planetanews Posted June 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 15, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/grigolvashaze2-300x216.jpgსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს, პირველ ვიცე პრემიერ-მინისტრ ვალერი ხოროშევსკის, საგარეო საქმეთა მინისტრ კოსტიანტინ გრიშჩენკოსა და უმაღლესი რადას თავმჯდომარეს ვოლოდიმირ ლიტვინს შეხვდა.შეხვედრებზე საქართველო-უკრაინის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და არსებული ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს. აგრეთვე საუბარი შეეხო საერთაშორისო-სამართლებრივი ბაზის შემდგომ სრულყოფას, მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროებში ურთიერთობებს განავითარებენ და ორი ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტების ერთობლივ განხორციელებას ხელს შეუწყობენ. ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 20 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას და „საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის სამთავრობო კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილების შეტანის შესახებ” ოქმს მოაწერეს ხელი. opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts