planetanews Posted June 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 15, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/medvedev-300x224.jpgმედვედევი მოუწოდებს, ერვაზიული კავშირისთვის ერთიანი ვალუტის შემოღებაზე ფიქრი უკვე დღეს დაიწყოს.“ევრაზიულ კავშირში ერთიანი ვალუტის შემოღება დღევანდელი ამოცანა არაა, მაგრამ ამის შესახებ ფიქრი აუცილებელია“, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის მთავრობის მეთაურმა დიმიტრი მედვედევმა. „საჭიროა ევრაზიული კავშირის მასშტაბით ვიფიქროთ, რომელიც 2015 წელს უნდა დაფუძნდეს, რომელიც სხვათაშორის მოიცავს ისეთ საკითხებს, რომლებიც ჯერჯერობით მხოლოდ მიმდინარე საუბრების თემაა, თუმცა მათ შესახებ უნდა გვახსოვდეს, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ გლობალური ბაზრების არასტაბილურობას“, – განაცხადა დ.მედვედევმა პარასკევს, ეკონომიკურ ფორუმზე „ერთიანი ეკონომიკური სივრცე: სამრეწველო განვითარების ახალი შესაძლებლობები“, სიტყვით გამოსვლისას.მან განმარტა, რომ იგულისხმება „ერთიანი ანგარიშგების ერთეულის შექმნის“ საკითხები.მისი თქმით, საუბარია ერთიან ვალუტაზე. „ეს დღევანდელი დღის აკვიატება არაა, ამაზე ფიქრია საჭირო“, – განაცხადა მედვედევმა.opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts