Jump to content
Planeta.Ge

გაჭრის თუ არა რუსეთი ბრძოლით გზას საქართველოს გავლით გიუმრის სამხედრო ბაზისკენ


Recommended Posts

http://s018.radikal.ru/i502/1206/e0/9fefaf8063f0.jpg

 

მიხეილ ბოლქვაძე

სანამ მსოფლიო ირანთან კონფლიქტის მოლოდინში იყო, სამხრეთ კავკასიამ დაასწრო და სომხეთ-ეზარბაიჯანის საზღვარზე, როგორც ექსპერტები შნიშნავენ, 1994 წლის შემდეგ პირველად ვითარება უკიდურესად დაიძაბა, იმდენადაც, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ფათრომასშტაბიანი ომის დაწყების კონტურები გამოიკვეთა. თუმცა, ამთავითვე აშკარაა, რომ დაპირისპირებული მხარე მხოლოდ ორი არ იქნება და საომარ სცენაზე, ფარულად თუ აშკარად, რუსეთისა და თურქეთის ჩართვაცაა მოსალოდნელი. ერთი მხრივ, სომხეთსა და რუსეთს, მეორე მხრივ, აზერბაიჯანსა და თურქეთს ერთმანეთთან კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული. რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შორის მოქმედებს პრინციპი „შენი შემწუხებელი, ჩემი შემწუხებელიაო…“.

 

იმის გასაგებად, თუ ვინ აღმოჩნდება „კუკიაზე“ (არ არის გამორიცხული, ეს ჩვენც ვიყოთ, რადგან სომხეთში დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ბაზას მოსამარაგებლად ერთადერთი გზა აქვს, რომელიც საქართველოზე გადის), სამხედრო- პოლიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ მთავარ რედაქტორ ირაკლი ალადაშვილს მივმართეთ და მასთან ერთად გავაანალიზეთ სამხრეთ კავკასიაში გაღვიძებული სამხედრო კონფლიქტის მოსალოდნელი შედეგები და მხარეების სამხედრო პოტენციალი.

 

დავიწყოთ სომხეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. რამდენად აქტუალური ხდება ის დღეს?

 

– პრეისტორიით დავიწყოთ. ის ხელშეკრულება, რომელზეც თქვენ ბრძანებთ, ორიოდე წლის წინათ დაიდო და ითვალისწინებს კოლექტიურ თავდაცვასა და ურთიერთდახმარებას სამხედრო მოქმედებების დროს როგორც რუსეთის, ისე სომხეთის მხრიდან. მინდა, პარალელი გავალო - მსგავსი ხელშეკრულება ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიდო რუსეთსა და სომხეთს შორის, ოღონდ ის ითვალისწინებდა რუსეთის 102–ე გიუმრის სამხედრო ბაზის მიხმარებას სომხეთისთვის, თუ სომხეთს შეექმნებოდა პრობლემები მეზობელ ქვეყნებთან და ამ მეზობლებში მაშინ იგულისხმებოდნენ თურქეთი და ირანი. მაგრამ აი, ამ ახალი, ორი წლის წინათ გაფორმებული ხელშეკრულებით, ეს პრინციპი ვრცელდება ყველა მეზობელზე, მათ შორის - აზერბაიჯანსა და საქართველოზე.

 

რა მასშტაბისაა გიუმრში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზა და კონკრეტულად, რა ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს ეს შეთანხმება?

 

– 102-ე რუსული ბაზა მხოლოდ გიუმრიში არ არის განთავსებული, მისი მცირე დანაყოფებია ერევანშიც, იგივე სამხედრო-საჰაერო ბაზა ერევან-იუჟნის აეროდრომზე. ეს ყველაფერი ითვალისწინებს იმას, რომ მათ რეალური სამხედრო დახმარება უნდა გაუწიონ ერთმანეთს. სხვათა შორის, გიუმრის ბაზის გამოყენებაში რუსეთი ფულს არ იხდის, ფინანსურად მას სომხეთი უზრუნველყოფს. სამაგიეროდ, სომხეთის შეიარაღებული ძალები, განსაკუთრებით - მეზენიტეები, მომზადებას გადიან რუსეთის ტერიტორიაზე, რადგან დღეს საჰაერო თავდაცვა მთავარია და ამას სომხეთი დიდ ყურადღებას აქცევს. ანუ სომხეთი თავის მეზენიტეებს ავარჯიშებს რუსეთში „S 300-ის“ ტიპის სარაკეტო-საზენიტო კომპლექსებზე. გარდა ამისა, ერევან-იუჟნიზე დისლოცირებულია 18 „მიგ-29“ ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი.

 

საერთოდ, საბჭოთა პერიოდში სომხეთში არც ერთი საბრძოლო თვითმფრინავი არ იყო. ძირითადი აეროდრომები განთავსებული იყო აზერბაიჯანსა და საქართველოში, სომხეთს მხოლოდ შვეულმფრენები ჰქონდა, მაგრამ დღეს უკვე სხვა ვითარებაა. გასული საუკუნის 90-იან წლებში სომხეთში, ჯერ, „მიგ-23“ ტიპის 6 თვითმფრინავი ჩაიყვანეს და შემდეგ ისინი შეცვალეს ამ 18 „მიგ-29-ით“, სომხეთის ატომური ელექტროსადგურის დაცვის მიზნით. პირველი, ვინც შეიძლება, ჩაერთოს ამ ბრძოლებში, სწორედ ეს „მიგ-29-ებია. სხვათა შორის, ამ კვირის ინფორმაციაა, რომ წლის დასაწყისიდან ამ ბაზის რუსმა პილოტებმა 200 საბრძოლო გაფრენა განახორციელეს ვარჯიშის მიზნით. 200 გაფრენა ცოტა არ არის. ისინი ვარჯიშობენ როგორც ღამით, ისე რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში ფრენაზე. ანუ ემზადებიან საჰაერო ბრძოლებისთვის.

 

რატომ არის ასეთი აქცენტი საჰაერო მიმართულებაზე?

 

– იმიტომ, რომ აზერბაიჯანი ყველას აღემატება ავიაციის შეიაარღებით. მას გააჩნია როგორც ბომბდამშენები, ისე მოიერიშე თვითმფრინავები, გამანდგურებლები. ერთი სიტყვით, ძლიერი ავიაცია ჰყავს.

 

შესაბამისი კადრები?

 

– ალბათ, ჰყავს. სხვათა შორის, ყველაზე უცნაური ის არის, რომ „მი-24“ ტიპის შვეულმფრენების მოდერნიზებულ ვარიანტს დღეს აზერბაიჯანი რუსეთში ყიდულობს.

 

საერთოდ, რუსეთს ახასიათებს კონფლიქტის ორივე მხარის შეიარაღება...

 

– დიახ. ბაქომ გასულ წელს აღლუმზე აჩვენა ის თანამედროვე საბრძოლო საშუალებები, რომლებიც მანამდე შეიარაღებაში არ ჰქონია არა მარტო მას, არამედ სამხერთ კავკასიის არც ერთ ქვეყანას. მათ შორის: „ტოჩკა-უ-ს“ ტიპის ოპერატიულ-ციფრული რაკეტები, ისეთები, რომლებიც რუსეთმა აგვისტოს ომის დროს გვესროლა. ასევე, „ეს 300 პე მე უ 2 ფავორიტის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, რუსეთში ნაყიდი.

 

ანუ აზერბაიჯანი ამ რუსულსახელწოდებიან სამხედრო ტექნიკას მხოლოდ რუსეთში ყიდულობს?

 

– „ტოჩკა უ“-ების ყიდვა აზერბაიჯანს უკრაინაშიც შეეძლო, მაგრამ „ფავორიტებს“ უკრაინაში ვერ იყიდდა. საინტერესოა, რომ რუსეთის ორივე მხარეს აძლევს შეიარაღებას. „არსენალში“ ორიოდე წლის წინათ გამოვაქვეყნეთ ჟურნალისტური გამოძიება, როგორ ჩაიტანეს საქართველოს გავლით სომხეთში „S 300“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპექსები. სომხეთი ამბობს, ჩემი იყოო და მართლაც აღლუმზე აჩვენეს აღნიშნული „S 300-ები“, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ეს შეიარაღება რუსებსაც ჩაუვიდათ. „S 300“ სერიოზული სისტემაა და ის რუსეთს აფხაზეთშიც აქვს. ანუ, ეს სისტემა ოკუპირებული აფხაზეთიდან, თუ ოკუპირებულ ცხივნალის რეგიონსაც დაამატებენ და პლუს გიუმრიდან, ფარავს სამხრეთ კავკასიის დასავლეთ მხარეს. ამას გარდა, სომხეთს შეუძლია, „S 300-ები“ შეიყვანოს თვითაღიარებულ ყარაბაღში და, როგორც ჩანს, შეიყვანეს კიდეც, რაც ნიშნავს, რომ მათ უკვე საკმაოდ დიდი საჰაერო სივრცის გაკონტროლება შეუძლიათ. არადა, ვინც საჰაერო სივრცეს აკონტროლებს, ის ბევრ რამეს წყვეტს: ამას აჩვენებს თანამედროვე ომები.

 

გასაგებია, რომ სომხეთი და რუსეთი, იმავე ჩვენი ოკუპუირებული ტერიტორიების დახმარებით, საკმაოდ დიდ საჰაერო სივრცეს აკონტროლებენ, მაგრამ არც თურქეთს უჭირს შეიარაღება და სამხედრო კვალიფიკაცია. შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ, სამაგიეროდ, თურქეთის საჰაერო-სამხედრო შესაძლებლობები მუშაობს აზერბაიჯანზე?

 

– თურქეთსაც აქვს დადებული ანალოგიური ხელშეკრულება აზერბაიჯანთან, ისეთივე, როგორც რუსეთს – სომხეთთან.

 

აზერბაიჯანზე თავდამსხმელი არის თურქეთზე თავდამსხმელი?

 

– დაახლოებით, ასეა. მით უმეტეს, რომ გასულ კვირას თურქეთის სახმელეთო ჯარების სარდალმა, არმიის გეენრალმა, რომელიც ბაქოში იყო, დაადასტურა, რომ აზერბაიჯანის არმიასთან ერთად არიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თურქეთი და რუსეთი ერთმანეთის წინააღმდეგ ომში ჩაებმებიან. ეტყობა, ორივე მხარე ფარულად ეცდება, დაეხმაროს თავის ფავორტს.

 

თურქეთი და რუსეთი იომებენ აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელით?

 

– თუ აქამდე გამწვავდა სიტუაცია... გარდა ამისა, აღსანიშნავია აზერბაიჯან-ისრაელის თანამშრომლობა, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან სერიოზულ დონეზე ავიდა. სულ ბოლო 1,6-მილიარდიანი ხელშეკრულება ორი თვის წინათ დაიდო.

 

ისრაელმა უნდა მიაწოდოს აზერბაიჯანს 1,6 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა?

 

– უკვე აწვდის და - საკმაოდ სერიოზულ ტექნიკას, მათ შორის - უპილოტო თვითმფრინავებს, მართვად ბომბებსა და თანამედროვე შეიარაღებას.

 

შეიძლება ითქვას, რომ ისრაელის აზერბაიჯანთან სამხედრო თანამშრომლობა ირანის წინააღმდეგაცაა ორიენტირებული? ვიცით, რომ აზერბაიჯანს ტერიტორიული პრეტენზიები აქვს ირანთან.

 

– ასე პირდაპირ ვერ ვიტყვი, ეს პოლიტიკური საკითხია. აზერაბაიჯანსა და ირანს შორის, წესით, ამ დონემდე არ უნდა მივიდეს საქმე, მაგრამ ფაქტია, რომ აზერბაიჯან-ისრაელის თანამშრომლობა არც ირანს მოსწონს და არც სომხეთსა და რუსეთს.

 

თურქეთს?

 

– რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, არც - თურქეთს, რადგან თურქეთსა და ისრაელს შორის ვითარება დაიძაბა სამშვიდობო ფლოტილიის გამო, თორემ მანამდე თურქეთსა და ისრაელს ერთ-ერთი ყველაზე დიდი თანამშრომლობა ჰქონდათ სამხედრო-ტექნიკურ სფეროში იმ დონემდე, რომ ისრაელის მფრინავები თურქეთის საჰაერო სივრცეში ვარჯიშობდნენ.

 

თვითონ სომხეთისა და აზერბაიჯანის არმიების სამხედრო პოტენციალი როგორია მათი რაოდენობის, გაწვრთნილობის, ბრძოლისუნარიანობის მხრივ?

 

– 1992 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, მოხდა რესპუბლიკებში არსებული შეიარაღების გადანაწილება.

 

და კვოტებიც დაწესდა, რომლებსაც, როგორც ამბობენ, ჩვენ გარდა, ყველამ გაადაჭარბა.

 

– ამიერკავკასიის თითოეულ რესპუბლიკას უფლება ჰქონოდა, ჰქონოდა არაუმეტეს 220 ტანკი, 220 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 100 მილიმეტრზე მსხვილი კალიბრის 285 საარტილერიო სისტემა, 100 საბრძოლო თვითმფრინავი და 50 დამრტყმელი შვეულმფრენი. მაგრამ მაშინ, როდესაც საწყობები დაიშალა, ყველაზე მეტი შეიარაღება დარჩა აზერბაიჯანს, შემდეგ – სომხეთს და, ბოლოს – ჩვენ, როგორც ყოველთვის, მაჩანჩალები აღმოვჩნდით. აზერბაიჯან-სომხეთის ომში ორივე მხარეს ჰქონდა მსხვერპლი და დანაკარგები. თუმცა შეიარაღება მაინც აზერბაიჯანს ჰქონდა მეტი, მაგრამ სომხეთმა, უტყობა, ისევ და ისევ რუსეთის დახმარებით მაინც მიაღწია უპირატესობას და რაც აფხაზეთში მოხდა, იგივე მოხდა მთიან ყარაბაღთან მიმართებაშიც. მას შემდეგ, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში აზერბაიჯანი სერიოზულ შესყიდვებს ახდენს და მისი სამხედრო ბიუჯეტი 3,2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

 

მთელი ჩვენი ბიუჯეტის ტოლი ყოფილა აზერბაიჯანის მხოლოდ სამხედრო ბიუჯეტი...

 

– ასე გამოდის. შეიარღებული ძალების რაოდენობითაც მეტნი არიან, ვიდრე სომხები.

 

ბოლო მონაცემებით, 70 000-იანი არმია ჰყავსო?

 

– ეს მონაცემები ზუსტი არ არის, რადგან მუდმივად იცვლება. აქ არის ერთი ნიუანსიც: სომხეთი არ აჩვენებს თავის შეიარაღებულ ძალებს ბევრს, იმიტომ რომ მისი ძირითადი ძალები არიან არაღიარებულ ყარაბაღში. რადგან ყარაბაღი არის თეთრი ლაქა, როგორც ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, იქ ვერ შედიან ვერც ევროკავშირის დამკვირვებლები და ვერც ღია ცის შეთანხმება მუშაობს. ამიტომ სიტუაცია ვერ კონტროლდება. მაგალითად, ბოლო აღლუმზე, რომელიც 9 მაისს გაიმართა სტეპანაკერტში, ნაჩვენები ტექნიკა გადაღებილი იყო სომხეთის სამხედრო ტექნიკის ფერებში და ბევრი ტექნიკა იგივე აჩვენეს, რაც მანამდე ერევანში. თუ ადრე სომხეთის ხელისუფლება ერიდებოდა ამის დაფიქსირებას, ახლა აღარ ერიდება. გასულ წელს ერევნის სამხედრო აღლუმზე სომხეთის შეიარაღებული ძალების გარდა მონაწილეობა მიიღეს თვითაღიარებული ყარაბაღის სამხედრო ნაწილებმაც და, ასევე, გიუმრის სამხედრო ნაწილებმა. იგივე მოხდა წელს სტეპანაკერტში, თვითაღიარებული ყარაბაღის აღლუმზე - ტრიბუნაზე იდგნენ სომხეთის პრეზიდენტი და სხვა ოფიციალური წარმომადგენლები. ანუ აღარ მალავენ, რომ საერთო არმია ჰყავთ.

 

სომხეთის სამხედრო ბიუჯეტი რამდენს შეადგენს?

 

- ბევრად ნაკლებს, ვიდრე აზერბაიჯანის.

 

მაგრამ ყველაზე მცირებიუჯეტიანი მაინც ჩვენია?

 

– დიახ. წელს, თუ არ ვცდები, 670 მილიონი ლარია.

 

თანაზომადი სამხედრო ძალები აქვთ სომხეთსა და აზერბაიჯანს?

 

– გააჩნია, რა ვარიანტი გათამაშდება. პირველი ვარიანტია, რომ არავინ ერევა და ბრძოლაა სომხეთსა და თვითაღიარებულ ყარაბაღს და აზერბაიჯანს შორის; მეორე ვარიანტია, რომ სხვა ძალები აშკარად ერევიან.

 

რის ალბათობაც ყველაზე ნაკლებია.

 

– დიახ და მესამე ვარიანტი: მათ ჩუმად ეხმარებიან. თუ ფართომასშტაბიანი მოქმედებები დაიწყო, მე უფრო რეალური მესამე ვარიანტი მგონია, იმიტომ რომ არც რუსეთი და არც თურქეთი განზე არ დადგება. მაგრამ იმ დონემდეც არ მივლენ, რომ აშკარად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, თუმცა ამ ცხოვრებაში გამორიცხული არაფერია.

 

ძლიერი მფარველების, თურქეთისა და რუსეთის შედარებითი სამხედრო პოტენციალი როგორია?

 

– თუ უმაღლეს დონეზე გართულდა საქმე, მაშინ რუსეთი ბირთვული ქვეყანაა, თურქეთი კი ნატოს წევრია, რომელიც, ასევე, ბირთვული ორგანიზაციაა. მაგრამ ამ დონემდე არავინ გაართულებს ვითარებას. ჩემი აზრით, თუ ფართომასშტაბიანი ხასიათი მიიღო ამ ომმა, ორივე მხარე, სომხეთიც და აზერბაიჯანიც, ეცდება, რომ რაც შეიძლება მეტი ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვოს, ანუ ის დროებითი ფრონტის ხაზი, რაც 1994 წელს გაივლო, რაც შეიძლება თავისგან შორს გაასწიონ. სანამ დასავლეთი ჩაერევა და ცეცხლს შეაჩერებს, ეცდებიან ეს უპირატესობა მაინც მიიღონ, რადგან განსაკურებულ უპირატესობას ვერც ერთი მხარე ვერ მოიპოვებს.

 

საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტის კერის გაჩენის ალბათობაზე რას იტყვით?

 

– ალბათობა უდიდესია. რადგანაც ეს ორივე ქვეყანა გვესაზღვრება, თუ მათ შორის შეტაკებები დაიწყება, შესაძლოა, საარტილერიო ცეცხლი ან საჰაერო დარტყმები შემთხვევით ან არაშემთხვევით ჩვენს ტერიტორიაზე გადმოვიდეს. მით უმეტეს, ამის პრეცედენტი იყო წინა ომის დროს - ორივე მხარე ნაღმავდა საქართველოს ტერიტორიას. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს საზღვრისპირა რეგიონებში ცხოვრობენ საქართველოს როგორც აზერბაიჯანელი, ისე სომეხი ეროვნების მოქალაქეები და არის გამორიცხული, რაღაც დაძაბულობა მათთან დაკავშირებითაც მოხდეს. ყველაზე დიდი საშიშროებაა რუსეთის ფაქტორი: რუსეთმა ეს შესაძლოა, გამოიყენოს შემოჭრის საბაბად.

 

გიუმრის ბაზის მომარაგების მოტივით...

 

– რა თქმა უნდა. თუ ჩვენ ნებით ვუთმობთ გზას, პრობლემა გვექმნება აზერბაიჯანთან მიმართებაში; თუ არ ვუთმობთ, ესე იგი, ომი უნდა მოგვიწიოს რუსეთთან. ერთი სიტყვით, ბევრი რამაა გასათვლელი და საქმე ასე მარტივად არ არის.

 

წყარო: http://www.for.ge/vi...mxedro+bazisken

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Anima Libera

 

არა

 

და თუ კი, ვინ შეუშლის ხელს? "სახელოვანი ქართული არმია"? თუ "სახელოვანი მთავარსარდალი"?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არმია ქვეყნის სახე და სიამაყეა და თუ 32-ჯერ აღმატებული საოკუპაციო ჯარები ერთ დღეში ვერ დაამარცხა ეს არმიის ბრალი არაა. ქართული არმია არ გამოქცეულა უბრძანეს და უკან დაიხია. შეიძლება კაცს არ მოწონდეს პრეზიდენტი და მართალიც იყოს, მაგრამ სახელის მოხვეჭის მიზნით ოპო ფორუმზე ადამიანი რომ ქართულ არმიას ირონიით მოიხსენიებს არა მგონია რაიმე დიდება დაიმსახუროს ან აიქიუთი გაიბრწყინოს. ჩემთვის უბრალოდ ერთი ქართველად დაბადებული გარდაიცვალა....ხელისუფლებები მიდიან და მოდიან ჯარი არსებობს ვიდრე ქვეყანა არსებობს. ეხლა თქვენ დაცინეთ შეუგნებლად ყველა ჯარისკაცს ვინც დაიღუპა და ვინც იბრძოდა.....დარწმუნებული ვარ შეეცდებით რაღაც პასუხი გამცეთ. არ მაინტერესებს....ერთადერთი ირონია ქართულ არმიაზე თუ ამოიღეთ ჩავთვლი რომ უიმედო არა ხართ როგორც ქართველი. ხელისუფლებაზე რაც გინდა თქვათ ეს ნორმალურია, მაგრამ ქართულ ჯარზე ქილიკი არაკაცური მკრეხელობაა.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს თვით რუსული წყაროებია თქვენ მასხარად აგდებულ ქართულ ჯარზე და ომზე....იმედი არ მაქვს რომ წაიკითხავთ როცა არსებობს მარტივი გზა ქილიკისა ქართველთა განუყოფელ სისხლზე და ხორცზე, საქართველოს თავისუფლების სულზე ქართულ არმიაზე. მორწმუნე რომ ვიყო ვიტყოდი: "უფალო შეუნდე რამეთუ არ უწყის რასა იქმნს"....
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წავიკითხე პატიოსნად. მერე? ეგ ყველაფერი ისედაც ვიცი. და რა მერე?

მერე კი ისევ ვბრუნდებით ქართულ რეალობაში. სადაც დგას ერთი მთავარი პრობლემა.

ესოდენ საძულველი პუტინის ახალ რეინკარნაციასთან გვაქვს საქმე.

მოკლედ...

სააკაშვილი უნდა წავიდეს.

და საერთოდ მას რომ თავმო ყვარეობა ჰქონდეს... თავი უნდა მოიკლას. მაგრამ არ აქვს. ამიტომ ჩვენ უნდა წავივანოთ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

urfinjus

 

 

ქართული არმია არ გამოქცეულა

 

გამოიქცა, გეტყობათ რომ ტელევიზორიდან უმზერდით მოვლენებს.

 

 

უბრძანეს და უკან დაიხია.

 

სანამ უბრძანებდნენ მანამდე გამოიქცნენ და ეს არის ობიექტური სინამდვილე და არა "გულანთებული" პატრიოტიზმით იმის თხზვა რაც სინამდვილეს არ შეეფერება, ოფიცრებმა საკუთარი ჯარისკაცები მიატოვეს და გამოიქცნენ, ხოლო როდესაც ჯარისკაცები გონს მოეგნენ ისინიც გამოიქცნენ, გამორბოდა ყველა, ვისაც სირბილი შეეძლო, აი ეს სინამდვილეა და დეტალებში არ მსურს ამ საზარელ სინამდვილეს ჩავეძიო.

 

 

შეიძლება კაცს არ მოწონდეს პრეზიდენტი და მართალიც იყოს, მაგრამ სახელის მოხვეჭის მიზნით ოპო ფორუმზე ადამიანი რომ ქართულ არმიას ირონიით მოიხსენიებს არა მგონია რაიმე დიდება დაიმსახუროს ან აიქიუთი გაიბრწყინოს.

 

პრეზიდენტის მოქმედებები მართლაც არ მომწონს, მაგრამ იმას რასაც შენ მაბრალებ ქვია დემაგოგია, სახელის მოხვეჭის მიზნით არა ეხლა ჩინ მენდლებისა და სიგელ ორდენების მიღების მიზნით, ირონიულად არის მოსახსენიებელი "ქართული არმია საკუთარი მთავარსარდლით" და ირონიულადაც მოვიხსენიებ. შტაბიდან დაწყებული უბრალო ჯარისკაცით დამთავრებული უკლებლივ ყველა უმწეო ქათმებივით აიბნენ 1 კვირა ვერ შეინარჩუნეს დაკავებული პოზიციები, დიდების დამსახურებას არ ვცდილობ, ჩემს აიქიუს კიდევ როგორმე თავად მივხედავ თქვენ ნუ აღელდებით.

 

 

ჩემთვის უბრალოდ ერთი ქართველად დაბადებული გარდაიცვალა...

 

ძალიან გთხოვ ეხლა გარდაცვლილი ქართველი ჯარისკაცებით მანიპულირების ხარჯზე თვალზეცრემლმორეული იმას ნუ ცდილობ რასაც მე მაბრალებდი ანუ ფორუმზე სახელის მოხვეჭას. ჯარისკაცები რომ გარდაიცვალნენ ეგ არავის არ უხარია და ზოგადი ტრაგედიაა, მხოლოდ თქვენ არ ხართ გულდაფუფქული, მაგრამ ერთ ტრაგედიას მეორეს უსუსურობაში ნუ ზელთ და რაღაც ჩახლართული აჯაფსანდალი ნუ გამოგყავთ, რომ თითქოს ზემოთთქმულით გარდაცვლილ ჯარისკაცებს შევურაცხყოფდე, გარდაცვლილი ჯარისკაცი ჩემთვის ტკივილია, ცოცხლად დარჩენილების კურდღელივით მოკურცხვლა ბრძოლის ველიდან კი სირცხვილი, აი თავად იმ წივილ კივილით უკანმოუხედავად გამოქცეულებმა არ სცეს თავის გარდაცვლილ თანამებრძოლებს პატივი და ბევრის გვამები ძაღლების საჯიჯგნად დაყარეს ცხინვალის ქუჩებში, თუ ძალიან გაინტერესებს სიმართლე ასეთია.

 

 

ეხლა თქვენ დაცინეთ შეუგნებლად ყველა ჯარისკაცს ვინც დაიღუპა და ვინც იბრძოდა..

 

ნუ დემაგოგობ.

 

დარწმუნებული ვარ შეეცდებით რაღაც პასუხი გამცეთ

კი შევეცდები და გაგცემთ ორიოდ სიტყვით, ნუ დემაგოგობთ.

 

მორწმუნე რომ ვიყო ვიტყოდი: "უფალო შეუნდე რამეთუ არ უწყის რასა იქმნს"....

ათეისტი თუ ხარ შეგიძლია ჰიმნი იმღერო.

:facepalm:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არმია ქვეყნის სახე და სიამაყეა და თუ 32-ჯერ აღმატებული საოკუპაციო ჯარები ერთ დღეში ვერ დაამარცხა ეს არმიის ბრალი არაა. ქართული არმია არ გამოქცეულა უბრძანეს და უკან დაიხია. შეიძლება კაცს არ მოწონდეს პრეზიდენტი და მართალიც იყოს, მაგრამ სახელის მოხვეჭის მიზნით ოპო ფორუმზე ადამიანი რომ ქართულ არმიას ირონიით მოიხსენიებს არა მგონია რაიმე დიდება დაიმსახუროს ან აიქიუთი გაიბრწყინოს. ჩემთვის უბრალოდ ერთი ქართველად დაბადებული გარდაიცვალა....ხელისუფლებები მიდიან და მოდიან ჯარი არსებობს ვიდრე ქვეყანა არსებობს. ეხლა თქვენ დაცინეთ შეუგნებლად ყველა ჯარისკაცს ვინც დაიღუპა და ვინც იბრძოდა.....დარწმუნებული ვარ შეეცდებით რაღაც პასუხი გამცეთ. არ მაინტერესებს....ერთადერთი ირონია ქართულ არმიაზე თუ ამოიღეთ ჩავთვლი რომ უიმედო არა ხართ როგორც ქართველი. ხელისუფლებაზე რაც გინდა თქვათ ეს ნორმალურია, მაგრამ ქართულ ჯარზე ქილიკი არაკაცური მკრეხელობაა.

თუ ოდესმე დაგეთანხმებოდი არ მეგონა მაგრამ ამ შემთხვევაში 100% მართალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე არაფერის სიმღერას არ ვაპირებ და არც "მეგობრობას" ესეთ სუბიექტებთან(რომ ჩამწერე მეგობრებში,).....დემაგოგი ძველ ბერძნულად წინამძღოლს ნიშნავს და ყმაწვილისაგან ამ ლაღ თვითნებობას ავიტან, რაც ჩაუდიათ ომზე თავში ძიებს ამას ვეღარაფერს ვუშველი.....მე უბრალოდ გულუბრყვილოდ ვითხოვე რომ ეგება ქართულ არმიაზე ირონიულად არ წეროთ მეთქი, არა დემაგოგი ხარო....ომის დროს თამარაშენიდან ნათესავები წამოვიყვანე და იქ ვტრიალებდი სახლში აფხაზეთიდან 2 ოჯახი მყავდა 4წელი და 2008 ნათესავებმა ჩაანაცვლეს ისე რომ საუბარი ზემოდან ტელევიზორით ნანახი ომის შესახებ ჩემზე უბრალო ყბედობაა, სამაგიეროდ შენ ყოფილხარ მთელი ფრონტის გასწვრივ ბიძია და ყოველი ჯარისკაცის გადაადგილება შენ არწივის მზერას არ გამოპარვია......თუ ეგ არაკები ბერძენიშვილმა მოგიყვა?(რომლითაც ეგზომ მოხიბლული ხარ ვეჟო)....მე მეგონა თავმდაბალ ქართველ ყმაწვილს ვთხოვდი ნუ ლანძღავ თქო ქართულ ჯარს და ამ ყველაფერზე და ყველაზე მაღლა მდგომმა მანია გრანდიოსსამ არ ატეხა ....თავპირიც გიმტვრევია და რაც გინდა დაგიწერია მე დემაგოგი ვიყო ჯანდაბას...შენი სახელი ჩემთვის აღარაა საინტერესო. კვებე შენი ეგო და ეძებე ამ სილოგიზმების ტაშისმკვრელები, რასაც ესეთი თვითკმაყოფილებით აფრქვევ... Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

urfinjus

არც "მეგობრობას" ესეთ სუბიექტებთან(რომ ჩამწერე მეგობრებში,)

ამოგშლი ეგ პრობლემა არ არის.

 

ყმაწვილისაგან ამ ლაღ თვითნებობას ავიტან

 

ყმაწვილისაგან? ნათელმხილველი ხართ?

 

მე უბრალოდ გულუბრყვილოდ ვითხოვე რომ ეგება ქართულ არმიაზე ირონიულად არ წეროთ მეთქი

 

აბა არმია? 3 თვეში ომობანას თამაშ–თამაშით გატუტუცებულ რეზერვისტებს არმიას უწოდებთ? თუ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის წვევამდელები გგონიათ არმია რომლებმაც კავშირგაბმულობის დანადგარებზე მუშაობაც კი არ იციან და ბუტაფორიასავით დაათრევს აღლუმზე წინ და უკან ფიურერ სააკიანი?

 

სიტყვა არმიის მნიშვნელობა იცით? არმია ყავს აშშ–ს, ისრაელს, ირანს, რუსეთს, ჩინეთს, ბრიტანეთს, საქართველოს რაც ყავს მაგას ქვია იმიტაცია, სხვათაშორის უნიჭო იმიტაცია. არმია, საზენიტო დანადგარები არ მოეძევება მაგ შენს "უძლეველ არმიას". არმია იმას არ დაუშვებს მტრის თვითმფრინავებმა დედაქალაქის თავზე მშვიდობიანი მოსახლეობის თავზე იფრინოს, არმია იმას არ დაუშვებს თავად გაქუსლოს და მშვიდობიანი მოსახლეობა შეატოვოს მტერს სახმარად საკვლელად, გასაძარცვად და გასაუპატიურებლად, ეხლა იტყვიან აბა რა ექნათ თავს ხო არ შეაკლავდნენო, დიახაც თავი უნდა შეაკლა ჯარისკაცი და ოფიცერი როდესაც გქვია, კი არ უნდა მოძუძგო და მოსახლეობა კი არ უნდა ამოიფარო ფარად შენ უნდა იყო იმ მოსახლეობის ფარი და დამცველი, რო მოძუძგეს და გამოვარდნენ მოსახლეობა გამოყვანილი იყო უკვე? ამაზე მიპასუხე ძალიან რო მოგეწვა. არ უნდა შეკვდომოდნენ მტერს თურმე, ჯარისკაცს ჯარისკაცი იმიტომ ქვია რომ ყველა შესაძლო მეთოდით საკუთარი სიცოცხლის ფასად უნდა დაიცვას საკუთარი სამშობლო და ხალხი და თუ ეს არ შეუძლიათ სააკიანის ლომებს მაშინ ტრაკები დააყენონ და ისეთები იმსახურებენ ვისაც ეს შეუძლიათ, იმ ჯარს უბრალო მოქალაქე ფულს უხდის იმაში რომ დაიცვას და თუ არ დაიცავს მაშ რაღატომ ვუხდით ფულს? წავიდნენ და იმათ გადაუხდიან ფულს ვინც რეალურად დაიცავს.

 

 

არა დემაგოგი ხარო.

 

დიახ ხარ, იმიტომ რომ ჩემს მიერ ნათქვამ სიტყვებს კონტექსტიდან გლეჯ ზედ ურთავ საკუთარ ფანტაზიებს და ტრაგიკულ–ლირიკულ ნაწარმოებს თხზავ დაღუპულ ჯარისკაცთა მგლოვიარესა და "ულმობელ უგულო ცინიკოსზე".

 

 

ომის დროს თამარაშენიდან ნათესავები წამოვიყვანე და იქ ვტრიალებდი სახლში აფხაზეთიდან 2 ოჯახი მყავდა 4წელი და 2008 ნათესავებმა ჩაანაცვლეს ისე რომ საუბარი ზემოდან ტელევიზორით ნანახი ომის შესახებ ჩემზე უბრალო ყბედობაა

 

შეგეძლო განგევრცო საქმენი საგმირონი, ყბედობა კი ის უფროა რასაც ეხლა შენ ჩემზე იგონებ ანუ აი ეს:

 

 

შენ ყოფილხარ მთელი ფრონტის გასწვრივ ბიძია და ყოველი ჯარისკაცის გადაადგილება შენ არწივის მზერას არ გამოპარვია..

 

იმიტომ რომ მე შენგან განსხვავებით ახლობელთა ევაკუაციებით კი არა ბრძოლით ვიყავი დაკავებული და კი არ გამოვიქეცი ცუციკივით, უგონო მდგომარეობაში დაჭრილი გამომათრიეს ბრძოლის ველიდან და აფხაზეთის ომის მონაწილეც ვარ თუ ძალიან გაინტერესებს და ავღანეთისაც.

 

 

თუ ეგ არაკები ბერძენიშვილმა მოგიყვა?

 

პარანოიდული შემოტევა გჭირთ? თუ არ წაგიკითხავთ ის წერილი რაც პირადში მოგწერეთ, კიდევ ერთხელ გეუბნებით დემაგოგიას მორჩით.

Edited by Dakaray
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ათესიტი არ ვარ აგნოსტიკოსი ვარ

:D :D :D :D :D აქაც კი ქართული მატრაბაზობა...

 

პ.ს.

სააკაშვილი მასტ დაი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტის კერის გაჩენის ალბათობაზე რას იტყვით? – ალბათობა უდიდესია. რადგანაც ეს ორივე ქვეყანა გვესაზღვრება, თუ მათ შორის შეტაკებები დაიწყება, შესაძლოა, საარტილერიო ცეცხლი ან საჰაერო დარტყმები შემთხვევით ან არაშემთხვევით ჩვენს ტერიტორიაზე გადმოვიდეს. მით უმეტეს, ამის პრეცედენტი იყო წინა ომის დროს - ორივე მხარე ნაღმავდა საქართველოს ტერიტორიას. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს საზღვრისპირა რეგიონებში ცხოვრობენ საქართველოს როგორც აზერბაიჯანელი, ისე სომეხი ეროვნების მოქალაქეები და არის გამორიცხული, რაღაც დაძაბულობა მათთან დაკავშირებითაც მოხდეს. ყველაზე დიდი საშიშროებაა რუსეთის ფაქტორი: რუსეთმა ეს შესაძლოა, გამოიყენოს შემოჭრის საბაბად.

 

აი ეს არის ყველაზე საშიში ჩვენთვის..

 

რუსეთს შემოჭრისტვის საბაბი უნდაო აღნიშნავს რესპოდენტი, და რა საბაბი უნდა ისედაც შემოჭრილი არ არის?

თან მითუმეტეს 670 მილიონ ლარი ბიუჯეტიანი ქართულ არმია წინააღმდეგობას ვერ გაუწევს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

laci

 

 

თან მითუმეტეს 670 მილიონ ლარი ბიუჯეტიანი ქართულ არმია წინააღმდეგობას ვერ გაუწევს..

 

ვერ გაუწევს და ოცჯერ უფრო მეტი ბიუჯეტის მქონე ათჯერ უფრო მრავალრიცხვოვანი და ასჯერ უფრო უკეთესი შეიარაღების მქონე ჯარიც რომ გვყავდეს მაინც ვერ გაუწევს, ამის მარტივი მაგალითი უკვე გვიძევს წინ, მე მხოლოდ იმაზე ვწუხვარ რომ ამას თქვენ ქალბატონი ხვდებით და აი "გულანთებულ პატრიოტ" ლომკაცს ვერ გავაგებინე რომ რუსეთთან იარაღის ენით საუბარი ეს იგივეა მახათით რომ დინოზავრს შეებრძოლო, რა თქმა უნდა საფრთხე არსებობს და ეს საფრთხე შორს კი არ არის სულ 1 საათის სავალ გზაზეა თბილისიდან, გამოვარდა აქ ბიჭი და რაღაც გმირობებზე რაღაც უებრო კვეთებებზე და ქართველთა ძლევაი საკვირველზე მიყვება ლეგენდებს, მაშინ როდესაც შეიძლება რუსეთის რუქაზე საერთოდ დახედილიც არ აქვს, გეუბნებით ანეგდოტია, საქართველომ რუსეთი ბრძოლაში გააკვირვა ეს არის დიდი ანეგდოტი და ამ ანეგდოტის დამჯერებელი კი ერთ დიდ ილუზიაში იმყოფება.

 

რუსეთთან ღია დაპირისპირებას თურქეთი რო თურქეთია ეგ ერიდება და გამომივიდნენ ეხლა აჩაინი ბიჭები, 4 წელში ნავარჯიშები სუპერჯარისკაცებით, რუსეთის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეები ცალი თვალით მაინც ყავთ ნანახი? რომ ქილიკობენ? ჯერ მარტო კისრები აქვთ ისეთი 4 ქართველ "სუპერჯარისკაცს" უდრის მათი კისრების გარშემოწერილობა, ორ კუანა ცხინვალში ნაგდებ გაჩხინკულ სალაგას ვერ გაუმკლავდნენ და კიდევ რაღაც ამბიციები აქვთ კატა რო ზურგზე არ ეცემა, აი ასეთი ამბავია.

 

ჯარს დასცინიო, დავცინი კი არა დედის ................... დიდიან პატარიანად.

Edited by Dakaray
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...