planetanews Posted June 14, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/marshutkebi_60.jpgყვითელი სამარშრუტო მიკროავტობუსების უმეტეს ნაწილში, კონდიციონერი არ მუშაობს. მძღოლები ამ ფაქტს მანქანების გაუმართაობით ხსნიან.მერიის ტენდერში გამარჯვებული კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“, დედაქალაქში 2011 წლიდან გამოჩნდა და პირობა დადო, რომ მგზავრებს მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნიდა.„თბილისის მიკროავტობუსი“ ირწმუნებოდა, რომ ყვითელი მიკროავტობუსების მომსახურება გამოირჩევა უსაფრთხოებით, ორგანიზებული მოძრაობით და კომფორტით, რომელშიც შედის:• მოსახერხებელი სავარძლები;• კლიმატის კონტროლის სისტემა;• ყოველთვის სუფთა და მოწესრიგებული მიკროავტობუსები;• ელექტრონული გადახდის სისტემა.თუმცა, მგზავრებისთვის ყვითელი მიკროავტობუსებით მგზავრობა არც ისე კომფორტულია. მათი უმეტესობა უკმაყოფილოა კონდიცირების სისტემით. მარიამ სულეიმანაშვილი, მგზავრი: ყოველდღე „მარშრუტკით“ დავდივარ სასწავლებელში. გარდა იმისა, რომ პიკის საათებში ფეხზე გვიწევს დგომა, აუტანელი სიცხეა. კონდიციონერები, როგორც წესი, სულ გათიშულია და ყველა ფანჯარა ღიაა, რომ ოდნავ ნიავმა დაუბეროს. ლელა დიდებელი, მგზავრი: ყველა ამოსვლაზე მძღოლებს ვეხვეწები, რომ კონდიციონერი ჩართონ. უკვე მივეჩვიე, რომ მთელი ზაფხული ასეთ სიცხეში უნდა ვიმგზავრო.დათო ყურაშვილი, მგზავრი: მთავარია, ფანჯრები იღება. კონდიციონერის გულისთვის მძღოლს ჩხუბს ხომ არ დავუწყებ?გიული ბერულავა, მგზავრი: შვილიშვილი სკოლიდან მე გამომყავს და ამ სიცხეში ვსხედვართ. ფანჯრები ღიაა, ბავშვი ხან თავს გაყოფს, ხან ხელს. იმ დღეს მძღოლს ვუთხარი, კონდიციონერი მაინც ჩართეთ-მეთქი და მიპასუხა, მე რა გიშველოთ, ქალბატონო, გაფუჭებულიაო. გაფუჭებული თუა, უნდა გააკეთო, შე დალოცვილო, ამხელა ფულს რომ მახდევინებ.თავად მიკროავტობუსის მძღოლები ჟურნალისტთან საუბრისას ვინაობის გამხელას ერიდებიან. ისინი კონდიცირების არარსებობას მიკროავტობუსების გაუმართაობას აბრალებენ. N62 სამარშრუტო ხაზის ერთ-ერთი მძღოლი, რომა (გვარის დასახელებისაგან თავს იკავებს) ამბობს, რომ კონდიციოენერები ყვითელი მიკროავტობუსების 80%-ში გაფუჭებულია. ამავდროულად, ჩართული კონდიციონერი მთელი დღის მანძილზე დაახლებით 10 ლარის საწვავს საჭიროებს, რაც მძღოლისთვის დამატებითი ხარჯია. „ყველაფერი ჩვენი კისრიდან უნდა ამოიღონ, მთელი დღე ჩართული რომ გქონდეს კონდიციონერი, 10 ლარის ბენზინს მაინც დაწვავს. ეგაც ჩვენი გადასახადია. რაც ჩამოიყვანეს ეს „მარშრუტკები“, ამათი 80% ბრაკია. ეხლა დაიწყეს კონდიციონერებს გაკეთება ნელ-ნელა. მეც, ალბათ, ამ დღეებში წავიყვან მანქანას სახელოსნოში“- ამბობს ის. N70 მიკროავტობუსის მძღოლიც გათიშულ კონდიციონერს მანქანის გაუმართაობას აბრალებს – „როგორ ფიქრობ, ჩემი თავი უფრო მიყვარს თუ რომელიმე მგზავრი? ეს სიცხე, პირველ რიგში, მე მაწუხებს, მთელი დღე მანქანაში ვზივარ. განა რა ბენზინი უნდა დამიწვას იმდენი, რომ არ მიღირდეს კონდიციონერის ჩართვა?“N34 მიკროავტობუსის მძღოლის თქმით, სატრანსპორტო კომპანიამ თურქეთიდან ხელოსნები ჩამოიყვანა კონდიციონერების გასაკეთებლად. „ეს „მარშრუტკები“ გარანტიითაა შემოტანილი საქართველოში. ეხლა თურქეთიდან ჩამოყვანეს ხელოსნები ამის გასაკეთებლად. ფრეონს შეცვლიან, ალბათ. მეც უნდა მივიდე სახელოსნოში. მგზავრები კიდე ჩვენ გვეჩხუბებიან, ჯოხი ჩვენზე ტყდება“ – ამბობს ის. თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ამ თემაზე კომენტარს თავი აარიდა და პირდაპირ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსში“ გადაგვამისამართა. მათი თქმით, ტრანსპორტის შიდა კონდიცირება და მსგავსი საკითხები მერიის კომპეტენციაში არ შედის, ეს მხოლოდ „თბილისის მიკროავტობუსის“ გადასაწყვეტია.რაც შეეხება თავად კომპანია „თბილისის მიკროავტობუსს“, ისინი არ პასუხობენ კითხვას, თუ რატომ არ შეასრულეს დანაპირები და რატომ არ მუშაობს კონდიციონერები. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, თეონა ნიორაძე მხოლოდ აღნიშნავს, რომ ამჟამად თითოეული მანქანის კონდიცირების სისტემის შემოწმება მიმდინარეობს, „ამჟამად კომპანია “თბილისის მიკროავტობუსის“ ტექნკური სამსახური ამოწმებს თითოეული მანქანის კონდიცირების სისტემას, რათა მათ ზაფხულის ცხელი დღეების განმავლობაში, გამართულად და შეუფერხებლად იმუშაონ.“მათივე თქმით, ივლისი-აგვისტოს განმავლობაში ყველა მძღოლი ვალდებული იქნება ჩართოს კონდიციონერი. „კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ გადაწყვეტილებით, ყველა სამარშრუტო ტაქსის მძღოლი, ზაფხულის ყველაზე ცხელ პერიოდში: ივლისსა და აგვისტოში, ვალდებული იქნება ჩართოს კონდიცირების სისტემა, რათა მგზავრებმა კომფორტულად შეძლონ გადაადგილება“ – განმარტავს ნიორაძე.ანა წიკლაურიopinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts