planetanews Posted June 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 15, 2012 http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg შინდისში მდებარე საცდელი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები, სადაც პომიდვრის ჩითილებს რგავენ, დღეს, პრეზიდენტმა დაათვალიერა. ნარგავები აქ ინოვაციური სისტემით ირწყვება – ჩითილებს, წყალთან ერთად, ყველა აუცილებელი მინერალიც მიეწოდება. მიხეილ სააკაშვილი ნაკვეთზე სწორედ იმ დროს მივიდა, როდესაც იქ აგროტური მიმდინარეობდა. პრეზიდენტი ტურის მონაწილეებს შეუერთდა და ნაკვეთის დათვალიერება მათთან ერთად განაგრძო. გზად პრეზიდენტმა რიგით შემხვედრ მოსახლეობას შესთავაზა, ერთად დაეთვალიერებინათ ქარელის ფერმერთა მომსახურების ცენტრი. ავტობუსით ერთად მგზავრობის დროს, მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივებს გაესაუბრა და მათი სათხოვარიც მოისმინა. ზოგიერთი პრობლემის მოგვარება კი მან ავტობუსშივე დაიწყო. უშუალო საუბრის დროს ერთ-ერთმა ქალმა ისიც თქვა, რომ აქამდე პრეზიდენტისა და მოსახლეობის შეხვედრები მონტაჟი ეგონა, ვინაიდან არ სჯეროდა, რომ იქ ამდენი ხალხი მიდიოდა. თუმცა ახლა ამაში თავად დარწმუნდა. ქარელის ფერმერთა მომსახურების ცენტრის დათვალიერების შემდეგ, პრეზიდენტმა და სოფლის მცხოვრებლებმა ისევ ერთად, ავტობუსით, დატოვეს ტერიტორია. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts