planetanews Posted June 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 15, 2012 http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg გუშინ ღამის 10 საათისთვის დასრულდა კომპანია `გლობალ ტივის` ამერიკელი მფლობელის დაკითხვა თბილისის აეროპორტში. ალექსანდრ რონჟესი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მოწმის სტატუსით დაკითხეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის თურქეთის გავლით შეერთებულ შტატებში წასვლას გეგმავდა - მის მიერ შესრულებულ ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებით კი საგამოძიებო სამსახურს გარკვეული კითხვები ჰქონდა. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიება "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით" მიმდინარეობს. მიღებული ინფორმაციის თანახმად, რონჟესმა 2004 წლის ოქტომბერში 180 ათას ლარად შეიძინა უძრავი ქონება, რომელიც 2012 წლის 8 ივნისს გაასხვისა შპს „ლიზინგი 21”-ზე, 3 მილიონ 100 ათას ლარად და მიღებული თანხის დიდი ნაწილი ნაღდი ფულის სახით გაიტანა საბანკო ანგარიშიდან, რაც კანონით საეჭვო ოპერაციას წარმოადგენს. ვინაიდან საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას მან არ მოახდინა თანხის დეკლარირება, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია ალექსანდ რონჟესი მოწმის სახით დაეკითხვა. აეროპორტში იმყოფებოდნენ "გლობალ ტივის" სხვა მფლობელები და რონჟესის ადვიოკატებიც. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts