planetanews Posted June 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 15, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/department-of-state-logo-300x300.pngაშშ საქართველოს სამხედრო სფეროში დახმარების შესახებ შეთანხმების დეტალებს აკონკრეტებს. ამასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოფიციალურ ინფორმაციას აქვეყნებს, რომელშიც სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტია შეჯამებული.“მიმდინარე წლის 30 იანვარს პრეზიდენტ ობამასა და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის გამართული შეხვედრის შედეგებზე დაყრდნობით, სახელმწიფო მდივანმა კლინტონმა და პრეზიდენტმა სააკაშვილმა ისაუბრეს იმ პროგრესის შესახებ, რომელიც მიღწეული იყო პრეზიდენტ ობამას დაპირების შესრულების პროცესში. იგი გულისხმობს: ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისა და საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით; ნატო-სთან საქართველოს თავსებადობის გაზრდას ნატო-ში გაწევრიანებისთვის საჭირო მოთხოვნების შესრულების კვალდაკვალ; საქართველოს სამხედრო და თავდაცვითი სისტემის შემდგომ რეფორმირებას. ჩვენ განვიხილეთ ის გზები, რომლითაც დახმარებას გავუწევთ საქართველოს, რათა მან განავითაროს საჰაერო სათვალთვალო და საჰაერო თავდაცვისა და სანაპირო სათვალთვალო შესაძლებლობები, თავდაცვითი საბრძოლო საინჟინრო შესაძლებლობები, აგრეთვე გააუმჯობესოს სერჟანტების მეწინავე და საწვრთნელი უნარ-ჩვევები, ბრიგადის შტაბის მართვისა და კონტროლის შესაძლებლობები და მოემზადოს სატრანსპორტო შვეულმფრენთა ფლოტის გასაახლებლად”, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.დეპართამენტის ინფორმაციით, მომდევნო თვეებში ანალიზისა და შეფასების ეტაპიდან იმპლემენტაციის ეტაპზე გადასვლასთან ერთად, აშშ განიხილავს საქართველოს მოთხოვნებს, შეისყიდოს თავდაცვითი შეიარაღება და მომსახურება აღნიშნული წვრთნისა და დახმარების შესაბამისად.ამასთან, ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული ჯგუფის სამუშაო შეხვედრაზე აშშ-მ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი უწყვეტი მხარდაჭერაც დააფიქსირა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts