planetanews Posted June 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 15, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/05/united-states-department-of-state-300x225.jpgმსოფლიოს მასშტაბით აშშ-ს საელჩოები და საკონსულოები სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტების მიღებას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონის იმ მცხოვრებლებისთვის, რომლებსაც მათი გამოყენების სურვილი ექნებათ, მალე დაიწყებენ.ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელშიც სახელმწიფო დეპარტამენტის ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტია შეჯამებული.“ხალხთაშორისი სამუშაო ჯგუფის მონაწილეებმა განიხილეს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებთან საქართველოს მიერ კონტაქტის ხელშეწყობის გზები. შეერთებული შტატები ვარგის სამგზავრო დოკუმენტად აღიარებს სტატუს-ნეიტრალურ დოკუმენტს შეერთებულ შტატებში სამოგზაუროდ. აშშ აღნიშნულ გადაწყვეტილებას შერიგების პროცესის წამახალისებელ ნაბიჯად მიიჩნევს, რაც ხელს შეუწყობს მიმოსვლის თავისუფლებას, შეამცირებს დაძაბულობას და საქართველოს სუვერენიტეტის შეუბღალავად ადამიანებს შორის კავშირ-ურთიერთობებს ჩამოაყალიბებს. მალე მთელი მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ს საელჩოები და საკონსულოები დაიწყებენ სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტების მიღებას ამ ორივე რეგიონის იმ მცხოვრებთათვის, რომლებსაც მათი გამოყენების სურვილი ექნებათ”, – აღნიშნულია განცხადებაში.დეპარტემენტის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფმა ასევე დაადასტურა სავიზო დიალოგის გაგრძელების და იმ ახალ შეთანხმებასთან დაკავშირებული გეგმები, რომელიც ორი ქვეყანის სამეცნიერო საზოგადოებას ერთმანეთთან კიდევ უფრო დაახლოებს.“სტრატეგიული პარტნიორობის კომისია რჩება აშშ-სა და საქართველოს შორის ფართო და გაღრმავების გზაზე მდგარი თანამშრომლობის ორგანიზებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უმთავრეს მექანიზმად”, – ნათქვამია განცხადებაში. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts