urfinjus Posted June 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 15, 2012 (edited) "შეიძლება პირველად მაშინ, 1789წლის შემოდგომით ბონაპარტემ ნათლად გააცნობიერა როგორ არ გავდა ხალხი და ქვეყანა მისი მშობლიური კუნძულისა იმ გმირ ერს რომელიც მისმა ოცნებამ წარმოსახა. კორსიკა წარდგა მის წინაშე თავის ჭეშმარიტ ფერებში, არა! ეს არ იყო დიდების მზის სხივებით განათებული თერმოპილი რომელსაც ერთი მუჭა თავზეხელაღებული გმირები იცავდნენ....ეს იყო ძილის სამეფო.". ა.ზ. მანფრედი. http://www.picz.ge/img/s3/1206/15/0/0d7f0d313377.jpg "მის თვალებში მხოლოდ ორი ფერი შემორჩა: შავი და ყვითელი. სხვა ყველაფერი დაჭკნა თუ იმად იქცა რასაც სინამდვილეში წარმოადგენდა, რამეთუ ყველაფერს ილუზიების წყეული პალიტრა აფერადებდა განგების მიერ მოგონილი სიუჟეტის მიხედვით. თვითონ ლომი თავს შავ ფერებში აღიქვამდა ხოლო სამყარო-ეს უჭირისუფლო სასაფლაო გაყვითლდა და ლომმა ახალგაზრდობის მსხვერპლის მგლის სიმღერა-ყმუილი გამოსცა. მხოლოდ ყმუილი და არა სხვა სიმღერა თუ დაიტევდა იმ ყვითელი ამაოების სევდას რომელიც დედა-სფინქსისაკენ იყო მიმართული. შავი ლომი არ ტიროდა იგი ყმოდა ყვითელი ამაოების უდაბნოში ობლად დარჩენილი. ყმუოდა ტკივილგადავლილი, ილუზიების მიმართ ვალმოხდილი, რწმენის ჭაობებიდან გათავისუფლებული და მარტოსული. მოსვლისა დღიდან მან იომა და გაიმარჯვა დამარცხებაზე შემდეგ გაიმარჯვა გამარჯვებაზეც, გაიმარჯვა სულმოკლეობაზეც და კეთილშობილებაზეც. მაგრამ გამარჯვების სიმსუყემ წუხილის მეტი არაფერი მისცა რა. თუ რატომ ამას დამშვიდებული გამარჯვებული თუ გაიგებს მხოლოდ. ყმუილი დედა სფინქს აუწყებდა რომ: ილუზია-ცისარტყელით აღტაცებული შავი ლომი ამაოდ გავიდა გზაზე, რამეთუ გზამ იგი ისევ საწყის ალაგას მიიყვანა და ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს. ოღონდ ამჯერად შავი ლომი ორ ნამდვილ ფერს ხედავს, შავს და ყვითელს. ილუზია-ცისარტყელა სასაცილოდაც აღარ გამოდგება არათუ სატყუარად. შავი ლომი მიხვდა რომ უდაბნოში(ყვითელ უდაბნოში) არაფერი არ არსებობს, თვით არაფერიც კი არ არსებობს უდაბნოში. მაგრამ ვინაიდან რასაც აქვს დასაწყისი დაუსრულებელი ვერ იქნება, ამიტომაც დასრულდა ყმუილი. მხოლოდ სხეულის შენარჩუნების ინერციის ილუზია-თვითმოტყუების გზა დარჩა ჯერ კიდევ დასასრულებელი უდაბნოს წრეზე მოსიარულე შავ ლომს, იგი ზიზღნარევი ღიმილით აპირებს ამ გზის დასრულებას........ დედა-სფინქსი კი როგორც წინათ ისევ მდუმარედ გაჰყურებს ყვითელ უდაბნოს და მარტო მან იცის რომ სინამდვილეში მხოლოდ ეს ფერი არსებობს.". 23.07.1999წელი. ადელაიდა. Edited June 15, 2012 by urfinjus Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted July 2, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 2, 2012 http://www.picz.ge/img/s2/1207/2/9/959c645e256b.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted July 2, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 2, 2012 http://www.picz.ge/img/s2/1207/2/a/af31062a426b.gif Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted July 2, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 2, 2012 http://www.picz.ge/img/s3/1207/2/d/dd5611add5b2.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted November 9, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2012 (edited) ვაკუმი: თავი სკაფანდრში აღმოჩნდა, დიახ, არავის გაუყვია თავი სკაფანდრში, არც ჩამოუცვამს როგორც ხდება ხოლმე... იყო ჩვეულებრივი საღამო. სადღაც ზემოთ სკვითების ქალი სლავურად რაღაც მეშჩანურ ჭეშმარიტებას ციტირებდა, გარეთ გრილოდა, გრუხუნებდა ივნისი, უკრავდა პლებეურ-შუდრული მუსიკა მეზობლებზე შთაბეჭდილების მოსახდანად ჯიბრზე ხმააწეული. ყველაფერი ძველებურად იყო...მხოლოდ თავი იყო არაძველებურად ე.ი. სკაფანდრში. გრძნობადობა გაბრუებული და ცოტა მტკივნეული ჩანდა სკაფანდრიანი თავისათვის, ივნისი კი გრუხუნებდა და გრუხუნებდა ხოლო წვიმა ყმაწვილი ქალის კოცნის მსგავსად იყო და არც იყო. სარკეში ჩახედვამდეც კი გრძნობდა თავი თუ რა უბადრუკად გამოიყურებოდა იგი სკაფანდრში... სკვითი ქალი კი გარეთ არ ცხრებოდა და წყევლიდა ადამის მოდგმას-ხმაში აშკარად იგრძნობოდა დაუკმაყოფილებელი დედაკაცის მწარე ბგერები. სიგრილეშიშველ ზურგს ეკვროდა, ფილტვები კი გამაფრთხილებელ სიგნალებს გამოსცემდნენ . მათ არ იცოდნენ რომ თავი სკაფანდრში იყო და არავისთვის(ან არაფრისთვის) არ ცალოდა...სიგრილეს ქუჩიდან დროებით ამოყორილი მუცლების ხმები შეემატა, რატომ მუცლების? იმიტომ რომ ტვინები დღე ზომბირებულად უაზროდ დაფარფატებენ ხოლო საღამოს ცოლების ან დედების დამცირების საფასურად მიღებულ ხორაგს ალქიმიკოსების აღმოჩენასთან ერთად სასწრაფოდ შთანთქავენ და შემდეგ ალაპარაკდებიან მუცლები... დიახ! სკაფანდრიდან მიზანთროპული ისრები ყველაფერს ხვდება, რასაც კი ყური გონება და ფანტაზია მიწვდება... ძალა კი ხელში უაზროდ ილეოდა, თითქოსდა ამ ქვეყნის ბიუროკრატიაში ნასროლი კრედიტი ყოფილიყოს. სკაფანდრიანი თავი აღარ ფიქრობდა, იგი ნაწყვეტნაწყვეტ ფრაზებს ხელმძღვანელობდა ხელის მეშვეობით. ყმაწვილი ქალის კოცინს მზგავსი არაფრისმთქმელი წვიმუკა კი ამ რამოდენიმე წუთში გაიზარდა და ქალბატონად იქცა ახლა იგი ჩემგან კრიტიკის ნაცვლად უკვე ქათინაურებს მოელოდა... 05.06.1999 წ. Edited November 9, 2012 by urfinjus Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted November 9, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2012 (edited) კოპი: ურემი სახელად ცხოვრება სასაცილოდ მიგორავს დაღმართზე, მმართავის ადგილას წამოსკუპებულა ლაჩარი თვითკმაყოფილება. მგზავრები გაორებული გრძნობით შეყურებენ მესაჭეს რომელსაც დიდი შიშის გამო პირფერულად ბედისწერას უწოდებენ. მიგორავს ურემი, მიაგორებს თვითსაკმარის მგზავრებს დაღმართზე და უყვება შეთხზულს რასაც ძილის ზღაპარი ქვია. გაორებულ მგზავრებს ეძინათ, ძინავთ და მომავალშიც ეძინებათ. ასეთია მათი მესაჭედ არჩეული თვითკმაყოფილების პირველი და ბოლო ბრძანება თუ ნება.... 10.08.1999 წ. Edited November 9, 2012 by urfinjus Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted November 9, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2012 შავი ლომი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted November 9, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2012 urfinjus შენი ჩანაწერებია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted November 9, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2012 ესენი გასულ საუკუნეში დავბოდიალობდი სხვადასხვა ქვეყნებში და მარტო ღამით რომ ვრჩებოდი ვწერდი ვაკუმის გარდა ეგ თბილისში დავწერეalex Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted November 9, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2012 კოპი: ურემი სახელად ცხოვრება სასაცილოდ მიგორავს დაღმართზე, მმართავის ადგილას წამოსკუპებულა ლაჩარი თვითკმაყოფილება. მგზავრები გაორებული გრძნობით შეყურებენ მესაჭეს რომელსაც დიდი შიშის გამო პირფერულად ბედისწერას უწოდებენ. მიგორავს ურემი, მიაგორებს თვითსაკმარის მგზავრებს დაღმართზე და უყვება შეთხზულს რასაც ძილის ზღაპარი ქვია. გაორებულ მგზავრებს ეძინათ, ძინავთ და მომავალშიც ეძინებათ. ასეთია მათი მესაჭედ არჩეული თვითკმაყოფილების პირველი და ბოლო ბრძანება თუ ნება.... 10.08.1999 წ.ეგრეა ,ეგრე. There Is No Way Out. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted November 12, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 12, 2012 რემეიქი: ვარდისფერი მატლი ტვინში დაცოცავდა....მატლს სამყაროსხელა ამბიციები ქონდა და თავს მეს უწოდებდა. მატლის გზა კაცმა რომ თქვას დიდი არ იყო: იგი თორმეტ წერს წარმოადგენდა...რატომ მაინცდამაინც წრეს? წრის გარეშემო სიარული მხოლოდ მატლს შეეძლო, რადგან ამ მოჩვენებით გადაადგილებებში მატლი წინსვლასა და მეს ზრდას ხედავდა. იყო წრეზე სიარულისას უამრავი აღფრთოვანება და ყიჟინი, გულგატეხილობა და წუხილი. განსაკუთრებით ერთი წრიდან მეორეში გადასვლისას. ყველაზე გაუგებარი მეთორმეტე წრიდან პირველში დაბრუნება იყო. ამას მატლი მუდმივი დაბრუნების იდეით ამართლებდა. 20.04.2000წ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted November 12, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 12, 2012 (edited) გუშინდელი ბახუსის ამოლგამა: იმ წვიმიან დილით ორი მავნე ფიქრი დააგა აღმართს, ორივე მათგანი როგორც უწინ არაფრის მაქნისი არ იყო. შეჯიბრი ამჯერად უფრო პრეტენზიული და ქედმაღალი ჩანდა, ისინი შურით და შიშით ანთებულნი ერთმანეთს მუჯლუგუნებს თავაზობდნენ რათა დაწინაურებულიყვნენ აღმართზე მიმავალნი. ხოლო პრეტენზია კი თავისი სიღრმეულობის პრეტენზია იყო. დიახ! ორივე მათგანს თავი ძალიან ღრმა, თითქმის თავის შეგნებისთვისაც კი მიუწვდომლად მიაჩნდათ. იყო დიდი შური და უფრო დიდი თვითკმაყოფილება. მომავალმა ფიქრებმა კი რომლებიც ჯერ კიდევ არ არსებობდნენ: წინასწარ ზიზღი და გულისრევა იგრძნეს ამ ორ ამოლგამა ფიქრის მიმართ. ვინაიდან ეს დუეტი ნამთვრალევ სხეულში დომინანტობდა მომავალი ფიქრები მოთმინებით აღიჭურვნენ. მესამე ფიქრმა კი თქვა("რომელსაც მომავალში უფრო დიდი და საზიზღარი ამბიციები გაუჩნდება"-იწინასწარმეტყველა მეოთხე ფიქრმა): "რა საჭიროა აღმართზე სვლა თუ კი ოდნავი სიღრმე მაინც გაგაჩნია". ფანჯრის იქით წვიმდა. წვიმის წვეთებმა ჩარეცხეს ყველა ფიქრები, რადგან წვიმა მაინც წვიმაა.-"ისიც დროებითია, ე.ი. არ არსებობს" მოასწრო ჩარეცხვის წინ გაფიქრება რომელიღაც სხვა ფიქრმა. წვიმდა.......... ქობულეთი 07.10.2000 წ Edited November 12, 2012 by urfinjus Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted November 13, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 13, 2012 ეგრეა ,ეგრე. There Is No Way Out. გამოსავალი ყოველთვის არსებობს: ალპინისტი: ცნობიერება-სიმპტომია. ყველაფერი რაც კარგად მოძრაობს, მოძრაობს ნების გარეშე. მოქნილობა, ძალისხმევა, განზრახვა ეწინააღმდეგება მოძრაობას. ცადე ათასჯერ-და ნახავ, როგორი ძნელია, ცადე ათასი ათასჯერ და დაინახავ როგორი ადვილია, ცადე ათასჯერ ათასი ათასი და მიხვდები რომ შენ-უკვე ის არა ხარ რაც იყავი, მკეთებელია ამისა-არამედ იგია მკეთებელი შენი მეშვეობით. მხოლოდ მაშინ გამოვა კარგად ის რასაც აკეთებ...... ......................ამას ამბობდა ძმა პერდურაბო, ხტუნავდა რა მორენაზე: კლდიდან კლდეზე, ისე რომ ქვევით(ქვებზე) არ ჩამოუხედავს არც ერთხელ. ა.კ. 1911წ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted November 13, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 13, 2012 (edited) რუდიმენტი ჩაკრა. "ხოლო თავისუფალი ნების საბოლოო მიზანი მის დაკარგვაშია" ჯალალედინ რუმი.................. თებერვალი, უჩვეულოდ თბილი ამინდი....ფრინველების გაუბედავი ჭიკჭიკი და ბავშვების ჯერ კიდევ არც ისე აუტანელი ღრიანცელი... ეგოიზმი სამად გაიყო და სახელები დაერქვა: მდიდარი, ღარიბი და ლაღი ეგოიზმი. პარადოქსებისა და პარალელების გარეშე, ყველაფერი ძველებური არაფრისმთქმელი პათოსითაა გაჟღენთილი. ნაყროვანება ტვინისა კი უმცირესია ყოველთა ნაყროვანებათა შორის. "არ შემაწუხო"-ს ბლაგვი მახვილით სასაცილოდ დგა ღარიბი ეგოიზმი-შეძლების განებივრებული ნაყოფი. ღარიბი ეგოიზმი მუდმივად დაკავებულია "არ შემაწუხო"-ს დაცვა მოვლით და მისი ერთადერთი საზრუნავიც მხოლოდ ესაა. არქონებისაგან დროით დასაჭურისებული მაგრამ მეოცნებე-მოპაექრე, მრავალი ღამის თეთრად მღებავი მდიდარი ეგოიზმი ავადმყოფურად გამოიყურება საბრალოს არა ესმის რა თავისი არსისა და ტკივილის მიზეზს-სურვილს ახალ სურვილებს უმატებს ვიდრე არ მოკვდება დედათა მიერ ნაშობი ამაოება სახელად "იმედი". თუ მოხდება მდიდარი სურვილის "ევოლუცია" დეფლორაცია ანუ რეალიზება-გათავისუფლება სინდისის, სიზარმაცის, სიამაყის და სხვა მითიური კომპლექსებისაგან მდიდარი ეგოიზმი ისევ ღარიბ ეგოიზმად იქცევა ხოლმე. ხოლო ღარიბი ეგოიზმის მოლეკულები ცნობილია რომ მდიდარი ეგოიზმის ატომებისაგან შედგება. ლაღ ეგოიზმს ბავშვობაში არ უთამაშია რამეთუ მან იცოდა რომ ადამიანებში ცხოვრება მუდამ თამაშია და ვაი მას ვისაც ეს თამაში ნამდილი ცხოვრება ეგონა. ლაღმა ეგოიზმმა მხოლოდ ერთი იცოდა, სხვა ერთებთან პარალელურად, ამ ერთს ერქვა "მე ვიცი რომ არ მინდა(არ მინდა სურვილები რომელსაც თავს მახვევს გარე სამყარო)". სურვილი არასურვილისა ე.ი. მე მინდა მხოლოდ არ მინდა. თუ რაიმე შეიცვალა(ე.ი. ლაღმა ეგოიზმმა ერთხელ მაინც გადაწყვიტა გარე სამყაროდან შემოსული იმპულსების თავზე მოზომება) შეიძლება ლაღი ეგოიზმი ღარიბი ან მდიდარი გახდეს ხოლო პირიქით შეუძლებელია.......21.02.2000 წ. Edited November 13, 2012 by urfinjus Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.