Jump to content
Planeta.Ge

geonews.ge „არჩევნის თავისუფლებისთვის“ ბათუმში შეხვედრას გამართავს


Recommended Posts

16 ივნისს, 12:00 საათზე ბათუმის პრეს კლუბში, კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ შეხვედრას გამართავს. არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, აგრეთვე, აქტიურ მოქალაქეებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხებით. შეხვედრას დაესწრებიან ექსპერტი საარჩევნო საკითხებში ირაკლი მელაშვილი, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე კოტე კანდელაკი და საქართველოს მედია კლუბის თავმჯდომარე მაგდა პოპიაშვილი.

ამავე დღეს, 17:00 საათზე კოალიციის წევრები, პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ბათუმის ბულვარში გამართავენ საინფორმაციო აქციას, სადაც მოსახლეობას დაურიგებენ კამპანიის - „ეს შენ გეხება“ - საინფორმაციო ბუკლეტებს.

კოალიციამ „არჩევნის თავისუფლებისთვის“ საქართველოს რვა რეგიონში შეხვედრების ორგანიზება 15 ივნისიდან დაიწყო. მათი მიზანია, საზოგადოებამ მიიღოს მეტი ინფორმაცია კამპანიის - „ეს შენ გეხება“, მისი მიზნებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ, აგრეთვე, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მისი გაჯანსაღებისთვის აუცილებელი ღონისძიებების თაობაზე. აღნიშნულ თემაზე პირველი შეხვედრა გუშინ ზუგდიდში გაიმართა.

შეხვედრების შემდეგ კოალიცია დააფუძნებს ჯგუფებს, რომლებიც აქტიურად გაუწევენ მონიტორინგს წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ ვითარებას, მოაგროვებენ შესაბამის მასალებს და საზოგადოებას პერიოდულად წარუდგენენ საკუთარ ანგარიშებს ამ პერიოდში გამოვლენილი დარღვევების შესახებ.

შეხვედრები რეგიონებში მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.

 

სრულად ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...