Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ირმა ინაშვილი: გია მასალკინი მატყუარა, ცრუპენტელა და ცილისმწამებელია


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/irma-300x199.jpg14 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „რეპუბლიკური პარტიის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიორგი მასალკინის წინააღმდეგ მედია-კავშირ „ობიექტივის“ საჩივარი განიხილა.

სასამართლო განაჩენს 26 ივნისს გამოიტანს. „ობიექტივი“ მასალკინისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს. საქმე მასალკინის მიერ ირმა ინაშვილის გადაცემაში გაკეთებულ განცხადებას ეხება, როცა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა „ობიექტივს“ შავრაზმული ორგანიზაცია უწოდა. 14 ივნისის სასამართლო პროცესზე კიდევ ერთი გაუგებრობა მოხდა. გიორგი მასალკინმა „ობიექტივი“ რუსეთის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციად მოიხსენია. ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა მედია-კავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელმა ირმა ინაშვილმა.

„მე მომეცა საშუალება დავრწმუნებულიყავი, რომ გია მასალკინი მატყუარა, ცრუპენტელა და ცილისმწამებელია. სწორედ ამის გამო გვაქვს საჩივარი შეტანილი ბათუმის საქალაქო სასამართლოში, რომელიც განაჩენს 26 ივნისს გამოიტანს. ამასობაში კი, მასალკინის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოში ახალ საჩივარს შევიტანთ. ამჯერად, მასალკინის მორიგი ცილისწამების გამო, თითქოსდა „ობიექტივს“ რუსეთი აფინანსებს, რაც სრული სიცრუე, იდიოტობა და აბსურდია. ბატონ მასალკინს მოუწევს დაასაბუთოს, რა კონკრეტულ საფუძველს ეყრდნობოდა მისი ეს განცხადება. ამ ეტაპზე მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოვიფარგლები.“

მედია-კავშირ „ობიექტივის“ ინტერესებს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ადვოკატი მამუკა ნოზაძე იცავს.

მასალკინის წინააღმდეგ „ობიექტივის“ ახალი საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მომავალ კვირაში შევა.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...