planetanews Posted June 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 15, 2012 http://rustavi2.com/news_photos/06_12/61058.jpg მკვლელობა მოხდა თბილისში - გვიან ღამით ფონიჭალის დასახლებაში. სადგურის ქუჩაზე სამართალდამცველებმა 21 წლის ზურაბ სხირტლაძე მოკლული, ხოლო 17 წლის თეო ჩიხლაძე მძიმედ დაჭრილი იპოვეს. გარდაცვლილს ტყვია მუცელსა და გულში აქვს მოხვედრილი. გოგონა კი შუბლის არეშია დაჭრილი. თეა ჩიხლაძეს გადაუდებელი ოპერაცია წუხელვე ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა მძიმეა. მოკლული ბიჭის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ზურაბ სხირტლაძე და თეა ჩიხლაძე შეყვარებულები იყვნენ და ოჯახის შექმნას აპირებდნენ. მათი მტკიცებით, შეყვარებულების ურთიერთობაში კიდევ ერთი, ჯერჯერობით უცნობი ახალგაზრდა ცდილობდა ჩარევას, რომელიც გუშინ საღამოს თეო ჩიხლაძეს დაუკავშირდა. გარდაცვლილის ბიძა აცხადებს, რომ მკვლელობა სწორედ უცნობთან საქმის გარჩევის დროს მოხდა. ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ ზურაბ სხირტლაძეს ჰქონდა იარაღი რომელიც თავდაცვის მიზნით შეიძინა. სწორედ მისი კუთვნილი პისტოლეტია ამოღებული დანაშაულის ადგილიდან. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე; მიმდინარეობს გამოძიება. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts