Jump to content
Planeta.Ge

newstime.ge: მე და მიშას გვილხინს,თქვენ გინდათ და…გიჭირთ !


Recommended Posts

აგერ უკვე რამდენი ხანია, ნაც.მოძრაობა და პირადად მიხეილ სააკაშვილიც თავს იწონებენ, რომ საქართველოში ინვესტიციები იდება, კორპუსები გაგვილამაზდა და შადრევნებმაც კი ამოხეთქა ჩვენს გაბრწყინებულ სამშობლოში. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ამაზე ლაპარაკი, ცოტა არ იყოს, შეწყდა მაღალი ეშელონებიდან. სამაგიეროდ, ნაციონალების ერთგული მხარდამჭერებისგან ხშირად გაისმის ფრაზები : “მალე ნატოში მიგვიღებენ”, “რუსთაველზე გაისერინე და დატკბი”, “გუშინ ობამამ მიშას გმირი უწოდა”, “რასმუსენი მიშას ფანია” და სხვა… რამდენიმე დღის წინ, ჩემს ერთ-ერთ ნაცნობთან (სახელსა და გვარს შეგნებულად ვმალავ) მქონდა საუბარი ამ თემაზე და მივხვდი, რომ ჩემ გარშემოც ბევრი არაადეკვატური ადამიანი ტრიალებს. ჩემი რამდენიმეთვიანი დაკვირვების შედეგი მინდა გაგაცნოთ იმ მცირე რაოდენობის მკითხველს, რომელიც ტექსტის ამ ნაწილამდე მოხვედით.

რაც ყველაზე მნიშვნელან არგუმენტად მიაჩნიათ მიშას მხარდამჭერებს საკუთარი პოზიციის “გაპრავებაში”, არის ის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს შუქი, წყალი, გაზი და, რაც მთავარია, გზები გვაქვს ისეთი, რომც მოინდომო, ფეხი არ წაგიცდება კაცს. აქ მიჩნდება, ჩემი აზრით, ძალიან ლოგიკური კითხვა – რატომ უნდა მიკვირდეს მე, 21-ე საუკუნის საქართველოში მცხოვრებ ადამიანს, რომ გზები დაგებულია და შუქი გრაფიკით არ მომეწოდება? სამაგიეროდ, მე მიკვირს, თუ რატომ… მაგრამ, მოდი, ამას პუნქტობრივად ჩამოვწერ, ბევრია:

1.მე მიკვირს, თუ რატომ მიწევს მინიმუმ 5 ხელგაწვდილი ადამიანის ნახვა მეტროთი მგზავრობისას (ე.წ “მათხოვარი”), მაშინ, როცა ქვეყანას აქვს პრეტენზია (უფრო სწორად, ხელისუფალს აქვს პრეტენზია), რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და სიღარიბე, ფაქტობრივად, დამარცხებულია (?!)

2.მე მიკვირს,თუ რატომ დატოვა უნივერსიტეტი ჩემმა კურსელმა გოგომ, რომელიც ყველაზე მაღალქულიან სტუდენტად ითვლებოდა ჯგუფში და რატომ ვერ გადაიხადა მან სწავლის საფასური (საქართველოში ხომ ყველას ულხინს?)

3.სხვათა შორის, ისიც გამიკვირდა, ჩვენს გაბრწყინებულ საქართველოში, ულუკმაპუროდ დარჩენილმა ადამიანმა (უსახლკაროობაზე აღარ ვლაპარაკობ), რომელსაც ყურადღებას არავინ აქცევდა, თავი რომ დაიწვა – სამაგიეროდ, ქეთა გაბიანს გაუკვირდა,საიდან იშოვა ამ ქალბატონმა ბენზინი, თავი რომ დაეწვა.

4.მიხეილ სააკაშვილი რომ გვპირდებოდა, მთავრობის წევრები მაღალფასიანი მანქანებით არ ივლიან და მე და სანდრა 3 ოთახიან ბინაში ვიცხოვრებთო, – სხვათა შორის, იმასაც დაგვპირდა, ხალხთან ერთად ავიღებ ხოლმე ბილეთებს და ისე ვიფრენ აქეთ-იქითო – დღეს რომ საკუთარი ბოინგი ჰყავს,საკუთარი სასახლე აქვს და მისი მთავრობის წევრების ხელფასები კოლოსალურ თანხებს რომ აღწევს (ჩვენთვის, ჩვეულებრივ მოკვდავთათვის კოლოსალურს), მოდი და ნუ გაგიკვირდება, მიშა ხომ არასოდეს ტყუის?! ეტყობა, მონტაჟი იყო “მაშინ!”

5.მიშა რომ ხიდებს ხსნის და მეორე დღეს ამ ხიდების ალი-კვალი აღარაა დარჩენილი, ესეც მიკვირს რატომღაც…

6.ერთი პერიოდი რომ ასეთი ლოზუნგი ჰქონდათ ნაცებს – “მე და მიშა გპირდებით, მალე სოხუმში ვიქნებით”-ო, და დღეს რომ საქართველოს იმაზე მეტი ტერიტორია “ჩამოაჭრა” რუსეთმა, ვიდრე შევარდნაძის დროს გვქონდა “ჩამოჭრილი”, ხოლო ნაცების მხარდამჭერები ამაზე რომ მპასუხობენ – რა მიშას ბრალია პუტინი თუ ნაბ**ვარიაო – ესეც მიკვირს. არა, პრინციპში, უკვე აღარ მიკვირს ეს.

ჰოდა, ჩემს ნაცნობსაც და არამარტო მას, ნაც.მოძრაობის ყველა მხარდამჭერს მინდა გითხრათ – ჩვენ გვიჭირს, ბატონებო, და თქვენი ფასადური აღმშენებლობა – სულ ცალ ფეხზე გვკიდია!

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...