planetanews Posted June 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 15, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/saxalxo_kreba_11-150x150.jpg“დევნილთა სამოქალაქო მოძრაობამ” და “სახალხო კრების” დევნილთა კომიტეტმა დღეს, აფრიკის დასახლებაში, ენუქიძის #7-ში განცხადება გააკეთეს.დევნილთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მამუკა აჩბამ ყურადღება აღნიშნული საცხოვრებლიდან ერთ-ერთი დევნილი ქალბატონის, მერი ზიბზიბაძესთან დაკავშირებით გაამახვილა. მისი თქმით, ის დაბადებულია და ცხოვრობდა აფხაზეთში, ხოლო იმის გამო, რომ არის მეუღლის გვარზე, მეუღლე კი არ გახლავთ დევნილი მას დევნილის სტატუსი შეუჩერდაი.აჩბამ აღნიშნა, რომ 7 ივნისს, მისი სახლში არყოფნის დროს მასთან მივიდნენ სასამართლოს აღმასრულებლები და მთელი ავეჯი ნივთებთან და ფულად დანაზოგთან ერთად ქუჩაში გამოუყარეს.მამუკა აჩბას განცხადებით, საქართველოში დევნილთა უფლებები ყოველდღიურად უარესდება. “დევნილთა და განსახლების სამინისტრო შემოდინებულ თანხებზე ინფორმაციას არ ასაჯაროებს და საფუძვლიან ეჭვს იწვევს მათი არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ. სამინისტროში აცხადებენ, რომ ფულადი კომპენსაციით უკვე დააკმაყოფილეს 22 000-მდე ოჯახი, მაგრამ ყველასთვის გაუგებარია, თუ რა კრიტერიუმით აირჩიეს ეს ოჯახები. ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით არიან არჩეულები”, – განაცხადა აჩბამ.opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts