planetanews Posted June 14, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2012 http://rustavi2.com/news_photos/06_12/61052.jpg ბიძინა ივანიშვილის მრჩევლის, გია ხუხაშვილის ბინაში მოსასმენი აპარატურის აღმოჩენის ფაქტთან დაკავშირებით ივანიშვილის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და ფაქტის დეტალური გამოძიება მოითხოვა.გია ხუხაშვილის საცხოვრებელ სახლში და მისი მეზობლის ბინაში გუშინ მოწყობილობა აღმოაჩინეს, რომელიც `ქართული ოცნების` წარმომადგენლების გაცხადებით, მოსასმენი აპარატურაა. ადგილზე გამოიძახეს პატრულიც. თავად გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ მის ბინაში მეზობლის დაკეტილი ბინიდან იატაკი გახვრიტეს და სასმენი აპარატი დაამონტაჟეს. გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საქმე ორი დანაშაულის ფაქტზე უნდა აღიძრას. ერთი ის, რომ ხდებოდა უკანონო მოსმენა და მეორე, მოხდა სხვის ტერიტორიაზე (საუბარია ხუხაშვილის მეზობელზე) უკანონოდ შეჭრა.`ქართული ოცნება`ამ ინფორმაციის მიწოდებას საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გეგმავს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts