planetanews Posted June 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 15, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/logo-42-263x300.jpgადამიანის უფლებათა დაცვის გაეროს მექანიზმების თაობაზე ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ გორელი ადვოკატებისათვის ტრენინგი გამართა.შეხვედრაზე, რომელსაც ოცამდე ადვოკატი ესწრებოდა, განხილული იქნა გაეროსთვის მიმართვის პროცედურები, გაეროს კომიტეტებში საქმის განხილვის წესი და ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები. ადვოკატებმა მათთვის საინტერესო სამართლებრივ საკითხებზე ორგანიზაციის ექსპერტებისგან ინდივიდუალური კონსულტაციებიც მიიღეს.სემინარი პროექტ “საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიზნით რეგიონის ადვოკატთა უნარ-ჩვევების გაძლიერება” ფარგლებში ტარდება. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში, სოციალური ტრანსფორმაციის პროგრამა (MATRA).“კონსტიტუციის 42-ე მუხლი” მსგავს ღონისძიებებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მომავალშიც გააგრძელებს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts