planetanews Posted June 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 15, 2012 სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემო შეაფასა და მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.ორგანიზაციის შეფასებით, წინასაარჩევნო გარემო წინა თვესთან შედარებით უფრო დამძიმებულია.,,სამართლიანი არჩევნების დაკვირვებით მონიტორინგის პერიოდში დაფიქსირდა სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების 10, მუქარის და ზეწოლის -9, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების -2, ჟურნალისტების საქმიანობისთვის ხელისშეშლის -4, სადამკვირვებლო ორგანიზაციის საქმიანობის ხელისშეშლის -2 და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 6 შემთხვევა.’’-განაცხადა ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ნინო ლომჯარიამ.ანგარიში მოიცავს ინფორმაციას კონტროლის პალატის საქმიანობის შესახებაც, ასევე ინფორმაციებს პოლიტიკური პარტიების მიერ განხორციელებული საჯარო შეხვედრებისა და მოქალაქეებისთვის მიცემული დაპირებების შესახებ.სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მეორე შუალედური ანგარიში, 2012 წლის 4 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, ასევე იმ მოვლენებს, რომლებიც 4 მაისამდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდში მიმდინარეობდა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts