planetanews Posted June 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 15, 2012 მთელი მატჩის განმავლობაში მღეროდნენ ირლანდიელი გულშემატკივრები და თავიანთ გუნდს ამხნევებდნენ. ბოლოს ტაშითაც გააცილეს - იცოდნენ, რომ მათ საყვარელ გუნდს მეტი არ შეეძლო და ბრძოლისთვის მადლობა მოუხადეს. და წარმოიდგინეთ, რა დონის ნაკრები თამაშობდა ირლანდიის წინააღმდეგ, რომ მათმა ფანობამ მშვიდად, ჩვეულებრივ მიიღო 0:4 მარცხი. ესპანეთმა ნამდვილი საფეხბურთო შოუ დადგა “არენა გდანსკიზე” და კოლოსალური უპირატესობა მხოლოდ 4 გატანილ გოლად აქცია. “მხოლოდ”! ვისენტე დელ ბოსკემ წინა მატჩისგან განსხვავებით, ნომინალური ცენტრფორვარდით თამაში გადაწყვიტა, კერძოდ, ფაბრეგასის ნაცვლად, ტორესი დააყენა და “ელ ნინიომაც” ხუთიანზე შეუსრულა საქმე - დუბლი გააკეთა და მთლიანობაში, კარგი მატჩი ჩაატარა.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=fa72d4bf-3ca7-4462-b93b-de426b023724.jpg&size=500 View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts