planetanews Posted June 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 15, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/mamuka-jibladze-224x300.jpgმამუკა ჯიბლაძის გაუჩინარებასთან დაკავშირებით დღეს, მისმა კოლეგებმა, გამოცდების ეროვნული ცენტრისა და ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის თანამშრომლებმა განცხადებას გაავრცელეს. აღნიშნული განცხადების ტექსტს opinion.ge უცვლელად გთავაზობთ:“მამუკა ჯიბლაძე არის უაღრესად ნიჭიერი, ფართო მათემატიკური ხედვის მქონე მათემატიკოსი. მას მიღებული აქვს მეცნირების დოქტორის ხარისხი ბელგიაშიც და საქართველოშიც. მამუკა არის ფუნდამენტური შრომების ავტორი და საერთაშორისო რანგის მეცნიერი, რომელიც დიდი პატივისცემით სარგებლობს, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი არაერთ მათემატიკურ დარგში, განსაკუთრებით – კატეგორიათა თეორიაში, სადაც მისი წვლილი საქვეყნოდ აღიარებულია.წლების განმავლობაში მამუკა იყო ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ხოლო 2011 წლიდან იგი არის ამავე ინსტიტუტის მათემატიკური ლოგიკის განყოფილების გამგე. მამუკა არასდროს ყოფილა დაინტერესებული ფორმალური რეგალიებით, მაგრამ მისი როლი ინსტიტუტის საქმიანობის უკლებლივ ყველა სფეროში სრულიად ფასდაუდებელია.გარდა ამისა, მამუკა მუშაობს განათლების სფეროშიც, კერძოდ, იყო გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელი. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მამუკას წვლილი სკოლის საატესტატო გამოცდების კომპიუტერული სისტემის შექმნაში არის გადამწყვეტი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.მამუკა არის უაღრესად კეთილი, უკონფლიქტო, სიყვარულით აღსავსე, ღრმად მორწმუნე ადამიანი. თავისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, მამუკა სარგებლობს განსაკუთრებული პატივისცემით და გულითადი სიყვარულით კოლეგებსა და მეგობრებში. სწორედ ამის გამო ძლიერ შეშფოთებულები ვართ მისი უეცარი გაუჩინარებით. ჩვენ მოვალეობად მიგვაჩნია, საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ არა მარტო ქართული, არამედ მსოფლიო საზოგადოებისათვის სრულიად უნიკალური ადამიანის გაუჩინარების ფაქტს. მიგვაჩნია, რომ ყველა ძალა უნდა იყოს მიმართული მამუკას საპოვნელად.ვთხოვთ სამართალდამცავ ორგანოებს, მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება და რესურსი მიმართონ ამ ფაქტის გამოძიებისკენ. ასევე გვინდა ვთხოვოთ უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მიმართონ თავიანთი ყურადღება მამუკა ჯიბლაძის გაუჩინარების ფაქტისაკენ და დაეხმარონ მის ოჯახს, მეგობრებსა და თანამშრომლებს, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოვიპოვოთ ინფორმაცია ამ სრულიად განსაკუთრებული ადამიანის შესახებ”.opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts