planetanews Posted June 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 15, 2012 დონეცკში, “დონბას-არენაზე”, D ჯგუფის პირველ მატჩში მასპინძელმა უკრაინამ საფრანგეთთან 0:2 წააგო. შეხვედრაში, რომელიც ძლიერი წვიმისა და ელვის გამო ერთი საათით შეწყდა, ორივე გოლი სტუმრებმა მეორე ტაიმის სამწუთიან მონაკვეთში გაიტანეს. 53-ზე ჟერემი მენეზმა, მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს ქარიმ ბენზემას გადაცემა მიიღო და უკრაინელთა მეკარე ანდრეი პიატოვს შანსი არ დაუტოვა 1:0. სამ წუთში კი, იმავე ბენზემას კარგი პასი იოან კაბაიემ გამოიყენა და 2:0. კაბაიეს კიდევ შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ მისი დარტყმული ძელს მოხვდა. უკრაინელთაგან ანდრეი შევჩენკოს და ანატოლი ტიმოშჩუკს მართებდათ გატანა, მაგრამ ვერ მოახერხეს. ამ დამარცხებით უკრაინელებმა სატურნირო მდგომარეობა ერთობ გაირთულეს.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=03119e76-8d50-4ac8-a212-03ac45cd9062.jpg&size=500 View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts