planetanews Posted June 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 15, 2012 http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-bass-politika-2.jpgთბილისი, 15 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა განაცხადა, რომ თბილისსა და თეირანს შორის არსებული ურთიერთობები აშშ-სა და საქართველოს შორის მიმდინარე დიალოგის განსახილველი საკითხია, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია ის მოცემულობა, რომ ირანი და საქართველო ერთ სამეზობლოს წარმოადგენენ.<span style="font-size: 10pt;" />ვაშინგტონში ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას ჯონ ბასმა განაცხადა, რომ კარგია, როცა თბილისი ირანელებს უვიზო რეჟიმით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს, რათა ისინი ესტუმრონ საქართველოს და ნახონ, რა ხდება მეზობელ დემოკრატიულ სახელმწიფოში. თუმცა მან იქვე დასძინა, რომ ვაშინგტონს არ სურს, რომ თუნდაც უნებლიეთ საქართველო გახდეს ის ადგილი, სადაც საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი ირანული კომპანიები ამ სანქციებისთვის თავის არიდებას შეძლებენ. საქინფორმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts