Jump to content
Planeta.Ge

from opinion.ge- კომუნიკაციების კომისიამ “სტერეო +”-თან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა


Recommended Posts

http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/komunikaciebis_komisia-300x136.pngსაქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს “სტერეო +”-თან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. აღნიშნული განცხადების ტექსტს opinion.ge უცვლელად გთავაზობთ.

“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, შპს “სტერეო+”–ის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გათვალისწინებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და კომუნიკაციების ფაკულტეტს მიმართა და ტექნიკური დასკვნა კიდევ ერთი მტკიცებულების სახით მოითხოვა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან მიღებული პასუხის თანახმად, ანალოგური სატელევიზიო კონვერტაციის მოწყობილობებს წარმოადგენენ ე.წ კოდეკები, რაც უზრუნველყოფს კოდირებული სიგნალის გავრცელებას, ხოლო სიგნალის მიმღები ობიექტი აღჭურვილი უნდა იყოს სკრემლერებით, რაც კოდირებული სიგნალის სრულფასოვან მიღებას უზღუნველყოფს. ტექნიკურ დასკვნაში ნათქვამია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით ზემოაღნიშნულის განხორციელება უპრობლემოდ არის შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ შპს “სტერეო+”–ის ხელმძღვანელი, დავით ზილფიმიანი აცხადებდა, რომ “სტერეო+”–ის მიზანი არ იყო ტელეკომპანია “მეცხრე არხის” სიგნალის ღია ეთერით გავრცელება და ეს ფიზიკის კანონებიდან გამომდინარე რადიოხაზებით მომსახურების განხორციელების თანმდევი აღმოუფხვრელი მოვლენა იყო. კომისიამ წინა კვირაში შესთავაზა “სტერეო+”–ს პრობლემის კოდირებული სიგნალის გაშვებით მოხსნა და, ამავე, დროს კომისიის რეკომენდაციისთვის უფრო მაღალი სანდოობის შეძენისთვის, ტექნიკური დასკვნისთვის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსაც მიმართა. ენერგეტიკისა და კომუნიკაციების ფაკულტეტის მიერ მომზადებული ტექნიკური დასკვნა დაემთხვა კომისიის პოზიციას, რაც კომისიისთვის არ ყოფილა მოულოდნელი. სურვილის შემთხვევაში, კომისია მზად არის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიაწოდოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დასკვნის ასლი”.

opinion.ge

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...