Jump to content
Planeta.Ge

newstime.ge: ივანიშვილი ჯარიმას არ გადაიხდის!


Recommended Posts

http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/06/20120227052559mogelaze.jpg

რამდენიმე დღის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი სამართალდამრღვევ ფიზიკურ პირად სცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ქართუ ჯგუფმა შეღავათიან ფასად მიაქირავა ავტომანქანები “ქართულ ოცნებას”, რის გამოც ბიძინა ივანიშვილი 22 მლნ ლარით უნდა დაჯარიმებულიყო. თუმცა აქ ყველაზე საინტერესო (იქნებ სასაცილოც) ის არის რომ იურიდიულად სულაც არ არის ივანიშვილი ქართუ ჯგუფის დამფუძნებელი. სწორედ ეს საკითხი წამოწიეს პროცესზე მისმა ადვოკატებმა. თუმცა მოგელაძის პოზიის გამომხატველმა ასე განაცხადა: “გონივრული ვარაუდით ყველამ იცის რომ ეს კომპანია ბიძინა ივანიშვილისაა”. ეს ისე ცნობისთვის ხოლო, ამის შემდეგ ქართული მართლმსაჯულების შესახებ დასკვნები თავად გააკეთეთ.

რაც შეეხება მეორე ბრალდებას, რომლის მიხედვითაც გლობალ TV შეღავათიან ფასად აყენებდა სატელიტურ ანტენებს, თურმე აქაც ბიძინა ივანიშვილი ყოფილა დამნაშავე. არადა არც ამ კომპანიასთან აქვს რაიმე იურიდიული კავშირი კოალიციის ლიდერს. ასე რომ ბრალდებები, რომლის არანაირი დამამტკიცებელი მასალა არ არსებობს, გარდა ქალბატონ მოგელაძის გონივრული ვარაუდისა, მოსამართლემ ჩაქუჩის 1 დარტყმით სამართლიანად სცნო და ბიძინა ივანიშვილს ჯამში 148 მილიონიანი ჯარიმის ქვითარი გამოუწერა.

პროცესის მეორე დღეს, გურია ნიუსთან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ჯარიმის გადახდას არ აპირებს.

ივანიშვილის ამ გადაწყვეტილებამ თითქოს საზოგადოების მოლოდინი გაამართლა, როგორც სოციაური ქსელებში და პირად საუბრებში ყველა ცალსახად ამბობდა, რომ სწორი გადაწყვეტილებაა ჯარიმის არ გადახდა.

მეც ჩემი აზრი მაქვს ამ საკითხზე და მიმაჩნია რომ 148 მილიონიანი ჯარიმის არ გადახდის გადაწყვეტილება აბსოლიტურად სწორია, ტაქტიკური თვალსაზრისით.

1) ჯარიმის გადახდა ივანიშვილი-სააკაშვილის დაპირისპირებაში ახალი სურათი იყო, რომელიც ხაზს უსვამდა ხელისუფლების სიძლიერესა და ავტორიტარიზმს. მიუხედავად იმისა რომ, სამართლიანი იყო თუ არა განაჩენი, მისი გადახდა ერთგვარად აკნინებდა ივანიშვილს, რაც წინასაარჩევნო პერიოდში არც თუ კარგი სიგნალია ამომრჩევლებისთვის.

2) ჯარიმის არ გადახდით ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს როგორც ქართული საზოგადოების ისე საერთაშორისო თანამეგობრობის წინააღმდეგ, რომ ის არ აღიარებს ქართული სასამართლოს განაჩენს და ასაბუთებს რომ ეს განაჩენი პოლიტიკურ პოტივებზე არის დაფუძნებული. ეს მის პრინციპულობას აჩენს და ამომრჩევლის სიმპატიას ისმახურებს.

3) მისი ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებას გაურკვევლობაში აგდებს, მათ არ იციან რა უნდა ქნან ამის შემდეგ, და როგორც წარსული გვიჩვენებს ასეთ დროს ისინი საკმაოდ არაპროგნოზირებადნი ხდებიან და ბევრ შეცდომებსაც უშვებენ.

4) მიუხედავად იმისა რომ არსებობს გარკვეული ალბათობა ჯარიმის არ გადახდის შემთხვევაში შესაძლოა ხელისუფლებამ სააკაშვილის პირადი დაკვეთით გარკვეულ რადიკალურ ზომებს მიმართოს, კერძოს კონკრეტული ობიექტების დაყადაღება დაიწყოს, ბიძინა ივანიშვილი ამას არ უშინდება და პრინციპულა დგას მის პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც იგი სასამართლოს არ ენდობა, რადგან ყველა განაჩენი მისი პერსონის წინააღმდეგ პოლიტიკური მოტივით არის შეთითხნილი. ეს ფაქტორიც პოზიტიურად მოქმედებს ამომრჩეველზე და ხელისუფლების მთავარ იარაღს – შიშს ანეიტრალებს.

 

ეს არის 4 მთავარი პოზიტიური არგუმენტი, რის გამოც ბიძინა ივანიშვილის ამ გადაწყვეტილებას უნდა ვუწოდოთ სწორი პოლიტიკური სვლა.

ამის შემდეგ იგი ოზურგეთს მიაშურებს და იქ გამართავს ფართომასშტაბიან რიგით მესამე მანიფესტაციას.

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...