Jump to content
Planeta.Ge

tabula.ge: ნაპერწკლიდან აინთება ალი


Recommended Posts

##image#9360#1#1 ივ­ნისს The New York Times-ში გა­მოქ­ვეყ­ნდა ჟურ­ნა­ლისტ დე­ვიდ სან­გე­რის წე­რი­ლი, რო­მე­ლიც ამე­რი­კის მხრი­დან ირა­ნის ბირ­თვუ­ლი პროგ­რა­მის შე­ფერ­ხე­ბის­თვის კი­ბე­რი­ა­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბას ეხე­ბო­და. ამა­ვე სა­კით­ხზე და­წე­რი­ლი მი­სი წიგ­ნი კი 5 ივ­ნისს გა­მო­ვი­და. სან­გე­რის ნაშ­რო­მი ამე­რი­კე­ლი და ევ­რო­პე­ლი, ყო­ფი­ლი და ახ­ლან­დე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის, აგ­რეთ­ვე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის მი­ერ მო­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი.

წე­რი­ლის მი­ხედ­ვით, კი­ბე­რი­ა­რაღ­ზე მუ­შა­ო­ბა 2006 წელს, ექ­სპრე­ზი­დენტ ჯორჯ ბუ­ში უმ­ცრო­სის დროს და­იწ­ყო სა­ი­დუმ­ლო პროგ­რა­მის, „ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის” ფარ­გლებ­ში. ბუ­ში შეშ­ფო­თე­ბუ­ლი იყო ირა­ნის ბირ­თვუ­ლი პროგ­რა­მით და ის­რა­ე­ლის შე­საძ­ლო სამ­ხედ­რო ჩა­რე­ვით. მას არ სურ­და ახ­ლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში ახა­ლი ცხე­ლი წერ­ტი­ლი გა­ჩე­ნი­ლი­ყო და კი­ბე­რალ­ტერ­ნა­ტი­ვის გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე და­თან­ხმდა მას­ზე მუ­შა­ო­ბის დაწ­ყე­ბას. მას შემ­დეგ, რაც 2008 წელს ბუ­შის პრე­ზი­დენ­ტო­ბის ვა­და ამო­ი­წუ­რა, მან თა­ვის მემ­კვიდ­რეს, ბა­რაკ ობა­მას სთხო­ვა, პროგ­რა­მა არ და­ე­ხუ­რა. ობა­მას კი­ბე­რი­ა­რა­ღის იდეა მო­ე­წო­ნა, ამი­ტომ პროგ­რა­მის გა­ფარ­თო­ე­ბა და მოქ­მე­დე­ბა­ში მოყ­ვა­ნა გა­დაწ­ყვი­ტა.

ირა­ნის ბირ­თვუ­ლი ამ­ბი­ცი­ე­ბის და­სათ­რგუ­ნად შექ­მნი­ლი მავ­ნე კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მის (რო­მელ­საც აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ Stuxnet-ი ეწო­და) ტექ­ნი­კურ მხა­რე­ზე ამე­რი­კის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი უსაფ­რთხო­ე­ბის პერ­სო­ნა­ლი მუ­შა­ობ­და. პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი იყო ის­რა­ე­ლიც. მათ ამე­რი­კე­ლებს მი­ა­წო­დეს რო­გორც ტექ­ნი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზა, ისე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­დაზ­ვერ­ვო ინ­ფორ­მა­ცია.

Stuxnet-ის დას­რუ­ლე­ბას და­ახ­ლო­ე­ბით 2 წე­ლი დას­ჭირ­და. მას კონ­კრე­ტუ­ლი სა­მიზ­ნე ჰქონ­და – ნა­თან­ზის ბირ­თვუ­ლი რე­აქ­ტო­რის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი სის­ტე­მა (სხვა კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მებს Stuxnet-ი რა­ი­მე სა­ხის ზი­ანს არ აყე­ნებს). ამოქ­მე­დე­ბამ­დე პროგ­რა­მას ტეს­ტი­რე­ბა უნ­და გა­ევ­ლო, რის­თვი­საც სა­ჭი­რო იყო გერ­მა­ნუ­ლი კორ­პო­რა­ცია Siemens-ის P-1 მო­დე­ლის ცენ­ტრი­ფუ­გე­ბი და მა­თი სა­მარ­თა­ვი სის­ტე­მა (რომ­ლებ­საც ირა­ნე­ლე­ბი ნა­თან­ზში იყე­ნებ­დნენ).

აღ­მოჩ­ნდა, რომ სა­ჭი­რო მო­დე­ლის ცენ­ტრი­ფუ­გე­ბი ბედ­ნი­ე­რი შემ­თხვე­ვის წყა­ლო­ბით ამე­რი­კე­ლებ­საც ჰქონ­დათ. 2003 წელს ლი­ბი­ის ყო­ფილ­მა დიქ­ტა­ტორ­მა მუ­ა­მარ კა­და­ფიმ სა­კუ­თა­რი ბირ­თვუ­ლი პროგ­რა­მის გაგ­რძე­ლე­ბა გა­და­ი­ფიქ­რა და ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა ამე­რი­კას გა­დას­ცა.

ტეს­ტი­რე­ბის შემ­დეგ დღის წეს­რიგ­ში დად­გა Stuxnet-ის ნა­თან­ზის კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მამ­დე მი­ტა­ნის სა­კით­ხი. ბირ­თვუ­ლი რე­აქ­ტო­რი, უსაფ­რთხო­ე­ბის მო­ტი­ვით, ინ­ტერ­ნეტ­თან პირ­და­პირ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არ იყო, მაგ­რამ ამე­რი­კამ და ის­რა­ელ­მა რე­აქ­ტორ­ში მო­მუ­შა­ვე ინ­ჟინ­რე­ბის და­უ­დევ­რო­ბის თუ შპი­ო­ნა­ჟის სა­შუ­ა­ლე­ბით თა­ვი­ან­თი კი­ბე­რი­ა­რა­ღის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე მი­ტა­ნა მა­ინც მო­ა­ხერ­ხეს.

ამე­რი­კის სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რებ­მა მა­ლე მო­ი­პო­ვეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ცენ­ტრი­ფუ­გე­ბი მწყობ­რი­დან გა­მო­დი­ო­და, ირა­ნე­ლე­ბი კი მი­ზეზს ვერ ხვდე­ბოდ­ნენ. მათ რე­აქ­ტო­რის პერ­სო­ნა­ლი შეც­ვა­ლეს. Stuxnet-ის გა­მორ­ჩე­უ­ლი ღირ­სე­ბა ის იყო, რომ ცენ­ტრი­ფუ­გე­ბი მწყობ­რი­დან ისე გა­მოჰ­ყავ­და (ზედ­მე­ტი და და­უ­ბა­ლან­სე­ბე­ლი დატ­ვირ­თვით), თით­ქოს მა­თი სა­მარ­თა­ვი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში იყო. ამე­რი­კე­ლე­ბი ის­რა­ელ­თან ერ­თად აახ­ლებ­დნენ პროგ­რა­მას და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბულ ვერ­სი­ებს უშ­ვებ­დნენ ნა­თან­ზში. სა­ბო­ლო­ოდ ამ გა­ნახ­ლე­ბებ­მა კი­ბე­რი­ა­რა­ღი გა­მო­ა­აშ­კა­რა­ვეს.

პროგ­რა­მა ინ­ტერ­ნეტ­ში არ უნ­და მოხ­ვედ­რი­ლი­ყო, თუმ­ცა ერთ-ერთ გა­ნახ­ლე­ბა­ში პროგ­რა­მუ­ლი შეც­დო­მა გა­ი­პა­რა და 2010 წლის და­საწ­ყის­ში რე­აქ­ტორ­ში მო­მუ­შა­ვე ინ­ჟინ­რის კომ­პი­უ­ტე­რი­დან Stuxnet-ი ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და. მა­ლე მთელ­მა მსოფ­ლი­ომ შე­იტ­ყო მის შე­სა­ხებ, თუმ­ცა სან­გე­რის მი­ერ ცი­ტი­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტე­ბი პროგ­რა­მას მა­ინც წარ­მა­ტე­ბუ­ლად აფა­სე­ბენ, რად­გან, მა­თი აზ­რით, Stuxnet-მა ირა­ნის ბირ­თვუ­ლი პროგ­რა­მა 1,5-2 წლით და­ა­მუხ­რუ­ჭა. ექ­სპერ­ტთა ნა­წილს მი­აჩ­ნია, რომ ირა­ნე­ლე­ბი მხო­ლოდ 1 წლით და­ყოვ­ნდნენ.

სენ­გე­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ ობა­მა პროგ­რა­მის ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბამ შე­აშ­ფო­თა. თეთ­რი სახ­ლი უარ­ყოფ­და სა­კუ­თა­რი ჩა­რე­ვის ამ­ბავს, ვი­ნა­ი­დან ამე­რი­კის მი­ერ კი­ბე­რი­ა­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბას სხვა ქვეყ­ნე­ბი ან ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც შე­იძ­ლე­ბო­და წა­ე­ხა­ლი­სე­ბი­ნა კი­ბე­რი­ა­რა­ღის გან­ვი­თა­რე­ბის­კენ. მი­უ­ხე­და­ვად ამე­რი­კის კი­ბერ­შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა, ის ყვე­ლა­ზე მე­ტად არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ულ სის­ტე­მებ­ზე.

სან­გე­რი ახალ მავ­ნე კომ­პი­უ­ტე­რულ პროგ­რა­მა­ზე, Flame-ზეც (ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რო­გორც Wiper და Viper) სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თი თვის წინ აღ­მო­ა­ჩი­ნეს. თუ Stuxnet-ს კონ­კრე­ტუ­ლი სა­მიზ­ნე (ნა­თან­ზის ბირ­თვუ­ლი რე­აქ­ტო­რის ცენ­ტრი­ფუ­გე­ბი) ჰქონ­და, Flame-ი უფ­რო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პროგ­რა­მაა და მი­სი მი­ზა­ნი შპი­ო­ნა­ჟია. პროგ­რა­მის ფუნ­ქცი­ო­ნა­ლუ­რო­ბას ხაზს უს­ვამს ზო­მაც (20 მე­გა­ბა­ი­ტი), რაც მავ­ნე პროგ­რა­მის­თვის ძა­ლი­ან დი­დია (Stuxnet-ი და­ახ­ლო­ე­ბით 40-ჯერ ნაკ­ლე­ბი მო­ცუ­ლო­ბის, 500 კი­ლო­ბა­ი­ტი იყო).

Flame-ი აგ­რო­ვებს მომ­ხმა­რებ­ლის მი­ერ კლა­ვი­ა­ტუ­რა­ზე აკ­რე­ფილ ყო­ველ სიმ­ბო­ლოს და იპა­რავს კომ­პი­უ­ტერ­ში გან­თავ­სე­ბულ ##image#9361#1#ინ­ფორ­მა­ცი­ას. თუ მომ­ხმა­რე­ბელს ელექ­ტრო­ნუ­ლი ფოს­ტა ან მე­სენ­ჯე­რი პროგ­რა­მა (მა­გა­ლი­თად, ICQ) აქვს გახ­სნი­ლი, მა­შინ Flame-ი ყო­ველ 15 წამ­ში აკე­თებს სკრინ­შოტს. მას აგ­რეთ­ვე შე­უძ­ლია კომ­პი­უ­ტე­რის მიკ­რო­ფო­ნის ჩარ­თვა და სა­უბ­რის ჩა­წე­რა, Bluetooth-ის ჩარ­თვა და და­კავ­ში­რე­ბის არე­ალ­ში არ­სე­ბუ­ლი სხვა მოწ­ყო­ბი­ლო­ბე­ბი­დან ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა. მოგ­რო­ვე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას Flame-ი რამ­დე­ნი­მე და­ნიშ­ნუ­ლე­ბის პუნ­ქტის­კენ გზავ­ნის.

ექ­სპერ­ტე­ბის გან­მარ­ტე­ბით, Flame-ის მი­ზა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის თვალ­თვა­ლი არ არის. თუ სერ­ვერ­ზე გაგ­ზავ­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცია პროგ­რა­მის შექ­მნე­ლე­ბის­თვის არაა სა­ინ­ტე­რე­სო, მა­შინ Flame-ი კომ­პი­უ­ტერ­ში თა­ვად­ვე შლის სა­კუ­თარ თავს. ექ­სპერ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც პროგ­რა­მის კომ­პი­უ­ტე­რულ კოდს იკ­ვლე­ვენ, აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ Flame-ს სა­კუ­თა­რი კვა­ლის გაქ­რო­ბა უნაკ­ლოდ შე­უძ­ლია.

Flame-ის შექ­მნი­სა და ამოქ­მე­დე­ბის ზუს­ტი თა­რი­ღი უც­ნო­ბია. სა­ვა­რა­უ­დოდ, ის 2-3 წლის წინ გავ­რცელ­და და მი­სი მოქ­მე­დე­ბის არე­ა­ლი ახ­ლო აღ­მო­სავ­ლე­თია. ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რე­ბის დი­დი ნა­წი­ლი პა­ლეს­ტი­ნის, სუ­და­ნის, სი­რი­ის, ლი­ბა­ნი­სა და ირა­ნის სამ­თავ­რო­ბო სა­ა­გენ­ტო­ებს, სა­ჯა­რო ინ­სტი­ტუ­ტებ­სა და კერ­ძო კომ­პა­ნი­ებს ეკუთ­ვნით.

გა­მო­ით­ქვა ვა­რა­უ­დი Stuxnet-ისა და Flame-ის ურ­თი­ერ­თკავ­ში­რის შე­სა­ხებ, თუმ­ცა მი­მომ­ხილ­ვე­ლე­ბი, პროგ­რა­მე­ბის სირ­თუ­ლის გა­მო, მათ­ზე ერ­თი და იმა­ვე ჯგუ­ფის მუ­შა­ო­ბას გა­მო­რიც­ხა­ვენ. სან­გე­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ თეთ­რი სახ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა Flame-თან კავ­ში­რი უარ­ყვეს.

სან­გე­რის წე­რი­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას ობა­მას ოპო­ნენ­ტე­ბი ენ­თუ­ზი­აზ­მით არ შეხ­ვედ­რი­ან. მათ თეთ­რი სახ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ჟონ­ვის კი­დევ ერ­თი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი კამ­პა­ნი­ის გა­მო გა­აკ­რი­ტი­კეს. მარ­ტში თეთ­რი სახ­ლი­დან გა­ჟო­ნა ინ­ფორ­მა­ცი­ამ, თით­ქოს აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ის­რა­ელს სა­კუ­თარ აე­როდ­რო­მებს უთ­მობ­და ირან­ზე თავ­დას­ხმის­თვის. მა­შინ თეთ­რი სახ­ლი ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო გეგ­მე­ბის სა­ბო­ტაჟს ისა­ხავ­და მიზ­ნად, ახ­ლა კი, ობა­მას კრი­ტი­კო­სე­ბის აზ­რით, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მი­ზა­ნი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ ირა­ნის თე­მის მა­ნი­პუ­ლა­ცი­ით პრე­ზი­დენ­ტის იმი­ჯის ამაღ­ლე­ბაა. ჩარლზ კრა­უტ­ჰა­მერ­მა თეთ­რი სახ­ლის ქმე­დე­ბა სკან­და­ლად შე­ა­ფა­სა. ობა­მას ად­მი­ნის­ტრა­ცია გა­აკ­რი­ტი­კა სე­ნა­ტორ­მა ჯონ მაკ­კე­ინ­მაც.

პო­ლი­ტი­კურ­მა მი­მომ­ხილ­ვე­ლებ­მა, მათ შო­რის, კრა­უტ­ჰა­მერ­მა და უოლ­ტერ რა­სელ მიდ­მა, თეთ­რი სახ­ლი სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ის გამ­ხე­ლა­შიც და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. მა­თი თქმით, კი­ბე­რი­ა­რაღ­ზე მუ­შა­ო­ბის კო­დუ­რი სა­ხელ­წო­დე­ბის, მას­ში ჩარ­თუ­ლი ამე­რი­კი­სა და ის­რა­ე­ლის სამ­სა­ხუ­რე­ბი­სა და ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში ორი­ვე ქვეყ­ნის ქმე­დე­ბებს ხელს შე­უშ­ლის. მით უმე­ტეს, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ, რო­გორც სან­გე­რის მი­ერ ცი­ტი­რე­ბუ­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, კი­ბე­რო­პე­რა­ცი­ე­ბი ისევ გრძელ­დე­ბა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...