planetanews Posted June 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 15, 2012 http://rustavi2.com/news_photos/06_12/61061.jpg შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ჰილარი კლინტონის ვიზიტის შედეგებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას აქვეყნებს. განცხადებაში იმ შედეგებზეა საუბარი, რასაც ბათუმში ოთხმა სამუშაო ჯგუფმა მიაღწია. ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ვაშინგტონი საქართველოს საჰაერო, სანაპირო დაზვერვის და თავდაცვის სისტემის განვითარებაში დაეხმარება, ასევე განაახლებს ქვეყნის სამხედრო ვერტმფრენებს. შეთანხმების მიხედვით, ამერიკელი ინსტრუქტორები ჩაატარებენ ტრენინგს ქართველი სამხედრო პერსონალისთვის. კლინტონის ვიზიტის ფარგლებში, სამთავრობო და დემოკრატიის სამუშაო ჯგუფმა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობასა და სასამართლოს რეფორმებზე ისაუბრა.განცხადებაში ხაზგასმულია ქვეყნის პროგრესი უმცირესობების უფლებათა დაცვის კუთხით. ვაჭრობის და ეკონომიკის ჯგუფმა თავისუფალი ვაჭრობის საკითხი განიხილა. გადაწყდა, რომ ვაშინგტონი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ნეიტრალურ დოკუმენტებს აღიარებს. მხოლოდ ამგვარი საბუთით შეეძლებათ მათ შტატებში მოგზაურობა. მხარეებმა სავიზო რეჟიმზეც ისაუბრეს, რომელიც მალე სამეცნიერო დარგში მოღვაწე პირებისთვის საგრძნობლად გამარტივდება. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts