planetanews Posted June 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 15, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/28769201-300x199.jpgამ წუთებში ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კოალიცია “არჩევნის თავისუფლებისთვის” სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრას ესწრებიან ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და საარჩევნო საკითხით დაინტერესებული მოქალაქეები.შეხვედრას, აგრეთვე, ესწრებიან კოალიცია “არჩევნის თავისუფლებისთვის” წევრები – ირაკლი მელაშვილი, კოტე კანდელაკი და მაგდა პოპიაშვილი. შეხვედრის მთავარი თემა კამპანიის – “ეს შენ გეხება” საქმიანობა და მისი პოპულარიზაციაა რეგიონებში. გარდა ამისა, შეხვედრაზე მთავარ საკითხებად წამოიჭრა ადამიანის უფლებათა საკითხები, მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა ურთიერთობის პრობლემები.კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ საქართველოს რეგიონებში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებთან, აგრეთვე, აქტიურ მოქალაქეებთან შეხვედრებს დღეიდან იწყებს. შეხვედრების მიზანია, საზოგადოებამ მიიღოს მეტი ინფორმაცია კამპანიის – „ეს შენ გეხება“ – თაობაზე, მისი მიზნებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ; აგრეთვე, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მისი გაჯანსაღებისთვის აუცილებელი ღონისძიებების თაობაზე.შეხვედრების შემდეგ კოალიცია დააფუძნებს ჯგუფებს, რომლებიც აქტიურად გაუწევენ მონიტორინგს წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ ვითარებას, მოაგროვებენ შესაბამის მასალებს და საზოგადოებას წარუდგენენ საკუთარ ანგარიშებს ამ პერიოდში გამოვლენილი დარღვევების შესახებ.კოალიცია “არჩევნის თავისუფლებისთვის” სამეგრელოს კოორდინატორად „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელი დავით ფაცაცია დაინიშნა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts