planetanews Posted June 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 15, 2012 Новая Газета-ს მთავარი რედაქტორის მოადგილემ, სერგეი სოკოლოვმა, რუსეთი მას შემდეგ დატოვა, რაც ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტის უფროსი, ალექსანდრ ბასტრიკინი მას ტყეში დაემუქრა. 13 ივნისს გაზეთის მთავარმა რედაქტორმა დმიტრი მურატოვმა გამოაქვეყნა ღია წერილი ბასტრიკინის მიმართ, მოთხოვნით, უზრუნველეყო რედაქციის ყველა თანამშრომლის უსაფრთხოება. როგორც მთავარი რედაქტორი წერს, ბასტრიკინმა სოკოლოვი 4 ივლისს კავკასიაში სამუშაო ვიზიტით მიიწვია. მიწვევის მიზეზი კრიტიკული სტატია გახდა. შეხვედრის შემდეგ ბასტრიკინმა ის ტყეში წაიყვანა და მოკვლით დაემუქრა.მთავარი რედაქტორის განცხადებით სოკოლოვმა რუსეთი მისი ”პირადი ბრძანებით”, უსაფრთხოების მოსაზრებებით დატოვა. ალექსანდრ ბასტრიკინმა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა. ”მე მსურს მოვუბოდიშო დიმიტრი მურატოვს იმ ემოციური აფეთქების გამო, რომელიც მე შეხვედრის დროს დავუშვი” – განაცხადა მან. ბასტრიკინმა მოგვიანებით უარყო ტყეში მომხდარი ინციდენტი და განაცხადა, რომ უბრალოდ ემოციურად აფეთქდა სოკოლოვის ”თავხედური” და ”უმსგავსო” სტატიის გამო. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts