Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - 5 ახალი საბუნებისმეტყველო სამაგისტრო პროგრამის დანერგვის სესახებ ხელშეკრულება გაფორმდა


Recommended Posts

გერმანულ სახლში გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ, ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგი თევზაძემ, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურმა (DAAD) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამების დირექტორმა  ფრენკ ფლაშემ  5 ახალი საბუნებისმეტყველო სამაგისტრო პროგრამის დანერგვის სესახებ ხელშეკრულება გააფორმეს.

„დღეს გავაფორმეთ ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რაც გულისხმობს საქართველოში 5 გარემოსდაცვითი სამაგისტრო პროგრამის დანერგვას. ეს ბუნებრივია, ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი ცოდნის დონის ზრდას და ამით წვლილს შევიტანთ მომავალი თაობის ეკო-განათლებაში,“ – განაცხადა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამების დირექტორმა  ფრენკ ფლაშემ.

გარემოს დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით,  DAAD-ისა და GIZ-ის  მხარდაჭერით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაინტერესებულ პირებს ხუთი ახალი საბუნებისმეტყველო სამაგისტრო პროგრამის შესწავლა შეეძლებათ: მეცნიერებათა მაგისტრი (MSc) ეკოლოგიის, მეტყევეობისა და ბუნებრივი რესურსების მიმართულებით, ასევე, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი (MBA) მეტყევეობისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის სფეროში.

„გერმანულ მხარესთან თანამშრომლობა ჩვენთვისვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველთვის გამოირჩევა მრავალფეროვნებით. დღეს სამი მიმართულებით მუშაობას ჩაეყარა საფუძველი. მოხარული ვარ, რომ წლების განმავლოვაში, პროექტები ხდება უფრო რეალისტური, რასაც თან ახლავს პრაქტიკული და ხელშესახები შედეგები,“ – განაცხადა გოგა ხაჩიძემ.

ხელსეკრულების მონაწილეთა განცხადებით, ახალი ინიციატივის  მიზანია გარემოსდაცვითი ფაკულტეტების პოპულარიზაცია და ეკოლოგიისა და მეტყევეობის დარგების მიმართულებით უმაღლესი განათლების გაუმჯობესება.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...