ არ მოახვია, კაცურს ვერ ჩაუნერგავს და ბავშვი გაიზრდება მსოფმხედველობის გარეშე :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოთარაანთ ქვრივები აღარ არიან

ქალის გაზრდილი სახარე არ ვარგაო არ გაგიგია?

ქალურ მსოფმხედველობას თუ არ მოახვია, კაცურს ვერ ჩაუნერგავს და ბავშვი გაიზრდება მსოფმხედველობის გარეშე :)

ალაბათ ამ საკითხზე გამოცდილმა ფსიქოლოგებმა უნდა იმუშავნო, სახელმძღვანელოც საჭიროა, ქალური მსოფლმხედველობა თავისებურია და ხშირ შემთხვევაში მამაკაცს ის არაფრად გამოადგება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...