Jump to content
Planeta.Ge

from opinion.ge- ნიკოლოზ ვაჩეიშვილი: „ორივე ტაძარს მრევლის მიღება უპრობლემოდ შეუძლია“


Recommended Posts

http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/vacheishvili1-300x168.jpgკულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა კასპის რაიონის ორი ისტორიული ძეგლის – მაღლაანთ ეკლესიისა და ერთაწმინდის ტაძრის, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. სარესტავრაციო სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყო და მეთორმეტე საუკუნეში აშენებული მაღლაანთის ეკლესია მთლიანად აღდგენილია. სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი, წმინდა ესტატეს სახელობის ერთაწმინდას ეკლესიაშიც დასრულდა. გაიწმინდა სადრენაჟე არხი, ტაძრის ინტერიერში გაჯის ნალესები ჩამოიხსნა და ეკლესიის კალთებზე ახალი გადახურვა მოეწყო. იღუმენი კოზმა ამბობს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე ორივე ტაძარში სავალალო მდგომარეობა იყო.

იღუმენი კოზმა: “ტაძრები იმდენად დაზიანებული იყო, რომ შიგნით მრევლის შეყვანასაც კი ვერიდებოდით. იყო წყალი ჩამოდიოდა. სახურავი დაძველებული იყო. მოხდა სახურავის შეცვლა ისეთი სახით, რომ თუ სერიოზული რამ არ მოხდა, ტაძარში დიდი ხნის განმავლობაში წყალი აღარ ჩავა. წყალი კი ყველაფერს აზიანებს – ფრესკა იქნება იქ, დუღაბი თუ ქვა.“

მეთორმეტე საუკუნეში აშენებული კულტურული ძეგლის მნიშვნელობაზე ნიკოლოზ ვაჩეიშვილი საუბრობს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, სამუშაობის მნიშვნელოვანი ნაწილი დასრულდა და ორივე ტაძარს მრევლის მიღება უპრობლემოდ შეუძლია.

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი: ძალიან მნიშვნელოვანი სიძველეებია, რომლის რეაბილიტაციასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ. სხვა რომ არაფერი იყოს, ეს ტაძარი დაკავშირებულია გიორგი სააკაძესთან და პაატა სააკაძესთან. ამ ტაძრის მცირე გასაჭირიც კი ყურადსაღებია და ახლა ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ამ ტაძრების იმ კონდენციამდე მიყვანაზე, როცა საფრთხე აღარ არსებობს და მათ შეუძლიათ გააგრძელონ თავიანთი ისტორიული ცხოვრება.

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ასევე ბაგრატის ტაძრის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს შეეხო. “მართალია არის ასეთი რედაქცია, ძალიან ზედაპირული, რომელიც მომზადდა მრჩეველი ორგანიზაციის მიერ. მაგრამ რეჟიმი ისეთია, რომ არის ასაწონ-დასაწონი. შემდეგ სახელმწიფომ თავისი დამოკიდებულება უნდა დასდოს. შემდეგ ეს განიხილება UNESCO-ს კომიტეტზე. ეს დასკვნა არის ძალიან ზედაპირული და ბევრ უზუსტობას შეიცავს. ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის ხარისხი არის ახალი კონცეპტუალური მიდგომა და ამას იზიარებს UNESCO-ს წამყვანი ექსპერტებიც. ეს იქნება პრეცედენტი, თუ როგორ შეიძლება სიძველს ჩაუტარდეს რეაბილიტაცია ისე, რომ დაცული იქნას სიძველე, თან მან ადეკვატურ ფორმებში მიიღოს მომავლის ცხოვრების შესაძლებლობა”.

რაც შეეხება კასპის რაიონის ორი ისტორიული ძეგლის რეაბილიტაციას, მისი ხარჯები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დაფარა და რესტავრაციის პროცესი, უახლოეს მომავალში დასრულდება.

ნოდარ სხირტლაძე

opinion.ge

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...