planetanews Posted June 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 15, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/state_department_m-300x168.jpgაშშ საქართველოში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის თანაბარი სამოქმედო ველისა და კონკურენტული საარჩევნო გარემოს მნიშვნელობაზე საუბრობს.ამასთან დაქავშირებით განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს, რომელშიც ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტია შეჯამებული.განცხადების მიხედვით, კონკურენტული საარჩევნო გარემოს შექმნის აუცილებლობის საკითხი ბათუმში ვიზიტისას, დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე დაისვა.“დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ღია და კონკურენტული საარჩევნო გარემოს მნიშვნელობა, მათ შორის – 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე პერიოდში თანაბარი სამოქმედო ველის, ღია დებატისა და მოქალაქეთა მიერ ინფორმაციისა და შეხედულებათა ფართო სპექტრზე წვდომის მნიშვნელობა. აშშ-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალი არჩევნები საქართველოს საშუალებას აძლევს, ახალი პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევით დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდირება მოახდინოს და კიდევ უფრო განამტკიცოს დემოკრატიული კულტურა, მოქალაქეთა ნდობა საჯარო ინსტიტუტების მიმართ, რაც ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებასთან საქართველოს კიდევ უფრო დააახლოვებს”, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფი ასევე შეთანხმდა სისხლის სამართლის რეფორმის, დამოუკიდებელი სასამართლოსა და ადმინისტრაციული კოდექსის რეფორმის მნიშვნელობაზე საქართველოში კანონის უზენაესობის კიდევ უფრო განსამტკიცებლად.“აშშ-მა აღნიშნა უმცირესობათა უფლებების დაცვაში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, მათ შორის, სამოქალაქო კოდექსში განხორციელებული ცვილებების გზით და მხარდაჭერა გამოუცხადა უმცირესობათა ინტეგრირების მიზნით საქართველოს უწყვეტ ძალისხმევას”, – აღნიშნულია განცხადებაში. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts