planetanews Posted June 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 15, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/areshidze.jpg„სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება სულ უფრო მასშტაბური ხდება. დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვმა დაუზუსტებელი ინფორმაციით 29-ს გადააჭარბა. სამხური მხარის მტკიცებით, დაღუპულთაგან 25 აზერბაიჯანელია, ოთხი კი სომეხი ჯარისკაცი. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო კი მხოლოდ ოთხი აზერბაიჯანელი სამხედროს დაღუპვის ფაქტს ადასტურებს. გადაიზრდება თუ არა ლოკალური კონფლიქტი ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებში, რამდენად დიდია ალბათობა დაპირისპირების ხელოვნური ინსპირირება საქართველოს ტერიტორიაზეც მოხდეს და რეალურად რა დოკუმენტს მოაწერეს ხელი საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, „ვერსიას“ ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე განუმარტავს.არეშიძის თქმით, დაპირისპირება პირდაპირ კავშირშია ჰილარი კლინტონის ვიზიტთან, რუსეთმა გადაწყვიტა დანარჩენი მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, რეალურად ვინ აკონტროლებს კავკასიას.„რუსეთს კონფლიქტის ფართომასშტაბიან ომში გადაზრდა არ აწყობს, ხმაურის ატეხვა კი მოსკოვისთვის ურიგო არ არის. რუსეთს ომი თუნდაც იმ მიზეზით არ აწყობს, რომ სამშვიდობო პროცესზე მთავარი პასუხისმგებელი თავადაა, ომის დაწყების შემთხვევაში კი იმის აღიარება მოუწევს, რომ წლების განმავლობაში, აბსოლუტურად უმოქმედო იყო. მცირე კონფლიქტი საინტერესოა თავად აზერბაიჯან-სმოხეთისთვის, რადგან 18 ივნისს, პარიზში, შუამავალი ქვეყნების კონფერენცია იწყება, რომლის კონტექსტში მიმდინარე დაპირისპირება სავაჭროდ კარგი თემაა. მხარეებს რეალურად ომის დაწყება რომ სურდეთ, აზერბაიჯანი, როგორც მინიმუმ, ყარაბახის არმიის მიერ გამაგრებული უბნების დასაბომბად ავიაციას გამოიყენებდა, სომხეთის გამოავლენდა სამხედრო შესაძლებლობების მაქსიმუმს“.ექსპერტის განმარტებით, სამხრეთ კავკასიაში გავლენის მოსაპოვებლად რამდენიმე ძალა იბრძვის – აშშ, რუსეთი, ევროპა, თურქეთი, ირანი, ცოტა ხნის წინ კი მათ ისრაელიც დაემატა. ამ შემთხვევაში რეგიონში ორი ძირითადი ძალაა დაპირისპირებული – რუსეთი და თურქეთი. „თუ არსებული დაპირისპირება ფართომასშტაბიან ომში გადაიზრდება, რუსეთი სომხეთს დაუჭერს მხარს, თურქეთი – აზერბაიჯანს. ისრაელი სამხრეთ კავკასიით დაინტერესებული კიდევ ერთი ძალაა. ამას გარდა, ისლამურ სამყაროში ლიდერობისთვის იბრძვიან. დღეს, ისლამური სამყაროს სულიერი ლიდერის კვოტა ირანმა მოიპოვა, რაც ბევრს ნამდვილად არ აწყობს, მათ შორის პაკისტანს და თურქეთს. აზერბაიჯანსსაც და ირანსაც საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვთ“.არეშიძე თურქეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დადებულ დეკლარაციასაც ეხება და აცახდებს, რომ ეს საბაზისო დოკუმენტებია იმ იდეისთვითს, რომელიც თავის დროზე სააკაშვილმა გააჟღერა და რომელიც საქართველო-თურქეთს-აზერბაიჯანს შორის პოლიტიკურ სიმჭიდროვეს გულისხმობს. ექსპერტის თქმით, თურქეთი ძლიერი ქვეყანაა, მისი და ნატოს ინტერესები კი ყოველთვის არ ემთხვევა, ის რეგიონში თავისი პოლიტიკის გატარებას ცდილობს. „თურქეთის პოლიტიკა საგარეო საქმეთა მინისტრის, დავითოღლუს დოქტრინას – ნეოოსმანიზმს ემყარება. მისი ძირითად არსი კი ისაა, რომ თურქეთის გავლენის ქვეშ უნდა მოექცნენ ის ქვეყნები, რომლებიც თავის დროზე ოსმალეთის იმპერიაში შედიოდნენ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პირდაპირ აცხადებს, რომ ანკარის გარშემო ათასი კილომეტრის დიამეტრზე არსებული სახელმწიფოები უნდა დაიქვემდებარონ“.„თუ რუსეთი კონფლიქტის განმუხტვას არ შეეცდება, კავკასიაში ომი გარდაუვალია. მით უმეტეს, აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ უკვე ჩამოყალიბდა ისეთი ტიპის სახელმწიფოდ, რომელსაც პრობლემის მოგვარება თავად შეუძლია. მსგავსი რესურსი სომხეთს არა აქვს, თანაც ნახევრადდაბლოკილი ქვეყნისთვის ომის წარმოება რთულია. ირანში ომის დაწყება კი აშშ-საც არ აწყობს, მას წინ არჩევნები ელოდება. შესაძლოა, ამ ეტაპზე სამხედრო ბაზა მომზადდეს, ვითარება დროებით ჩაცხრეს, ნოემბერში კი დაპირისპირება კვლავ განახლდეს და ისრაელმა ირანის დაბომბვა დაიწყოს.“ – განმარტავს ექსპერტი და დასძენს, რომ თუ ამ დაპირისპირებაში აშშ-ც ჩაერთო, მაშინ შესაძლოა მისი ჯარები სომხეთის საზღვართან გამოჩდნენ, რუსეთი კი არ დაუშვებს სომხეთის დაკარგვას.მიმოხილვა მოამზადა თაია მახარაშვილმა გაზეთ „ვერსიის“ მიხედვითopinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted June 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 15, 2012 ირანმა ათასჯერ უთხრა ისრაელს, ტრაკს ნუ ატამაშებო, მაგრამ არ ისვენებს მაინც..ჯერ ჯერობით ამერიკას ააქვს წითელი ანთებული ისრაელისთვის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted June 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 15, 2012 ირანმა ათასჯერ უთხრა ისრაელს, ტრაკს ნუ ატამაშებო, მაგრამ არ ისვენებს მაინც..ხოდა მიიღებენ მისაღებს, და მერე დაიწყებენ წუწუნს, ებრაელებს გვჩაგრავენო დააყენონ ერთი ადგილი და არ დაიჩაგრებიან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted June 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 15, 2012 არა და ამასწინათ გააფრთხილა ირანმა ისრაელი, მაინც ვერ ისვენებენ,თან მაგათ მოკავშირე ამერიკას არ აწყობს ეხლა ომის დაწყება ირანთან და ატორმუზებს ისრაელს.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted June 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 15, 2012 თან მაგათ მოკავშირე ამერიკას არ აწყობს ეხლა ომის დაწყება ირანთან და ატორმუზებს ისრაელს. ჯერ სირიას დაარტყამენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted June 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 15, 2012 ჯერ სირიას დაარტყამენ. რუსეთის თანხმობის გარეშე ვერ გაბედავენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted June 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 16, 2012 mtidanსირიაზე რუსეთი და ჩინეთი არ აძლევენ უფლებას.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted June 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 16, 2012 ჩვენც უნდა მიგავყოლონ... ნოემბერში თუ კიდევ სააკაშვილი იქნება.და თუ კიდევ სააკაშვილი იქნება... ესეიგი აშშ-ს ეს არჩევნები გააპრავა.ნუ ეგ ხომ ისედაც იასნია რომ გააპრავებს.ხოდა ვინც აშშ-ს საელჩოსგან, ქვა ქვაზე დატოვოს მერე იმ რუსეთის იმ ირანის დედა მოვდღან მე... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted June 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 16, 2012 (edited) რა ბანალური ურთიერთგამომრიცხავი პროგნოზი აქვს არეშიძეს. 1 არაკი "ირანი ისლამური სამყაროს ლიდერობისათვის იბრძვის" სრული არცოდნაა შიიტური ირანის დოქტრინისა. შიიტურ ირანს სუნიტური არაბული სამყარო მხარს მხოლოდ განცხადებების დონეზე თუ დაუჭერს ისიც გამონაკლისის სახით, ირანს რეალურად მხოლოდ ჰესბოლას ლიდერი შეიხი ნასრალა(აი გვარი..) და რამოდენიმე აფრიკელი მორიგე იმამი თუ დაუჭერს მხარს. 2 არაკი ისრაელი დაბომბავს ირანის სამხედრო ობიექტებს, ისრაელი ამ ეტაპზე ამისათვის არც მზად არაა(მხედველობაში სამხედრო მზადყოფნა არ მაქვს) და არც ამის ნება არ გააჩნია. 3 ამერიკის გარანტიების გარეშე, ისრაელში არ არის ისეთი პოლიტიკური ლიდერი თუ პარტია რომელიც ამას თავზე აიღებს. 4 ობამას ადმინისტრაციას უაღრესად არამეგობრული დამოკიდებულება აქვს როგორც ისრაელის პოლიტიკურ წრეებთან ისე ამერიკულ ებრაულ დიასპორასთან რასაც ჰილარი კლინტონი და ჯო ბაიდენი ადრე როგორღაც აბალანსებდნენ. ეს იმას არ ნიშნავს რომ ჰუსეინ ობამა პროპალესტინელია, არა ობამას საერთოდ ნაკლებად აინტერესებს აშშ-ს საგარეო პოლიტიკა (პრინციპში როგორც ყველა ამერიკელ დემოკრატს). 5თურქეთი აზერბაიჯანის გამო რუსეთს ომს დაუწყებს: ეს არაკი სომხებმა მოიგონეს საკუთარი ოკუპაციური საქმიანობის ჰეროიზაციისათვის და რუსებმაც აიტაცეს. თურქეთს ეს ომი არაფერში არ ჭირდება მან ბაქოს საკმაო იარაღი მიყიდა და არ გამოვრიცხავ კონფლიქტის შემთხვევაში(რომელიც ამ ეტაპზე გამორიცხულია) არალეგალურად სამხედრო ინსტრუქტორებიც მიავლინოს ბაქოში. და ყველაზე დიდი სომხური არაკი რუსეთი ღია კონფლიკტში შევა აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან: ეს იმდენად აბსურდული არაკია რომ რუსეთში ამაზე არც კი ხუმრობენ და რატომ: 1 რუსეთის აზერბაიჯანისადმი საბრძოლო მოქმედების პირველ წუთებიდან კარგავს ტაქტიკურ უპირატესობას კასპიის ზღვაზე, 2 აზრბაიჯანი საზღვარს გაუხსნის ყველა დაღესტანსა და იჩკერიაში მიმავალ მუჯაჰედს ახლო აღმოსავლეთიდან, 3 რუსეთი ახდენს აზერბაიჯანისაგან ნაყიდი ნავთობისა და გაზის გადაყიდვას რომელიდანაც შემოსავალი აღემატება რამოდენიმე სასომხეთის ეკონომიკას და კეთილგანწყობას. ყველაზე მთავარი საერთოდ ვის აწყობს ამ თემებით საზოგადოების ეგზალტირება? რა თქმა უნდა რუსეთს აი რატომ ირანის პრეზიდენტის ნებისმიერი განცხადების "სწორად" წარმოჩინება ან ისრაელის მუქარის "სწორი" გაშუქება ნავთობის ფასებზე პირდაპირპროპორციულად მოქმედებს და ილუზია არიქა "ისრაელი (მოსახლეობით 3 მილიონი) ირანს (56 მილინი) დაბომბვას უპირებსო" მაგიკურად ამყარებს ან ზემოთ წევს ნავთობის ფასებს. მახოვს ამას წინათ მარკოვი როგორ იფშვნეტდა სიამოვნებით ხელებს "ისრაელის დაბომბილი ირანიდან მილიონობით ლტოლვილი საქართველოს მიაწყდებაო" ღმერთმანი როგორ უნდა დაბრმავდე საქართველოს ნგრევის ოცნებით ისე რომ გეოგრაფია დაგავიწყდეს. მარკოვს რომ კითხო სპარსეთი შემორტყმულია აგრესიული "გრუზიით"(რომელსაც მხოლოდ რუსეთი შეუძლია გაუმკლავდეს) და ჩინეთისხელა ისრაელი როდესაც ნახევარ ირანს მიწასთან გაასწორებს სიონისტური მკვლელების ხელიდან სიკვდილს საწყალი მილიონი სპარსელები ისევ "ოსი ხალხის განოციდჩიკ გრუზინებთან" ლტოლვილობას არჩევენ.....წმინდაო უბრალოებავ......ეს არაკები უკვე 6-7 თვეა რუსმა პროპოგანტისტულმა მანქანამ მსოფლიო ბაზარზე ჩუმად გამოიტანა და ლევაკემა უსაქმურებმა იდიოტებმა ანტისემიტებმა არმენოფილებმა და რუსეთუმეებმა დიდი გნიასით აიტაცეს. არაეშიძე არაა ცუდი ექსპერტი მაგრამ ცუდი არ იქნებოდა რუსების მითითებული "დასავლურ" ლევაკური წყაროების და თვით რუსული წყაროების გარდა სხვა წყაროებიც ენახა.... .p.s. განსაკუთრებით თარიღმა გამამხიარულა ნოემბერში ისრაელი.... ცნობილია რომ ნოემბერში აშშ-ში არჩევნებია ისე რომ არც მიმავალი არც მომავალი ადმინისტრაცია "კამიკაძე" არ არი და თუ ამერიკა არ დაბომბა ვინმემ სხვანაირად ომში არ ჩაერევა მით უმეტეს მხარს არ დაუჭერს ისრაელს(რომელიც ზუსტად ვიცი რომ ნოემბერში ჩუმად იჯდება თავის ღვიის ბუჩქებში). ისე რომ მე თუ მკითხავთ ირანმა ატომური იარაღი(თუ აქვს) ნოემბერში სულ რომ გამოამზეუროს და ქუჩებში დაალაგოს არავინ არ იფიქრებს რაიმე ცუდი აკადროს სპარსულ შაითან ტრუბას...... Edited June 16, 2012 by urfinjus Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.