planetanews Posted June 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 15, 2012 ##image#9436#1#ათონის წმიდა მთის ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ეფრემი, რომელსაც საბერძნეთი კორუფციულ საქმიანობაში სდებს ბრალს, ამავე ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ, სასამართლოსთვის წინააღმდეგობის გაწევის ნაწილში გაამართლა. თუმცა ეს ბრალდების მხოლოდ მეორეხარისხოვანი ნაწილია. 2012 წლის დასაწყისში იღუმენმა ეფრემმა უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ კორუფციული საქმეების ბრალდებით ციხეში სამი თვე გაატარა.იღუმენ ეფრემს, გამოძიების დაწყების შემდეგ მხარი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მოსკოვის საპატრიარქომ დაუჭირეს. წინა წელს, ეფრემმა ათონის მთიდან რუსეთში ღვთისმშობლის სარტყელი ჩაიტანა. მართლმადიდებლურმა რელიკვიამ ქრისტე მაცხოვრის ტაძარში მილიონობით ადამიანი მიიზიდა და ხელისუფლების საარჩევნო კამპანიის ნაწილად იქცა. ამჟამად ეფრემი სასამართლო განაჩენს ელოდება. საბერძნეთის სახელმწიფო ამტკიცებს, რომ სასულიერო პირის უკანონო გარიგებებმა ქვეყანას მნიშვნელოვანი ზარალი მოუტანა. იღუმენი ყველა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ბარტერულ გარიგებებში მონასტერსა და სახელმწიფოს შორის ყველაფერი კანონის სრული დაცვით ხორციელდებოდა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts