planetanews Posted June 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 15, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/04/basi-300x202.jpgაშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასის აზრით, ქართული საზოგადოება ნაკლებობად ტოლერანტულია.ამის შესახებ, “ამერიკის ხმის” ინფორმაციით, ჯონ ბასმა ატლანტიკურ საბჭოში გამართული დისკუსიისას განაცხადა, რომლის თემაც იყო “საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები – წარსული, აწმყო, მომავალი”.მისი თქმით, საქართველოს წინაშე მდგარ ერთ-ერთი მთავარ სირთულეს ქართული საზოგადოების მიერ ფაქტებზე დაფუძნებული რეალობის რთულად აღქმა წარმოადგენს.ელჩმა ქართველ ბიზნესმენებთან გამართული სადილი გაიხსენა, სადაც ერთ-ერთმა ქართველმა ბიზნესმენმა განუცხადა, რომ ქართულ საზოგადოებაში კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების სიმწირეა, რაც მისი თქმით, ბევრი პრობლემის სათავეა. ელჩი ამ მოსაზრებას გარკვეულწილად იზიარებს.მისი თქმით, ამის შედეგია მეორე პრობლემა, რაც ტოლერანტობის ნაკლებობაში გამოხატება. ეს კი თავის მხრივ განსახვავებული პოლიტიკური, ეთნიკური და რელიგური მოსაზრებების მიმართ დამოკიდებულებაში აისახება.“ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის ოცწლიანი პროცესი, როდესაც ქართველები წყვეტენ, ვინ არიან ისინი, რას ნიშნავს იყო ქართველი თანამედროვე მსოფლიოში. ამ პროცესში ზოგიერთმა ქართველმა აირჩია გზა, რომლის მიხედვითაც, ქართველობა არის, იყო ეთნიკურად ქართველი და მართლმადიდებელი. ეს მიდგომა არ ტოვებს ადგილს საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის, რომელთაც განსხვავებული რწმენა და ეთნიკურობა გააჩნიათ”, – აღნიშნა ჯონ ბასმა.ელჩის განმარტებით, საქართველოს მთავრობა მოწონებას იმსახურებს იმ თვალთახედვის ხელშეწყობისა და მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებებისთვის, რომელიც საჭირო იყო ყველა ქართველისთვის, მათი ეთნიკურობის და აღმსარებლობის განურჩევლად, მიეღოთ მონაწილეობა საზოგადოების მშენებლობაში თანაბარ დონეზე, შეესრულებინათ თავისი აღმსარებლობა და აერჩიათ ის მომავალი, სადაც მათი კულტურული ტრადიციები პატივმიგებული იქნებოდა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts